x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„მარჯვენა საჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო“ - რას წერს მევლუდ მელაძე

imageროგორც ცნობილია, საქართველოში აქტიურად განიხილება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა. როგორც თვილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები.


მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიან მანქანებს კრძალავს, რადგანაც ისინი გარკვეული თვალსაზრისით მოძრაობას აფერხებენ.


აღნიშნული საკითხის შესახებ ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე საკუთარ მოსაზრებას „ფეისბუქის“ გვერდზე აფიქსირებს:


„მარჯვენა საჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო.

პირველი - საცობების პრობლემა მარჯვენა საჭიანების ბრალი არ არის და ეს ისეთივე სასაცილო არგუმენტია, როგორც საცობი და ავტომობილის ფერი.

მეორე - იაპონური ავტომობილი (მარჯვენა საჭიანი უმეტეს შემთხვევაში იაპონიიდან შემოდის) გაცილებით იაფი და ხარისხიანია, რაც მისაღებია ჩვენი რეალობისთვის.

მესამე - მოდი შევეშვათ სირაქლემას პოზაში ყოფნას და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ საცობების შექმნის ან პროვოცირების მიზეზების ძირითადი ნაწილი:

ა. მართვის მოწმობის სიმბოლური პრაქტიკული გამოცდა - მძღოლს ვერ მოსთხოვ იმაზე მეტ დინამიკას რაც მართვის მოწმობის გამოცდაზე მოსთხოვე.

ბ. საგზაო მონიშვნები - ვერ მოსთხოვ არ გადაკვეთოს არარსებული ან ერთმანეთს აცდენილი ზოლები.

გ. საპატრულო ეკიპაჟების კვალიფიკაცია - პოლიციელი ვერ მოსთხოვს მძღოლს იმას, რაც თავისთვისაც მისაღებია. ისიც ამ რეალობაში გაიზარდა.

დ. შუქნიშნების და გზაჯვარედინების არასწორი დაგეგმვა - მაგალითად (სულ უბრალო) ჭავჭავაძის გამზირზე მარცხნივ შეხვევა და ისიც პირდაპირ ავტობუსის გაჩერების გასწვრივ.

ე. კულტურა - მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა მძღოლის კომფორტზე.

მოკლედ ჩამონათვალი დიდია და თანაც ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ არის და რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს არ მესმის“, - წერს მევლუდ მელაძე.

3
2038
7-ს მოსწონს
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
2038
  
2015, 29 ივლისი, 13:50
კაცი-კაცური და სიმართლის მოყვარული. მარჯვენა საჭიანების აკრძალვა იმას ნიშნავს რომ მარცხენა ხელით არ დავლიოთ დასალევი თორემ უფრო დავთვრებით. ხო სისულელეა?
2015, 22 ივლისი, 15:34
უბრალოდ ტარება არიცის 70% პროცენტმა ეს არც მარჯვენა რულის ბრალია და არც სხვა რამის, ბევრი ისეთი ეღებს მართვის მოწმობაას მარტო გამოცდაზე რომ ყავს გატარებული მანქანა
2015, 9 ივლისი, 11:30
მარჯვენა საჭიანი ავტომანქანა საცობებს პრაქტიკულად ვერ გამოიწვევს. ამასთან, მათი ქვეყანაში მასიური შემოდინების გამო, ლამის არის, მათმა რიცხვმა მარცხენასაჭიანს გადააჭარბოს, რაც, თავის თავად, ნორმალური სიტუაცია არ არის. მარჯვენა საჭის გამო გარკვეული დისკომფორტი საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირს ექმნება. რაღაცა ზომები, ნამდვილად მისაღებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მარჯვენა საჭის მზეს არავინ იფიცებს და ეს იძულებითი ნაბიჯია, უფრო იაფი და გამართული იაპონური მანქანის შესაძენად. პრობლემა სახეზეა და მის სწორად და უმტკივნეულოდ გადასაწყვეტად, რაღაც კვლევებია ალბათ ჩასატარებელი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ან მძღოლების აზრის გაგება ვერაფერს შეცვლის - ყველაფერი წინასწარაა ცნობილი. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ვერაფერში გამოგვადგება, რადგანაც მხედველობაში მისაღებია ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და ქართული ხასიათი. მოკლედ, არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური.
0 1 3