x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შემზარავი შემთხვევა ქუთაისში - 7 წლის გოგონა საკუთარ საწოლში გველმა დაკბინა

შემზარავი შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე - მეორეკლასელი გოგონა საკუთარ საწოლში გველმა დაკბინა ...


image


ღამით ბავშვი დედამ დასაძინებლად გაიყვანა, საწოლში ჩააწვინა და ოთახიდან მშვიდად გამოვიდა. ოჯახიც დასაძინებლად ემზადებოდა, რომ უცებ ბავშვის ყვირილი მოესმათ. ოთახში შეცვივდნენ და გოგონას დამშვიდება სცადეს, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, ბავშვს მარცხენა მხარზე რამდენიმე ადგილას სისხლი სდიოდა და გამწარებული კიოდა, - აქ გველი იყო, მიკბინა და იატაკზე გასრიალდა, ტიროდა აკანკალებული ბავშვი.…თავზარდაცემულმა ოჯახმა ბავშვი მაშინვე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას ყველა ტიპის დახმარება აღმოუჩნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც და 12-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ შინ გაუშვეს...


ბავშვმა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, რომ ოჯახი იქ ვერ გაჩერდა და სახლი დროებით გამოკეტეს. გოგონას ჯანმრთელობის შესახებ ქუთაისის საავადმყოფოში განაცხადეს: ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი შვილები შესაძლოა ყველაზე საიმედო ადგილას, საკუთარ ჭერქვეშ, საწოლში დაგვიგესლოს ქვეწარმავალმა, -კვლავაც აქტუალურია.

0
1017
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1017
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0