x
image
beko777
ეთერ კაკულიას უკანასკნელი გზა (დაკრძალვის დეტალები + VIDEO-ექსკლუზივები)
imageბანალურია: - დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ალბათ ვიღაცისთვის ასეა, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი გზა არ აქვთ.


ეთერ კაკულიას გარდაცვალება თბილისის სტიქიის შემდეგ, საზოგადოებისთვის ყველაზე ცუდი ახალი ამბავი იყო, არ დარჩენილა გადაცემა, ტელევიზია, რადიო და ინტერნეტ-გამოცემა, რომელსაც ეთოსადმი სიყვარული თავისებურად არ გამოეხატა, არ დარჩენილა საზოგადოების ფენა, რომელსაც სამძიმარი არ ეთქვას... თითქოს ჩაიარა ყველაფერმა - ე.წ. ვალდებულება "პანაშვიდზე" მისვლის, სამძიმრის გამოხატვის, ქელეხის, სადღეგრძელოსი და მოფერების მინელდა, - დარჩა დიდი სიყვარული და ცხოვრების გაგრძელების დიდი სურვილი, მაგრამ... ეთოს გარეშე.


imageეთოს დაკრძალვა დიდუბის პანთეონში უნდა მომხდარიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით - პანთეონი დახურულია, მცდელობა არავის დაუკლია... ფაქტი ფაქტად დარჩა და სახალხო ადამიანი ახალ, ჯერ არ გახსნილ მახათას პანთეონში დაიკრძალება საბოლოოდ, სადაც მას ვაკის სასაფლაოდან გადავასვენებთ, სადაც ის ამჟამად მშობლების გვერდით დავკრძალეთ.


ქაშუეთში გადახდილმა სამოქალაქო პანაშვიდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ეთოსადმი საზოგადოების დიდი სიყვარული და რაც ყველაზე თვალში საცემი იყო - უბრალო, ჩვეულებრივი ქართველების ცრემლები, ალალი გრძნობები და სიყვარული სახალხო არტისტისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მარიაჟობა უყვართ და მითუმეტეს ქართველ პოლიტიკოსებს და სნობებს, ამ უბრალო ადამიანების წუხილი ყველაზე მეტად ჩანდა... ისინი არ მარიაჟობდნენ კამერების წინაშე, ისინი არ კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან და თავისთვის, ჩუმად დასტიროდნენ თავის წილ ეთოს...



imageქაშუეთის ეზოში დაბალ ხმაზე ეთოს სიმღერები ჟღერდა, ტაძრის პერიმეტრზე ეთოს 20 ცალი ულამაზესი ფოტო იყო გამოფენილი... თითოეული კადრის გადაღების ადგილი მახსოვს, დღეც, წუთიც და წამიც... ყველა ფოტო აქამდე გამოუქვეყნებელი ჩემი არქივიდან იყო, ჰო - მე, რომ ჟურნალისტი ვარ ეს კი, მაგრამ - ეთოსთვის მეგობარი... ამ ფოტოებზე ეთო ისეთი იყო, როგორიც იმ ხალხს უყვარდა, გულწრფელი ცრემლებით რომ დასტიროდა ტაძრიდან გამოსვენებულ დიდ ქალბატონს... რამდენიმე ცალმა ადამიანმა საჯაროდ გამკიცხა: - რატომ გამოაქვეყნე ეთოს უკანასკნელი სიტყვები ხალხისადმიო? - გულწრფელად გამეღიმა ამ საცოდავ რამდენიმე ცალ ადამიანზე, რომლებმაც ვერც კი გაიგეს - რა ძალა აქვს ეთოს უკანასკნელ მოფერებას, უკანასნელ პოზიტივს და უკანასკნელ გამოვლინებას მისი საყვარელი ქართველების მიმართ...


ოპერის თეატრამდე სასახლე მხრებით მივიტანეთ, რუსთაველის გამზირზე უკანასკნელად ჩაიარა ეთომ, ხალხი ჩერდებოდა, ბოლო ცრემლს ატანდა იმ ადამიანს რომლის ცოცხალ ხმას ვეღარასოდეს ვერ მოისმენდა...


imageვაკის სასაფლაოზე დავასვენეთ, სპეციალურად, დროებით მომზადებულ საფლავში (რადგან, როგორც გითხარით ცოტახანში მისი გადასვენება მახათას ახალ პანთეონში მოხდება), ვაჟა აზარაშვილმა ითხოვა პირველი სიტყვა და დიდი კომპოზიტორი დიდი სიყვარულით დაემშვიდობა დიდ ქალბატონს (წარმოგიდგენთ თაყვანისმცემლების მიერ სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეოს და ფოტო-კადრებს), მერე კი, როგორც წესია... ძმა, შვილი, რძალი... ადამიანები რომლებიც ეთოს ყველაზე, ყველაზე მეტად უყვარდა...


მერე იყო... სულის მოსახსენებელი სადღეგრძელო, იყო ბევრი უცხო ადამიანი... მაგრამ ეთოს ყველა უყვარდა, ნაცნობიც და უცხოც, ახლობელიც და შორებელიც... იყო უამრავი ისტორიის გახსენება, სასაცილო ისტორიის, მხიარული ამბების და ცოტამ, ძაალიან ცოტამ თუ იცოდა ამ პოზიტიური ქალბატონის - სევდა და ტკივილი... თუმცა ეს, უკვე წარსულია... ეთო გარდაცვლილია... ხსოვნა კი - მარადიული!


ეთოს მეგობარი - ბესო ჩუბინიძე

imageimageimageimageimage









0
2626
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
2626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0