x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქართველები ერთსქესიანთა ქორწინებაზე! მომხრენი და მოწინააღმდეგენი: "მე წინააღმდეგი არ ვარ", "ასეთ ევროპაში არაფერი მესაქმება"
image
1015 წლის 26 ივნისიდან ამერიკის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, კანონი ძალაში სამ კვირაში შევა. ამ გადაწყვეტილებამდე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად ქვეყნის 36 შტატში იყო შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შტატებში 390000-მდე ერთსქესიანთა ქორწინება იყო რეგისტრირებული, 700000-მდე წყვილი კი ამ ფაქტის დაკანონებას ვერ ახერხებდა.

ამერიკის მთელს ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ქართველების მცირე ნაწილი ამ ყველაფერში ცუდს ვერ ხედავს, უმრავლესობა კი კატეგორიულად წინააღმდეგია. ამ სტატიაში კი გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობი ქართველების მოსაზრებებს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.image

საქართველოს პატრიაქი:"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა. ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი".

image


"მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა"-ირაკლი ღარიბაშვილი.image

"არ მესმის კონსტიტუციაში რა საჭიროა ამის ჩაწერა. არ ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუციაში ჩასაწერი საკითხია. ვისაც როგორც უნდა ისე შექმნას ოჯახი. მთავარია, სხვისი უფლებები არ შელახოს"-პარლამენტარი გოგა ხაჩიძე.image

"როცა ანტისდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინ აზრთა სხვადასხვაობა იყო. მე ამ კანონისთვის ხმა არ მიმიცია, ღილაკისთვის ხელი არ მიმიჭერია. მაგრამ ყველამ როცა მისცა ხმა, გუნდურობის პრინციპიდან გამოვედი. ჩემი ხმა არ იყო გადაწყვეტი. როცა გააზრებული არ გაქვს რაღაც, აკეთებ იმას, რაც გუნდს სჭირდება. შინაგანად მე მინდოდა, რომ ამ კანონისთვის ხმა არ მიმეცა. მაგრამ თუ ერთსქესიანთა ქორწინებაზე დაიწყებს საუბარს ჩემი გუნდი, ვიტყვი, რომ პიროვნულად ვაფიქსირებ "არას"! ამერიკელებმა თუ მისცეს ხმა, მე ამ კანონს, დიდი ასოებით, დაწერეთ, არაფრით მივცემ ხმას"-მსახიობი და პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი.image

"იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებაა დაშვებული, მე არაფერი მესაქმება"-ბიზნესმენი ლევან ვასაძე.image

"სახლში ვისაც რა უნდა ის ქნას.. არავინ არავის უვარდება.. მაგრამ კანონმდებლობით რომ გაგიფორმებენ აი მანდ მართლა ტანკით უნდა გამოხვიდე!!!"-ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი.image

"ამერიკამ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება და ბედნიერია. ღმერთმა არ მოგაკლოთ ეგ ბედნიერება თქვენ და გვაშოროს ჩვენ. მალე შექმენით ბავშვის გაჩენის მეთოდი უმშობლებოდ! ჩაკალით ყველანაირი პატივისცემა რელიგიისა და მშობლების მიმართ! ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ მანდ, ამერიკაში!!! ღმერთო, რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში", - ხატია სიჭინავა.image

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ცისარტყელას ფერებში გამოსახული ფოტო გაავრცელა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის ერთსქესიანთა ქორწინებას ემხრობა.image

გიორგი ქისტაურის პროფილის სურათი "ფეისბუქზე" უკვე რამდენიმე დღეა ცისარტყელას ფერებში ციმციმებს.image

"ამერიკა მზად არის ამ ყველაფრისთვის. პირადად მე არ ვარ წინააღმდეგი. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. საზოგადოება რამდენად მზად არის ვერ გეტყვით. მე არანაირი დისკომფორტი არ მექმნება"-მომღერალი ნინა წკრიალაშვილი.

0
1801
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0