x
image
natia.a
ცნობილ ფილმებში არსებული ფარული მინიშნებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდით
კინო - ეს ძალიან საინტერესო და იდუმალი რამაა, რომელშიც ხშირად რეჟისორები ერთგვარ საიდუმლო გზავნილებს აკეთებენ, რითაც სხვა ფილმებზე, მულტფილმებზე, წიგნებსა თუ ფენომენებზე მოგვანიშნებენ. სტატიაში წარმოგიდგენთ პოპულარულ ფილმებში, მულტფილმებსა თუ სერიალებში აღმოჩენილ ამგვარ გზავნილებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ალბათ ვერ შეამჩნევთ, ან ყურადღებას არ მიაქცევთ...


1. "ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში"

image

ძველი ტაძრის კედლებზე შეიმჩნევა იეროგლიფები, რომლებიც ძალიან ჰგავს "ვარსკვლევურ ომებში" არსებულ რობოტებს R2-D2-სა და C-3PO-ს.



2. "სიმფსონები"

image

"სიმფსონების" ყველა პერსონაჟს ოთხი თითი აქვს. მხოლოდ მამა ღმერთსა და იესოს აქვთ 5 თითი.


3. "მექანიკური ფორთოხალი"

image

სტენლი კუბრიკმა რიცხვი "2011" გამოაჩინა მუსიკალურ მაღაზიაში, როგორც მინიშნება საკუთარ ფილმზე "2001 წელი: კოსმოსური ოდეისეა".

4. "ალადინი"

image

კარგად თუ დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ვეფხვი რაჯა ჯაფარის წყევლის მოშორების მომენტში მიკი მაუსის ყურებით ჩნდება.


5. "ფორსაჟი"

image

ხანის სრული სახელი ფილმში არის ხან სოლო, ისევე, როგორც "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის.


6. "ვარსკვლავური გზა"

image

"ვარსკვლავური ომების" რობოტი R2-D2 "ვარსკვლავურ გზაშიც" ჩნდება.


7. "ტრონი"

image

ფილმი "ტრონი" გადაღებულია Disney-ს სტუდიაში, ამიტომ ამ სცენის უკანა პლანზე ადვილი შესამჩნებია მიკი მაუსი.


8. "მატრიცა: გადატვირთვა"

image

"მატრიცაში" ზოგადად ბევრი მინიშნებაა ბიბლიაზე. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ტრინიტისა და მორფეუსის ავტომობილი, რომლის ნიშანი DA203 მიგვანიშნებს დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე 2:03: "სიზმარი დამესიზმრა და სულს მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა."



3
2552
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2552
  
2015, 4 ივლისი, 19:32
G–G
2015, 4 ივლისი, 17:11
აფსოლიტურად გეთანხმები
2015, 4 ივლისი, 15:38
მე მგონი, ყველაფერს ყურადღება რომ მივაქციოთ, სიამოვნებას ვერ მივიღებთ ნანახი ფილმებისგან. და ისედ, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი თითი აქვს სიმფსონს? მთავარი ის არის, რომ ძალიან კარგი საყურებელია.
0 1 3