x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,ქართველები არ იარსებებდნენ, დიდი ღიპი რომ ქონოდათ მეომრებს''-ნუკა კვალიაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

იხილეთ ცნობილი მომღერლის - ნუკა კვალიაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ და უფრო ახლოს გაიცანით იგი.

image-ნუკა, საუბარი შვილით დავიწყოთ. რა ხნის არის პატარა ლუკა და მამა რამდენადაა ჩართული შვილის აღზრდაში?
- ლუკა წლის და 5 თვის არის, ნიკუშა ჩემი მეუღლე იმდენად არის ჩართული აღზრდაში რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჯერ პატარაა ლუკა იმისთვის რომ ავღზარდოთ. ჯერ უნდა გაიზარდოს, რომ ელემენტარული ესმოდეს რასაც ველაპარაკებით. image- პატარას დაბადებამ თუ გაგრძნობინა, რომ ახლა უწინდებურად თავისუფალი აღარ ხარ?
- ბავშვის დაბადებამ ნამდვილად მაგრძნობინა რომ თავისუფლებამ ხელი დამიქნია და დამტოვა.... მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო დაღლილობაა როდესაც მთელ შენ ენერგიას დროს და ყველაფერს ბავშვს ახმარ, შენით ზრდი და ა.შ, ამას არანაირი თავისუფლება არ შეედრება
- რას საქმიანობ ახლა?
- ჯერ ჯერობით საქმეს რაც ეხება ჩემი საქმე ლუკასთან ერთად ყოფნაა, მასთან თამაში გასეირნება თუ საჭმლის კეთება.image- კარიერის თვალსაზრისით რაიმე გეგმები თუ გაქვს?
- სამომავლოდ რათქმაუნდა მაქვს გეგმები მაგრამ ჯერ ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო.
- როგორ რეაგირებ მედიაში გავრცელებულ ჭორებზე ან კრიტიკაზე?
- ჭორი მხოლოდ ერთხელ მაქვს გაგებული ჩემს თავზე. როდესაც გავიღვიძე და facebook-ზე შევედი ნიუსი დამხვდა ნუკა გვალია ავარიაში დაიღუპაო (ჯვარი მწერია). იმ დროს საქართველოს ვარსკვლავში ვიყავი და არ დამავიწყდება ჩემს facebook inbox-ში რა ამბავი იყო. ესეთ რამეზე როგორ უნდა გავბრაზდე. კრიტიკას არ მივიღებ იმ ადამიანისგან ვინც მუსიკა-ხელოვნებისგან შორს არის, არც იმათგან ვინც მე არ მიცნობს. ძირითადად ყურადღებას არ ვაქცევ, შევეჩვიე მარტივად ოგნორირებას. ვთვლი რომ დაბოღმილი ადამიანი და გაბოროტებული იმდენად დაბალ საფეხურზე დგას, რომ პასუხის ღირსადაც არ ჩავაგდო. image-შენი აზრით რომელია შენი სუსტი და ძლიერი მხარეები?
- ჩემი სუსტი მხარე მხოლოდ მე ვიცი და ვთვლი, რომ საჭირო არ არის სხვებმაც იცოდნენ. ძლიერი მხარე ის მაქვს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, გინდ ფიზიკურად და გინდ შინაგანად.
- როგორი ბავშვი იყავი?
- მე ვიყავი საშუალოდ ცელქი. არასოდეს ვთხოვდი დედაჩემს ან სხვა ოჯახის წევრებს რაიმე ეყიდათ ჩემთვის, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ და ბევრჯერ შევესწარი ამ ფაქტს, დედას შეყავს ბავშვი მაღაზიაში ან მარკეტში და ბავშვები გაგიჟებით ითხოვენ, რომ მათ რაიმე უყიდონ, თუ მშობელი უარს ეუბნება ამას მოყვება უხეში და უზნეო საქციელი, მე ესეთი არასოდეს ვყოფილვარ და ალბათ იმიტომ, რომ გააზრებული მქონდა ოჯახს როგორც უჭირდა და ჩემი მხრიდან იქნებოდა თავხედობა. ასევე გულიანი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ჩემი ტანსაცმლის და სათამაშოების გაჩუქება იმ ბავშვებზე, ვისაც ჩემზე მეტად უჭირდა. ერთი სიტყვით კარგი ბავშვი ვიყავი. image- ვინ არის შენი ფავორიტი მომღერალი, როელთანაც სიამოვნებით ჩაწერდი დუეტს?
- ფავორიტი მომღერალი არ მყავს, დიდი ხანია RnB ს თავი დავანებე, მომწყინდა და ვიცი ხალხსაც ყელში აქვს ამოსული, ალტერნატივ ნუ მეტალს ვუსმენ, დიდი სიამოვნებით ჩავწერდი რამოდენიმე ჯგუფთან სიმღერას არამარტო ჩემს ფავორიტ ბენდებთან, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, არამედ რამოდენიმე ქართულ ბენდთანაც.
- რას ურჩევდით ახლანდელ თაობას?
- ახლანდელ თაობას ვურჩევ იცხოვრონ ისე, როგორც მათ მოსწონთ მთავარია ფარგლებს ნუ გასცდებიან რაც სიბოროტისკენ მიდის და იმათ, ვინც ამ ბავშვებზე და მოზარდებზე სალაპარაკო აქვთ, რომ ქართველობას გადააჯიშებენ. ქართველები არ იარსებებდნენ დიდი ღიპი რომ ქონოდათ მეომრებს. ასე რომ ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ.image- უკვე ცხელი სეზონია, თუ გაქვს დაგეგმილი, როგორ და ვისთან ერთად გაატარებთ ზაფხულს? - საზაფხულოდ ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ რათქმაუნდა დასვენებას მაგრამ ჯერ არ ვიცი სად წავალთ, აგვისტომდე კიდევ არის დრო რომ რამე მოიფიქროს ადამიანმა.
დიდი მადლობა ნუკას ასეთი უშუალობისა და ვრცელი ინტერვიუსთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მას პირად და კარიერულ ცხოვრებაში. imageimageimage




3
915
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
915
  
2015, 7 ივლისი, 15:54
ღიპი არ უშლიდათ. არ გვინდა ეს სიბრძნე -სიცრუისა
2015, 7 ივლისი, 13:24
საინტერესო სტატიაა როგორც ყოველთვის
ეს გოგო კი ნიჭიერი უზრდელია...
0 1 3