x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალის მოხიბვლის გაკვეთილები ადრეანო ჩელენტანოსგან
ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ჩვენ ვიცნობთ ერთნანეთს?

- არა, მაგრამ თქვენი გაცნობა მინდა.

- არა, მე ამ თვეში უკვე ბევრი გოგონა გავიცანი.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- შენ ლამაზი ხარ... მაგრამ, მე უფრო ლამაზი ვარ!



ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- თქვენ რამდენი წლის ხართ?

- არ მახსოვს.

- მე უფრო ნაკლებს მოგცემდით.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- თქვენ საკუთარ თავში ყოველთვის ასეთი დარწმუნებული ხართ?

- მხოლოდ სამშაბათობით. ან მაშინ, როდესაც ლამაზ გოგონასთან მაქვს საქმე.

- ლამაზად მთვლი?

- საერთოდ, დღეს სამშაბათია.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- მე თუ ამაზე დაგთანხმდები, მაშინ ორივე არასწორები ვიქნებით.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- არ შეგიძლია ვინმე სხვა აწვალო?

- არა, მე უკვე შენ აგირჩიე.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- რატომ გაინტერესებს დასვენების დღეების გატარებას სად ვაპირებ?

- აი ვფიქრობ, სად უნდა წავიდე, რომ შემთხვევით არ გადაგეყარო.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ე. ი. შენთვის სულ ერთია, ჩაცმული ვიქნები თუ გახდილი?

- სულ ერთია!

- მაშინ დღეს საღამოს ასე ვისეირნებ, მოგწონს?

- არა!

- ჩემს მაგივრად გრცხვენია?

- არა, შენს მაგივრად მცივა.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ქალები მე ძალიან მომწონს! მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელება იცი რა არის?

- რა?

- მე მათ ძალიან მოვწონვარ!


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- მე მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა!

- მერე პრობლემა რაშია?

- არ ვიცი, დანარჩენებს რა ვუყო?


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ცოლად გამომყევი.

- კაცი, რომელსაც მე ცოლად გავყვები, გამბედავი და საზრიანი უნდა იყოს.

- მერე? არ გახსოვს წყალში რომ იხრჩობოდი და გადაგარჩინე?

- კარგი, თანახმა ვარ, რომ გამბედავი ხარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზრიანიც

ხარ.

- შენ როგორ ფიქრობ, ნავი ვინ გადააბრუნა?


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- როგორი იქნება შენი დადებითი პასუხი?


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- რას აკეთებ?

- ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს შენი ფეხებით ვარ დაინტერესებული. სინამდვილეში,

ვამოწმებ, იცი თუ არა ცეკვა.


image
- როდის ვეტყვით მამას ყველაფერს? ქორწილის შემდეგ?

- არა, მხოლოდ მესამე შვილის შეძენის შემდეგ.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ალო, საყვარელო შენა ხარ?

- დიახ. მაგრამ, ვინ ლაპარაკობს?


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შენ ასეთი შესანიშნავი კაცი იყავი.

- მერე, ჩემთვის გეკითხა და გეტყოდი.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- მე შენ მიყვარხარ.

- მადლობა.

- მე სხვა პასუხს ველოდი.

- დიდი მადლობა.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები


- 20 წლის შემდეგ, შენ 40-ის იქნები... მაგრამ, მე ამას გადავიტან.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- შენ მე გიყვარვარ?

- მიყვარხარ.

- როგორ გიყვარვარ?

- სიკვდილამდე.

- მე ვიფიქრე, რომ უფრო ძლიერ გიყვარდი.


ქალის მოხიბვლის გაკვეთილები
- ნუ ეძებთ იდეალურ მამაკაცს. მე დღეს სახლში ვარ.


4
689
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
689
  
2016, 5 აგვისტო, 9:06
[-ალო საყვარელო შენ ხარ?
-დიახ მაგრამ ვინ ლაპარაკობს?]

ეს მაგარია ყველაზე
2016, 20 ივნისი, 18:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 7 ივლისი, 21:32
თუ ვინმე იმსახურებს ჩემს პატივისცემას ამ სფეროში, ერთერთი უპირველესი ჩელენტანოა.
2015, 7 ივლისი, 19:55
0 1 4