x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამოცდა ლოგიკაში - სახალისო ამოცანა
image
მიმდინარეობს გამოცდა ლოგიკაში.


პროგესორი:


— თვითმფრინავის ბორტზე 500 აგურია. ერთი გადმოვარდა თვითმფრინავიდან. რამდენი დარჩა?


სტუდენტი:



— ეს ადვილია, 499!


— მართალია. შემდეგი შეკითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში 3 მოქმედებით?


— 1. გავაღოთ მაცივარი. 2. შევსვათ შიგ სპილო. 3. დავხუროთ მაცივარი.


— შემდეგ. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში 4 მოქმედებით?


— 1. გავაღოთ მაცივარი. 2. გამოვიყვანოთ სპილო. 3. შევსვათ ირემი. 4. დავხუროთ მაცივარი.


— მშვენიერია! ცხოველთა მეფე ლომს დაბადების დღე აქვს. მისალოცად ყველა ცხოველი მივიდა ერთის გარდა. რატომ?


— იმიტომ, რომ ირემი ჯერ ისევ მაცივარშია.


— გადასარევია! — ამბობს პროფესორი. — გავაგრძელოთ. შეუძლია თუ არა მონადირეს გადაცუროს ტბაზე, რომელშიც ნიანგები არიან?


— რა თქმა უნდა შეუძლია! ნიანგები ხომ ლომის დაბადების დღეზე წავიდნენ.


— კარგი. ახლა კი ბოლო შეკითხვა. მონადირე შევიდა ცარიელ ტბაში, მაგრამ მაინც მოკვდა. რატომ?


— მ-მ-მ... იქნებ დაიხრჩო?
— არა, გენაცვალე, მას თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი აგური დაეცა. მობრძანდით გადაბარებაზე!



0
1320
5-ს მოსწონს
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
1320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0