x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქართული ბანკების მიზნები და სტრატეგია

imageსაყოველთაოდ ცნობილია და ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, რომ ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი თავის ძირითად შემოსავალს ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობით იღებს. ამიტომ, კრედიტის გამცემსა და მიმღებს შორის თანამშრომლობა აგებულია ურთიერთპარტნიორულ დამოკიდებულებაზე, რადგან თუ ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუწყობენ და ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება ექნებათ, დიდი ალბათობით, მათ შორის გარიგება კრახით დამთავრდება. როგორც ჩანს, ეს ჭეშმარიტება სრულიად მიუღებელია საქართველოში მოქმედი ბანკებისათვის. აქაური ბანკების ნამდვილ მიზანს ბიზნესის განვითარება კი არ წარმოადგენს, არამედ ნებისმიერი ხერხით შემოსავლის მიღებაა. ამის ნათელი დადასტურებაა შპს „ექსიმსერვ“-სა და სს „ბანკ რესპუბლიკა“-ს შორის ურთიერთობის ისტორია:
შპს „ექსიმსერვი“ კვების პროდუქტების ერთერთი მსხვილი იმპორტიორი იყო. როგორც საქართველოს კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, შპს „ექსიმსერვი“-ც სარგებლობდა საბანკო სესხით. კომპანიას სს „ბანკი რესპუბლიკა“-დან აღებული ჰქონდა 800000 აშშ დოლარის კრედიტი. 2008 წლის ბოლოს წარმოქმნილმა ფინანსურმა კრიზისმა ძლიერ იმოქმედა კომპანიის საქმიანობაზე და დღის წესრგში დადგა სესხის რესტრუქტურიზაციის საკითხი.
ამისათვის კომპანიამ მონახა დამატებით უძრავი ქონება, 54500 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ს. ნატახტარში, რომლებიც ბანკის მიერ შეფასებულ იქნა 545000 აშშ დოლარად. აღნიშნულ უძრავ ქონებას უნდა ჩაენაცვლებინა მანამდე ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონებები, რომელთა მეპატრონეებსაც კომპანიის მიმართ გააჩნდათ ფინანსური ვალდებულება 462000 აშშ დოლარი. მეპატრონეები თანახმა იყვნენ დაეფარათ ვალდებულება, თუ მათ ქონებას ბანკი გაანთავისუფლებდა იპოთეკიდან. ამის საგარანტიოდ მათ მოითხოვეს ბანკის წერილობითი დასტური. ბანკმა წერილობით განაცხადა თანხმობა, რომ იგი იპოთეკითან გაანთავისუფლებდა დატვირთულ ქონებებს, ნატახტარის მიწების სანაცვლოდ და დამატებით მოითხოვა დავის გადაწყვეტის სასამართლო წესის შეცვლა კერძო არბიტრაჟით.
შეთანხმების მიხედვით 2009 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს „ექსიმსერვ“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 1180000 აშშ დოლარზე 5 წლის ვადით. მანამდე ბანკის კომიტეტმა და რისკების დეპარტამენტმა შეისწავლა კომპანიის მდგომარეობა და დაადგინა, რომ თუ კომპანია დამატებით მიიღებდა 462000 აშშ დოლარს, მას თავისუფლად შეეძლო მომსახურებოდა ამ სესხს (ყოველთვიურად ბანკში გადასახდელი იყო 29965 აშშ დოლარი). 31 დეკემბერს, რადგან მოკლე სამუშაო დღე იყო, გაფორმდა მხოლოდ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, ნატახტარის მიწების იპოთეკით დატვირთვა გადაიდო მომავალი სამუშაო დღისათვის და 2010 წლის 5 იანვარს აღნიშნული მიწები დაიტვირთა ბანკის სასარგებლოდ.
შემდეგი პირობა, დავის გადაწყვეტის სასამართლო წესის შეცვლა კერძო არბიტრაჟით, აღარ შესრულდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ბანკის მიერ შემოთავაზებული არბიტრაჟი შპს „დავების განმხილველ ცენტრი“ აფილირებული იყო სს „ბანკ რესპუბლიკა“-სთან. ამის გამო, ქონებების მესაკუთრეებმა და თავდებმა, სრულიად სამართლიანად, უარი თქვეს ასეთ ცვლილებაზე და გარიგება არ შედგა.
გარიგების ჩაშლის გამო, შპს „ექსიმსერვ“-მა, მიწის მეპატრონეებთან შეთანხებით, გადაწყვიტა გაეყიდა ეს მიწები და შემოსული თანხა გამოეყენებინა საქმიანობის გასაგრძელებლად. ამისათვის მოიძია კიდეც მყიდველი და გააფორმა მასთან განზრახულობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მყიდველი მზად იყო ამ მიწებში გადაეხადა 545000 აშშ დოლარი. შპს „ექსიმსერვ“-მა ბანკს მიმართა, როგორც ზეპირსიტყვიერად ასევე წერილობით, გაენთავისუფლებინა მიწის ნაკვეთები იპოთეკიდან. თუმცა, ამის შესახებ ბანკმა უარი განაცხადა.
