x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ ხედავენ ახალშობილები მშობლებს და მათ ემოციებს სინამდვილეში
ახალშობილის საწოლთან დახრილი და მომღიმარი მშობლების უმეტესობამ არ იცის, რომ მათი ბავშვი სინამდვილეში ვერ არჩევს ემოციებს და არც შორ მანძილზე ხედვა შეუძლია.


მეცნიერებმა ოსლოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან (ნორვეგია) და უპსალის უნივერსიტეტიდან (შვედეთი), ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 2-3 დღის ახალშობილები მონაწილეობდნენ.


აღმოჩნდა, რომ მაქსიმალური დაშორება, რომელზეც ახალშობილს შეუძლია თქვენი ემოციის (სიხარულისა და სიბრაზის) დანახვა, არის 30-48 სმ. 60 სმ-ზე მეტი დაშორებისას გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და პატარა სახესაც კი ვეღარ არჩევს.


ამ მონაცემების მისაღებად მეცნიერებმა გამოიყენებს ვიდეოჩანაწერები სახეებისა, რომელთა გამომეტყველება გამუდმებით იცვლებოდა. ჯერ ჩანაწერები მოზრდილებს აჩვენეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათზე ასახული ემოციები ადვილად გარჩევადი იყო.


შემდეგ კი იგივე ჩანაწერები ახალშობილებს აჩვენეს და ემოციების ცვლილებაზე მათი რეაქციის მიხედვით გაარკვიეს, ხედავდნენ თუ არა გამოსახულებას. აღმოჩნდა, რომ 30 სმ-ზე მეტი დაშორების დროს პატარების რეაგირება შემთხვევით ხასიათს ატარებდა, 30 სმ-ზე ახლოს მდებარე გამოსახულებაზე კი სწორი რეაქციების რაოდენობა იზრდებოდა.

image

პროფესორ სვეინ მაგნუსენის თქმით, ახალშობილებს დაბადების პირველივე დღეებიდან აქვთ მოზრდილების მიმიკის იმიტაციის უნარი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მათ ესმით სახის ამა თუ იმ გამომეტყველების მნიშვნელობა.


ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვემა პატარამ დაგინახოთ, უბრალოდ უფრო ახლოს დაიხარეთ მასთან.


0
429
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0