x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შიში
image


შიში ყოველთვის შენ სულს თან დასდევს,

შენი ცხოვრების თანამგზავრია;

უკუნეთ ღამეს ქუჩაბანდებში


ჩასაფრებული ავაზაკია.

და არა მარტო ბავშვის თვალებში,

ან კიდევ სუსტი ქალის მზერაში,

გმირის სახეზე მას აღმოაჩენ,

როცა სამყაროს ვერ გადაარჩენს.

ეს სისუსტეა? – ყოველთვის არა!

ღვთის შიში ყველა კაცის ვალია!

რომ შეიყვარო მტერი, ვერაგი,

ეს შენი ყოფის მძიმე ჯვარია!

ან გაურბიხარ, ან მის პირისპირ

დგეხარ უძრავად და გარინდული

ელი განაჩენს, აცნობიერებ,

რომ ვერ დათრგუნავს შიში ყველაფერს!

გძლევს თუ შენ დაძლევ? მასთან ბრძოლაში

დღეები მიქრის ელვის სისწრაფით;

ხან გამარჯვებას ლხინით ზეიმობ,

ხან მარცხი გაგდებს მძიმე სევდაში.

უმოქმედობა შობს ბოროტებას! –

და ამ იდეით გულანთებული

შეერკინები ყველა მეტოქეს,

რომ დაეხმარო ქვეყნად თაობებს!


5
46
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
46
  
2016, 29 ივნისი, 14:24
დიდი მადლობა
2016, 29 ივნისი, 14:15
მომეწონა ძალიან
2016, 29 ივნისი, 14:11
ჰო, ნინი, ადრე ვწერდი... ისეთ ასაკში, ყველა რომ წერს :))
2016, 29 ივნისი, 10:50
საკუთარი ლექსებია ხო?
2016, 19 იანვარი, 23:32
რომ შეიყვარო მტერი, ვერაგი,

ეს შენი ყოფის მძიმე ჯვარია! - მართლაც, რო... თითქმის შეუძლებელი
0 1 5