x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იუდა

image

ღალატი-ერთადერთი
სიტყვა, რომელიც მასთან ასოცირდება, იუდასგან განუყოფელი.
რა იქნებოდა, თუკი ქრისტეს არ უღალატებდა?
რა იქნებოდა, თუკი ძლიერი აღმოჩდებოდა, საკუთარი თავისა და რწმენის წინაშე? მაგრამ
ყველაფერი მოხდა ისე როგორც მოხდა. იუდამ გასცა ქრისტე, ქრისტე კი ეწამა ჩვენთვის,
კაცობრიობისთვის.
კაცობრიობის
ცოდვებთან ერთად, ქრისტემ იუდას ცოდვაც გამოისყიდა.
რა იყო იუდას ბედისწერა?
თორმეტ მოციქულთაგან, რატომ მაინცდამაინც ის? თორმეტივეს
ჰქოდა მისია, იუდას მისია კი ღალატი აღმოჩდა... ღალატი უფლის, მაცხოვრისა და საკუთარი თავისა. ჰქონდა თუ არა იუდას სხვა არჩევანი? ან ფიქრობდა თავის ქმედებაზე, როცა ქრისტეს გასცემდა? ნუთუ მხოლოდ ოცდაათ ვერცხლს შეიძლებოდა ებიძგა ქრისტეს ღალატისკენ?
და დღეს ვღალატობთ, გავცემთ, მაგრამ იუდა არ გვახსენდება...
არ ვფიქრობთ რას ვჩადივართ, რა შედეგი მოჰყვება ჩვენს საქციელს... ასე იყო იუდაც.
გამოდის რომ განსხვავება ჩვენსა და იუდას შორის არ არსებობს. ერთმანეთის ღალატით
ქრისტეს ვღალატობთ და კიდევ ერთი წამებისთვის ვიმეტებთ...
ქრისტე და იუდა-სიყვარული და ღალატი.
როგორც იუდამ არ დაინდო ქრისტე, ისე არ ინდობს სიყვარულს ღალატი.
ყოველდღე დავდივართ ქუჩებში, ვხვდებით ადამიანებს, მაგრამ ვერც ერთ მათგანში
ვერ ამოვიცნობთ ქრისტეს, იუდას კი ბევრს შევხდებით.
და მაინც რატომ გახდა იუდა ქრისტეს მოწაფე?

0
222
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0