x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
შემთხვევა ქუჩაში, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი დღის გმირად აქცია

image
პოლიტიკოსების მიმართ ყოველთვის ბევრი კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით კი საქართველოში. ბევრს კამათობენ მათ გარეგნობაზე, ჩაცმის სტილზე, პირად ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ზოგჯერ აქებენ კიდეც, მაგრამ ეს ძირითადად მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი დაუსრულებელი კრიტიკა იწყება. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარმოადგენს. პოლიტიკოსი დღეს ყურადღების ცენტრშია, თუმცა მისი მისამართით მხოლოდ კომპლიმენტები ისმის. მოქალაქე უჩა ხვედელიძე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე დღევანდელი შემთხვევის შესახებ წერს: "დილით სამსახურში რომ მივდიოდი სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირვს. მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ, სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სრაფად მომავალი ორი ტოიოტას ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი".

"უფრო ადრე ვერ მოვასწარი გადაღება ისე უცებ მოხდა. უკან რომ დგას იმ ტაქსიში ზის უკვე ბებო და წინ მარგველაშვილი ჯდება მანქანაში“-წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი და ფოტოსაც აქვეყნებს.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ბევრ კომპლიმენტს იღებს, მისი საქციელით სრულიად ერი კმაყოფილია. image

0
912
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0