x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცხრა პატარა ეშმაკობა იდეალური ვარცხნილობისათვის
image

თმა ქალის უმთავრესი ბუნებრივი სამკაულია და სრულებით არაა მნიშვნელოვანი მისი სიგრძე. მთავარია- მოვლილი თმები და სწორად შერჩეული ვარცხნილობა. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ცხრა პატარა ეშმაკობა იდეალური ვარცხნილობის მისაღებად. ეს არის უმარტივესი წვრილმანები, რომლებიც სასურველია ყველა ქალმა იცოდეს.



1. იდეალური "ცხენის კუდი"


imageimage
პირველ რიგში უნდა გააკეთოთ რეზინი "ბლითი". ამიასთვის ძველ წინდას მოაჭერით ბოლო და დაახვიეთ ის ბლითისმაგვარად. შემდეგ შეიკარით თმები რაც შეიძლება მაღლა და გაიკეთეთ "ცხენის კუდი". წამოაცვით კუდის ბოლოზე თქვენს მიერ გაკეთებული რეზინი და დაიწყეთ მასზე თმების შემოხვევა. როდესაც კუდის თავამდე ახვალთ, ხელით კოხტად შეასწორეთ თმები, რომ რეზინი არ გამოჩნდეს. ვარცხნილობა შეგიძლიათ თმის ლაქით დააფიქსიროთ.


2. ლამაზი კულულები ხუთ წუთში

image

იმისათვის, რომ კულულებმა მთელი დღე გაგიძლოთ, სველ თმებზე დაიტანეთ თმის დასაფიქსირებელი სპრეი, შემდეგ თმები დაყავით ნაწილებად, თითოეული ნაწილი დაახვიეთ ხელით და გაიშრეთ თმა ფენით. როცა ყველა ნაწილს დაახვევთ და გაიშრობთ, თმებს შორის მსუბუქად გაატარეთ თითები, თითქოს ივარცხნით თმას.


3. თმის სარტყელი

image

სანამ სარტყელს თმებზე გაიკეთებდეთ, დაახვიეთ მასზე თმები და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ. იდეალური ვაცხნილობა გარანტირებულია.


4. ორმაგი "ცხენის კუდი"

image

გაყავით თმები ზედა და ქვედა ნაწილებად. შეიკარით რეზინით ჯერ თმების ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ნაწილი და ხელით ლამაზად შეასწორეთ ვარცხნილობა.


5. უთხარით "არა" ჯიუტ თმებს

image

თუ გსურთ იდეალურად სწორი თმები გქონდეთ, აიღეთ ტუშის ჯაგრისი ან კბილის ჯაგრისი, რომლითაც უკვე აღარ სარგებლობთ, დაასხურეთ მას თმის ლაქი და ამ ჯაგრისით დაივარცხნეთ თმები.


6. მარტივად გასაკეთებელი ლამაზი ხვეულები

image

მარტივი ხვეულების გასაკეთებლად ახალდაბანილი სველი თმები აიწიეთ და მოაქციეთ თავზე გადაკრული რეზინის ქვეშ. გაიჩერეთ ასე მთელი ღამე. დილით მოიხსენით რეზინი, თმები არ დაივარცხნოთ, უბრალოდ გაატარეთ მასში ხელის თითები.


7. როგორ გამოვიყეონოთ თმის სამაგრები სწორად

image

იცოდით, რომ თმის სარჭი ასე უნდა გაიკეთოთ? მე-არა!



8. სპირალური თმის სარჭები

image

თუ თქვენ გრძელი მძიმე თმები გაქვთ, გამოიყენეთ სპირალური თმის სამაგრები, რომლებზეც შეძლებთ თმების დახვევას. ასე გაკეთებული ვაცხნილობა დიდხანს შეგინარჩუნდებათ.


9. მაღლა აწეული "ხენის კუდი"

image

იმისათვის რომ "ცხენის კუდი"მაღლა იყოს აწეული და თავი არ ჩაქინდროს, გამოიყენეთ თმის სამაგრები (ნევეძიმკები) მის დასამაგრებლად.



ამ უბრალო და მარტივი რჩევებით თქვენი ვარცხნილობა ყოველთვის ლამაზი იქნება და არ დაგჭირდებათ ყოველდღე სილამაზის სალონში დროისა და ფულის დახარჯვა.

2
2713
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2713
  
2015, 2 ივლისი, 17:55
ძალიან კარგი იყო, მადლობა
0 1 2