x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ კითხვებზე უნდა შეგეძლოთ პასუხის გაცემა, ისეთ დიდ კომპანიებში დასაქმების მსურველებს, როგორებიც არის Apple, Adobe, Microsoft, Google და ა. შ.
გამოცანები


მსხვილი კომპანიები, სხვადასხვა სახის ლოგიკურ და ხრიკების შემცველ გამოცანებს

სთავაზობენ, მათთან გასაუბრებაზე მისულ, დასაქმების მსურველებს. ქვემოთ მოცემული გამოცანები, ინტერნეტში, თავად კომპანიებმა და იმ ადამიანებმა გაავრცელეს, ვინც გასაუბრებაზე იყვნენ ამ კომპანიებში.


გამოცანები:



1. თქვენ გყავთ 50 მოტოციკლეტი. თითოეულში 100 კმ-ის გასავლელი ბენზინი არის ჩასხმული.

კითხვა: რამდენად შორს შეგიძლიათ წასვალ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მოტოციკლეტი ერთ საწყის პუნქტში დგას?


2. თქვენ გაქვთ დიდი რაოდენობით წყალი და მხოლოდ ორი ჭურჭელი, რომლებშიც 5 და 3 ლ. წყალი ეტევა.

კითხვა: როგორ უნდა არწყათ 4 ლ. წყალი?


3. სახლს აქვს 4 კედელი და 4 ფანჯარა. ყველა ფანჯარა სამხრეთით არის.

ფანჯარაში დათვმა შემოიხედა.

კითხვა: რა ფერის არის დათვი?


4. ერთმა კაცმა განძის მოსაპოვებლად უამრავი განსაცდელი გამოიარა. ცოტა იარა, თუ

ბევრი იარა, საგანძურამდე მაინც მივიდა.

მაგრამ, ადგილზე მისულს, ორი კარები დახვდა. ერთი საგანძურისკე მიდიოდა,

ხოლო მეორე - მომაკვდინებელი ლაბირინთისკე. თითოეულ კართან მცველი იდგა,

რომლებმაც იცოდნენ საგანძურის მდებარეობის შესახებ. მათგან ერთი ყოველთვის

სიმართლეს ამბობდა, ხოლო მეორე, სულ იტყუება. ვიდრე საგანძურის მაძიებელი საჭირო კარს აირჩევს, ერთი კითხვის დასმის უფლება

აქვს რომელიმე მცველისთვის.

კითხვა: რა კითხვა უნდა დაუსვას მცველს, რომ საგანძულში მოხვდეს?


5. მეკობრეებმა გემის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. სულ 10 კაცი. ისინი ბნელ ოთახში

შეიყვანეს და თავზე ქუდები დაახურეს. ქუდები ორი ფერის იყო: წითელი და მწვანე, თანაბარი რაოდენობით. შუქი აანთეს. ეკიპაჟის თითოეული წევრი, ყველას ქუდს

ხედავდა, საკუთარი ქუდის გარდა. მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც საკუთარი

ქუდის ფერს გამოიცნობდა. დასმულ კითხვაზე მეზღვაურებს რიგ-რიგობით უნდა

ეპასუხათ.

კითხვა: როგორ უნდა ამოეცნოთ ეკიპაჟის წევრებს საკუთარი ქუდის ფერი? თუ მათ

მხოლოდ ქუდის ფერის თქმის უფლება ჰქონდათ.


პასუხები:


1. 100 კმ-ზე, რადგან ერთ ადამიანს, მხოლოდ ერთი მოტოციკლეტის მართვა შეუძლია.

2. უნდა ავავსოთ 5 ლ-იანი ჭურჭელი, გადავასხათ 3 ლიტრიანში. 5 ლ-იანში 2 ლ.

წყალი დაგვრჩება. 3 ლ-იანი ჭურჭელი დავცალოთ და მასში, დიდი ჭურჭლიდან გადავასხათ 2 ლ. წყალი. ისევ ავავსოთ 5 ლ-იანი ჭურჭელი და ამ წყლით

შევავსოთ 3 ლ-იანი. რადგან 3 ლიტრიანში 2 ლ. ისედაც იყო, მის შესავსებად, 1 ლ. წყალი იქნება საჭირო. ხოლო დიდ ჭურჭელში 4 ლ. წყალი დაგვრჩება.

3. თეთრი, რადგან სახლი ჩრდ. პოლუსზე მდებარეობს.

4. მას შეუძლია ნებისმიერ მცველს ჰკითხოს: “ რომელი კარი არის სწორი, მეორე მცველის აზრით?", თუ ის იმას შეეკითხება, ვინც სიმართლეს ამბობს, გაიგებს სად

მდებარეობს ლაბირინთის შესასვლელი, რადგან მატყუარა მცველი ყოველთვის იტყუება და მისთვის კითხვა, რომ დაესვა, საგანძურის მდებარეობის შესახებ. ის ლაბირინთის

კარს აჩვენებდა. ხოლო თუ ის კითხვას მატყუარა მცველს დაუსვამს, ისევ ლაბირინთის

კარის მდებარეობას გაიგებს, რადგან მატყუარა, ისევ მოიტყუება და იმას არ იტყვის, რასაც სინამდვილეში, სიმართლის მთქმელი მცველი იტყოდა.

5. პირველი ვისაც ფერს შეეკითხებოდნენ, დათვლიდა სხვის ქუდების ფერებს, თუ

მაგ., მწვანე კენტი იქნებოდა. მას წითელი ქუდი ეხურებოდა და ასე, ყოველი

შემდეგი დათვლიდა ქუდებს და უკვე დასახელებულ ფერებს.


0
484
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0