x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
6 ივლისს აღინიშნება ყველაზე რომანტიკული დღესასწაული - კოცნის მსოფლიო დღე
როცა ჩვენ ემოციებით ვივსებით - იქნება ეს ვნება, სინაზე, აღტაცება და რაღა თქმა უნდა - სიყვარული, ინსტიქტურად გვიჩნდება სურვილი ტუჩებით შევეხოთ ჩვენი სიყვარულისა და აღტაცების ობიექტს. ეს მისწრაფება დაიბადა და არსებობს მას შემდეგ, რაც წარმოიშვა კაცობრიობა. ადამიანები არამარტო კოცნიან ერთმანეთს ყოველ წუთს თუ წამს, არამედ კოცნას ხდიან ხელოვნების ნაწარმოებად, აწყობენ კონკურსებს და კოცნის დღესასწაულებსაც კი.

დღეს, 6 ივლისს აღინიშნება კოცნის მსოფლიო დღე, რომელიც პირველად ინგლისში დაარსდა, ხოლო ორი წლის წინ კი დაამტკიცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ტარდება ამ დღეს კოცნის კონკურსები, რომელთა მონაწილეებს შეუძლიათ მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები და პრიზები.


image


ამ დღესთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ რომანტიკული ფოტოგალერეა, სადაც ყველა სახის კოცნაა აღბეჭდილი: ნაზი, ვნებიანი, გამოსამშვიდობებელი, წამიერი, კინემატოგრაფიული... მოკლედ, დღეს პროგრამაშია კოცნა.



ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის ელიოტ ერვიტის მიერ გადაღებული არეკლილი კოცნა


image


ფოტოსურათი სერიიდან "კოცნის მოგზაურობა", რომელიც განახორციელეს შეყვარებულმა ფოტოგრაფებმა ქენდრიკ ბრისონმა და დევიდ ბრინკსმა. წყვილი მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და დროდადრო ფირზე აღბეჭდავდა კოცნის მომენტებს.


image


ელვის პრესლი კოცნის უცნობ გოგონას კონცერტის წინ


image


ჯონ ლენონი და იოკო ონო, ენი ლეიბოვიცის ფოტო


image



კოცნა წასული მატარებლიდან


image


ნორა ჯონსი და ჯუდ ლოუ ფილმში " ჩემი მელნისფერი ღამეები"


image


მარლონ ბრანდო და რიტა მორენა ფილმში "მომდევნო დღის ღამე"


image


ცნობილი სარეკლამო მანიფესტი United Colors of Benetton


image


კოცნა სენის სანაპიროზე, 1955 წელი, პარიზი


image


კოცნა ნეაპოლის ქუჩაში, 1960 წელი


image


კოცნა ვეშაპთან მექსიკის სანაპიროზე


image


კოცნის ყველაზე ცნობილი ფოტო მთელ მსოფლიოში. მეზღვაური და მედიცინის და ნიუ-იორკის ქუჩაში ზეიმობენ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას, 1945 წელი


image


ნოვოსელცევის და კალუგინას ვნებიანი კოცნა კინოფილმიდან " სამსახურებრივი რომანი"


image


კოცნა ფილმიდან "მოჩვენება"


image



ბრედ პიტის ცივი ემოცია ფილმში "გაიცანით, ჯო ბლეკი"


image


და ბოლოს, სახელგანთქმული მოქანდაკის ოგიუსტ როდენის ასევე სახელგანთქმული სკულპტურა "კოცნა"


image

3
88
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
88
  
2015, 6 ივლისი, 15:18
:* აი კოცნა შენ
0 1 3