x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოლიტიკოსების კურიოზული ფოტოები, რომლებიც ფოტოშოპითაა დამუშავებული
Photoshop-ი ადამიანებს აძლევს უნიკალურ საშუალებას, თუმცა ეს არ ანთავისუფლებს მათ პასუხიმგებლობისგან, განსაკუთრებით ეს შეეხებათ "ძლიერთა ამა ქვეყნისა"..პოლიტიკოსებს და ქვეყნის მეთაურებს.ხოლო საინფორმაციო სააგენტოების მიერ დამუშავებული და მსოფლიოში გავრცელებული ესა თუ ის ფოტოდოკუმენტი მათ ანეკდოტურ სიტუაციაში აგდებთ.



1-კიმ ჩენ ინი პეკტუს მთაზე-2015 წლის აპრილში თითქოს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დალაშქრა პეკტუს მთა, ყველაზე მაღალი მთა ქვეყანაში, თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს ფოტო ყალბია.უქუდოთ, იდეალური ვარცხნილობით და გაპრიალებული ფეხსაცმელებით მთის მწვერვალზე კორეის ლიდერი სასაცილოდ გამოიყუდება.image


2-ანას აბდულ- რაზაკ ნაიმას ფიცი-ეს ფოტო სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-მ გამოაქვეყნა, სადაც აღბეჭდილია რაზაკ ნაიმას ფიცი პროვინცია ჰამას გუბერნატორად არჩევის დროს 2011 წელს.თვალში საცემია არაპროპორციულობა, უზომოდ დიდი სკამები, ჩრდილების არარსებობა და ადმიანების არაპროპორციული დგომა.

image



3-ფოტოშოპი ეგვიპტურად-შეცვლილი ფოტო გამოაქვეყნა 2010 წელს ეგვიპტურმა გაზეთმა Eygpt`s Al-Ahram-მა.ორიგინალში ეგვიპტის პრეზიდენტი(ქვემოთა ფოტო) მარცხნივ ჩვენიდან, პოლიტიკური ლიდერების დელეგაციას ყველაზე ბოლოს მოყვება..ხოლო ფოტოშოპში(ზედა სურათი) იგი სათავეში დგას.

image


4-თვალშისაცემი ჩინური წარუმატებელი ფოტოშოპი.-ეს ფოტო განთავსდა ნინგუოს მერიის საიტზე, ქალაქის მერის შეხვედრა სამ სხვა პოლიტიკოსთან ერთად უხუცეს ადამიანთან.მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა, ფოტო კურიოზულადაა დამუშავებული.

4 მამაკაცი გოლიათებად მოჩანან ღრმად მოხუცებულთან შედარებით.

image



5-ჰილარი კლინტონი-Bloomberg Politic -მა ჰილარის თავი სხვა ტანს მიაბა, ამ ქალს იმდენად ხშირად უღებენ ფოტოს, რომ ყველამ ზეპირად იცის მისი ტანის პროპორციები..ასე, რომ ბრიყვული ფოტოშოპი ადვილად ამოსაცნობია.

image


6-"მფრინავი პოლიტიკოსები"-2011 წელს ჩინეთში სამი პოლიტიკოსოს ფოტო გამოჩნდა, რომლებიც "ჰაერში არიან დაკიდულები", დარღვეული ტანის პროპორციებიც.

image


7-ობამა ცოლთან ერთად..ვინაა მესამე?კიდევ ერთი უნიჭო Photoshop-ი.ამრიგად ამერიკელებმა "ივაჟკაცეს".

image



8-ბობ კაუფმანი ოჯახთან ერთად-2012 წელს წინაასარჩევნოდ კონგრესმენმა ბობ კაუფმანმა რესპუბლიკური პარტიიდან დაამზადებინა სარეკლამო პლაერი, სადაც ოჯახთან ერთადაა გადაღებული...თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა იგივე ფოტო, სადაც ძაღლია ჩამატებული, იოშკირის ტერიერი, რომელიც ოჯახმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეიძინა.როგორც ჩანს პოლიტიკოსმა ახალი ფოტოს გადაღებას არჩია Photoshop-ის სპეციალისტისთვის მიემართა.

image


9-გამოშვიდოებების ოფიციალური ცერემონია-2015 წლის მარტში ხელისუფლებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა 38 დაღუპული ჯარისკაცი, რომელებიც ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

სამი დღის შემდეგ მთავრობის ოფიციალურ საიტზე დაიდო ცერემონიის ამსახველი ფოტო, რომელიც ტრაგი-კომიკურად გამოიყურება.

image

2
1339
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1339
  
2015, 3 ივლისი, 16:25
კარგად ვიხალისე
2015, 3 ივლისი, 15:28
ძალიან კარგი იყო!
0 1 2