x
image
WhiteBlack
სუპერთასის ბილეთების რიგში უკვე ასობით გულშემატკივარი იმყოფება

image
ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი იმყოფება. ვაკის პარკში შექმნილია ჯგუფები და ბილეთების რიგებთან დაკავშირებით თვითორგანიზება ხდება. ერთ ადგილზე ცოცხალი რიგში ბილეთის ყიდვის მსურველები ეწერებიან. ჟურნალში უკვე 1400-ზე მეტი პირია ჩაწერილი. როგორც ირკვევა, ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად,

ვაკის პარკის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიკრულია ფურცლები, სადაც აწერია ჯგუფების რაოდენობა და ჯგუფის ნომრის გარშემო შეკრებილი არიან გულშემატკივრები, რომლებსაც ბილეთების აღება სურთ. ცოცხალ რიგში ჩაწერა ამ წუთებშიც გრძელდება.ვაკის პარკში იმყოფებიან ბილეთების შესაძენად რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივრებიც.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0