x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გასეირნება ზღვაზე
image


ჩაძირულ გემთა ნაკვალევზე მივყები ტალღებს,

ზეცა ნისლიან კალთებს იბერტყს და მართავს აფრებს.

ვარდისფერ ხომალდს ფრთებს ასხამენ სირინოზები,


მათი გალობა ზღვად ჩამიტანს დამათრობელი.

რძისფერ ღრუბლებში მოჩანს ლანდი კონკისკადორთა,

არმადას თან სდევს ბრწყინვალების შარავანდედი.

თვალთა კვდომის დროს მელანდება ფსკერზე ბავშვები,

ეკლესიაში მზერით მწვავენ წმინდა ხატები.

ფოთოლცვენის დროს მფარავს ფიქრი, როგორც მანდილი,

გაფერმკრთალებულ დღეთა ლანდებს ვითვლი თითებზე;

ვამჩნევ ჰორიზონტს ელვარებას იასამანთა,

ტალღების სრბოლას განუწყვეტლივ ზღვათა ტრამვალზე.

ოკეანეში ვახრჩობ ფიქრებს ზედ მიყოლებით,

მწარე სინანულს ვეთხოვები სამარადისოდ.

რკალად გაჭიმულ ცისარტყელას დავეკიდები,

ციცინათელებს უცხო მხარეს გავეკიდები.

2
109
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
109
  
2015, 11 ივლისი, 22:00
მადლობა შეფასებისთვის
2015, 11 ივლისი, 21:07
მაგარია
0 1 2