x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83885
  • ვიდეო:334599
  • სურათი:442048
ძალა ერთობაშია ! დავით გარეჯი დაგვიბრუნდა !

imageარის ! ასრულდა მიზანი ! ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხის ერთობამ და სიმტკიცემ განაპირობა დავით გარეჯის დაბრუნება. რომ არა ქართველი ხალხის სულისკვეთება და ერთობა ერთი-ორად გაძნელდებოდა და ჩემი აზრით შეუძლებელიც იქნებოდა ამ მიწის დაცვა. ამ წმინდა მიწაზე ბევრი წმინდა მამა მოღვაწეობდა, აწამეს 6000 წმინდა ბერი და ამ წმინდა მიწის სხვისთვის დათმობა ქართველი ერის სირცხვილი იქნებოდა. ჩვენმა წინაპრებმა ეს მიწები სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ჩვენ ამის განიავება არ გვმართებდა. და სწორედაც მოიქცა ხალხი. შეიკრიბა გამართა აქციები და გადაარჩინა ეს მიწა წყალი. წარმოგიდგენიათ ეს მიწა რო დაგვეკარგა როგორ ჩავხედავთი ჩვენ წინაპრებს თვალებში? რა მიზეზს ვეტყოდით? ამ ფაქტმა დაადასტურა რო ქართველობა ჯერ კიდევ შემორჩა ჩვენ ქვეყანაში. ერი და ბერი ერთად იდგა და საჭირო რომც ყოფილიყო სისხლის ფასად დაიცავდნენ ამ ადგილს. ალბათ ბევრი თქვენთაგანი ხართ ამ ადგილზე ნამყოფი და დამეთანხმებით თუ რაოდენ სილამაზეა. ყველას უკვირს ასეთ პირობებში ცხოვრება როგორ შეიძლებაო მაგრამ იქ მრავალი საუკუნეების მანძილზე ბერები ცხოვრობდნენ. დავით გარეჯის მონასტერი არი მსოფლიოში უნიკალური. ჩვენ დავიცავით ეს ტერიტორია მაგრამ იმ ძველი ფრესკების დაცვა ცოტა ძნელდება. გაანადგურეს ფრესკები. უცხოეთიდან ჩამოსულები არიან პროფესორები და იკვლევენ ამ საკითხს. იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება და თავიდან ბოლომდე ქართველ ერს შემორჩება ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი. რაშიც უდიდესი წვლილი ქართულ ეკლესიას და მრევლს მიუძღვის .imageimageimageimageimage


0
341
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გარინჩაა
გარინჩაა
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0