რადგან თანხები არ შემოვიდა კომპანიაში, ფირმის ფინანსური მდგომარეობა უფრო გაუარესდა და ვერ შეძლო რესტრუტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა ბანკში. ამის საფუძველზე ბანკმა მიმართა სასამართლოს, რათა გაეყიდა იპოთეკით დატვირთული ქონებები და ისე ამოეღო კრედიტის თანხა. შპს „ექსიმსერვ“-მაც მიმართა სასამართლოს, შეგეგებული სარჩელის სახით, სადაც მოითხოვა ნატახტარის მიწის ნაკვეთების იპოთეკიდან განთავისუფლება. პარალელურად მიწის პოტენციურ მყიდველს აცნობა საქმის ვითარება და სთხოვა განზრახულობის შეთანხმების ვადის გაგრძელება, რაზედაც დაეთანხმა მყიდველი იმ პირობით, რომ თუ მათთან რაიმე შეიცვლებოდა, იგი ცალმხრივად გავიდოდა შეთანხმებიდან და ამას შეატყობინებდა წერილობით.
სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „ექსიმსერვ“-ის შეგეგებული სარჩელი, უკანონოდ სცნო ბანკის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთების იპოთეკა და ბანკს დაეკისრა მისი იპოთეკიდან განთავისუფლება. შპს „ექსიმსერვ“-ს დაეკისრა 1356000 აშშ დოლარის გადახდა ბანკის სასრგებლოდ და ამ მიზნით დანარჩენი იპოთეკის საგნების იძულებითი რეალიზაცია. სასამართლო პროცესი გაგრძელდა 2014 წლამდე, ცხადია მიწის მყიდველებმა ამდენი არ მოიცადეს და ცალმხრივად გავიდნენ შეთანხმებიდან.
რადგან სასამართლოს მიერ დადასტურდა ბანკის არასამრთლებრივი მოქმედება (ცხადი გახდა, რომ ბანკი ორიენტირებული იყო რაც შეიძლება მეტი ქონება ჩაეგდო ხელში და არა იმაზე, რომ ბიზნესისათვის შეეწყო ხელი), 2014 წელს შპს „ექსიმსერვ“-მა კვლავ მიმართა სასამართლოს, ბანკის უკანონო ქმედების გამო მიღებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელმაც აუდიტის დასკვნით, შეადგინა 3390000 აშშ დოლარი. საპასუხოდ ბანკმა შესაგებელში არგუმენტად მოიყვანა ის, რომ მიღებული ზიანი ვადაგადაცილებულია და ანაზღაურებას არ ექვემდებარება. თუმცა კვალიფიციური იურისტების აზრით ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, რადგან ჯერ ერთი სასამართლო დავა მიმდინარეობა 2014 წლამდე, მეორეც მიწის მყიდველი შეთანხმებიდან გავიდა 2011 წლის ბოლოს და ზიანის წარმოშობის არსებობა მაშინ გახდა საბოლოოდ ცნობილი, ე.ი. ახალი სარჩელის შეტანამდე ხანდაზმულობის ვადა არ იყო დარღვეული.
საპასუხოდ ბანკმა დაიწყო აღსრულების წარმოება იპოთეკით დატვირთული ბინების იძულებითი რეალიზაციის მიზნით. რეალურად იმ 10 ბინის გაყიდვით ბანკი მიიღებს 400-500 ათას აშშ დოლარს. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ სააღსრულებო წარმოების გააქტიურება მიზნად ისახავს არა ბანკისათვის სარგებლის მიღებას, არამედ შპს „ექსიმსერვ“-ზე ბინის მესაკუთრეების მხრიდან ნეგატიურ ზეწოლას. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ სააღსრულებო წარმოება, პირველ რიგში, დაიწყეს იმ პირთა მიმართ, რომლებიც შპს „ექსიმსერვ“-ის მოთხოვნით სასამართლოზე მოწმედ არიან დასახელებულნი.
შპს „ექსიმსერვი“-ს მხარე კარგად აცნობიერებს, რომ საბანკო სფერო ფაქიზი თემაა და ასეთი სახის სარჩელის გასაჯაროება ცუდად იმოქმედებს ბანკის რეპუტაციაზე. ამიტომ, შპს „ექსიმსერვ“-მა ბანკს შესთავაზა დაეწყოთ მოლაპარაკება საკითხის უხმაუროდ გადასაწყვეტად და მანამდე შეეჩერებინა სააღსრულებო წარმოება. თუმცა ბანკის მხრიდან ამ წინადადებაზე რეაგირება არ მომხდარა და კვლავ ცდილობს უბინაოდ დატოვოს 10 ოჯახი, თუმცა ამით იგი რეალურ სარგებელს ვერ მიიღებს

1
110
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
110
  
2015, 15 ივლისი, 19:15
რომ არ მოსწონს იმას მინდა ვკითხო: თქვენ რომ გასახლებდნენ ბინიდან უკანონოდ, მოგეწონებოდათ?
0 1 1