x
მეტი
  • 11.07.2020
  • სტატია:101399
  • ვიდეო:346669
  • სურათი:465316
მსოფლიო ისტორიის 7 უძლიერესი იმპერია- უძლიერესი იმპერიების მესამე და ბოლო ნაწილი!
მსოფლიოში ომი დასაბამიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება!
დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა უძიერესი იმპერიები.
ყველა იმპერიას ჰქონდა თავის აღმავლობის და დაცემის პერიოდი, ერთი იმპერია
რომ ეცემოდა ყოველთვის სხვა ახალი იმპერია ყალიბდებოდა და მსოფლიოს
ქვეყნებს სათავეში უდგებოდა...


პირველ სტატიაში გავეცანით მსოფლიო ისტორიის უძლიერეს იმპერიათა

ტოპ 10-ეულს, მეორე სტატიაში მომდევნო 5-ეულს.

ამჯერად სტატიას დავასრულებთ და მსოფლიო ისტორიის უძლიერეს


22 იმპერიიდან დარჩენილ 7 იმპერიასაც განვიხილავთ.


მოდი ვნახოთ ეს უძლიერესი იმპერიები, დასაბამიდან დღემდე:





1. იუანის დინასტია - 14 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



იუანის დინასტია იყო მონღოლთა დინასტია, რომელიც მართავდა ჩინეთს.

დინასტია როდესაც ჩამოყალიბდა, დაიწყო ლაშქრობა ჩინეთის წინააღმდეგ,

ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით.

პირველი ლაშქრობა 1211 წელს განხორციელდა მონღოლებმა დაანგრიეს

ჩინეთის დიდი კედელი და შეუდგნენ ჩინეთის დაპყრობას.

მათი მეორე ლაშქრობა 1215 წელს განხორციელდა. ამჯერად მათ აიღეს ქვეყნის დედაქალაქი ხანიბალიქი (პეკინი) და ბოლო მოუღეს ძინის დინასტიას.

მოგვიანებით ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა დედაქალაქი ყარაყუმიდან

პეკინში გადაიტანა. მონღოლი მართველი დასვა, მალე მან სამხრეთ ჩინეთის დაიპყრო

და გახდა მთლიანი ჩინეთის მმართველი.

ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილს ყუბილაი-ხანი ერქვა... ყუბილაი ხანი ჩინეთის

უძლიერესი იმპერატორი გახდა და ასევე იუანთა დინასტიის სათავე იყო,

ყუბილაი-ხანი 1295 წელს გარდაიცვალა!



image






2. ცინის დინასტია - 14.7 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


ცინის ხანის იმპერია, უკანსკნელი იმპერია იყო ჩინეთში.

ამ პერიოდში ჩინეთი საკმაოდ წარმატებული ქვეყანა იყო, ჩინელებმა კარგად

განავითარეს ვაჭრობა და იმპორტი, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე და განვითარებაზე

დადებითად იმოქმედა.

ჩაის პოპულარიზაციაში ჩინეთს ძალიან დიდი როლი უკავია. ჩაის საშუალებით

ჩინეთის ეკონომიკა 1/2 უფრო გაძლიერდა.

ჩინეთის იმპერია დღითი-დრე უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მათ დაიპყრეს:


ტიბეტი

ვიეტნამი

მონღოლეთი

ბირმა

თურქმენეთი


ეს ყველაფერი მოხდა ცინის ხანის პერიოდში, ჩინეთი გახდა უძლიერესი იმპერია,

აყვავდა და ყველაზე დიდი ტერიტორია დაიკავა დედამიწის სხვა ქვეყნებს შორის.


image







3. ომაიანების სახლიფოს იმპერია - 15 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


ომაინთა დინასტიის მმართველობა 661 წელს დაიწყო და გაგრძელდა 750 წლამდე.

მათ სატახტო ქალაქი გადაიტანეს სირიაში, დამასკოში.

ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი, მცირე აზია, შუა აზია და ჩრდილოეთი ინდოეთი. არაბთა სახალიფო ატლანტის ოკეანიდან კაშგარის მთებამდე გადაიჭიმა.

ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ენად გამოაცხადეს არაბული ენა.

VIII საუკუნეში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალური ძალა. გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა ამიერკავკასია, სადაც 736-738 წწ. ომაიანებმა მოაწყვეს დამსჯელი ექსპედიცია მურვან ყრუს მეთაურობით.

საბოლოოდ 750 წელს აბასიანთა მეთაურობით აბსიანელბმა დაამრცხეს ომიანთა

დინასტია და დაიწყო აბასიანთა პერიოდი!


image







4. ესპანეთის იმპერია - 19.4 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



ესპანეთის იმპერია შეიქმნა XV-საუკუნიდან და იარსება XIX-ე საუკუნემდე.

XV საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო კანარის კუნძულები და ტერიტორიები აფრიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე.

ესპანეთი გამოირჩეოდა, როგროც ერთ-ერთი აღმოჩენების ქვეყანა. ესპანელებმა

დაარსეს პირველი ესპანური ახალშენები კუნძულ ესპანიოლაზე (ჰაიტი).

კუნძულ ესპანიოლადან(ჰაიტი) ესპანეთი შეიჭრა მექსიკაში, კალიფორნიასა და

ფლორიდაში, მათ დაიპყრეს ეს მიწეები და გაბატონდნენ.

ფერნანდო მაგელანის ექსპედიციამ 1521 წელს მიაღწია კუნძულებს, რომელთაც შემდეგში ფილიპინების კუნძულები ეწოდა.XVII საუკუნის ესპანეთმა გააფართოვა თავისი სამფლობელოები წყნარ ოკეანეში, დაეუფლა მარიანასა და კაროლონის კუნძულებს. 1511 წელს დაარსდა ინდიელების საქმეთა საბჭო, რომელსაც ახალი ზღვისგაღმა ტერიტორიების მართვა-გამგეობა ევალებოდა. სპანეთის იმპერიაში დიდი გავლენით სარგებლობდა კათოლიკური ეკლესია, რომელიც მონაწილეობდა მმართველობაში. 1810 წლიდან დაიწყო ესპანეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის

მოპოვების პერიოდი, 1898 წელს კუბა გათავისუფლთა ესპანელთა ბატონობისაგან. ამავე წელს დასრულდა ფილიპინებზე ესპანელთა ბატონობა.


image







5. რუსეთის იმპერია - 22.8 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


რუსეთის იმპერია დაარსდა 1721 წელს, ხოლო დაემხო 1917 წელს.

1917 წელს რევოლუციის შემდეგ დამხობილ რუსეთის იმპერიაში დაიწყო

საბჭოთა კავშირის პერიოდი.

რუსეთი თავის იმპერიის პერიოდში მსოფლიო იმპერიებს შორის ყველაზე დიდი

მესამე იმპერია იყო. იმპერიების პერიოდში ჩამორჩებოდა დიდი ბრიტანეთის იმპერიას

და მონღოლეთის იმპერიას.

რუსეთის ტერიტორიებში შედიოდა ევრ-აზიის რამოდენიმე ქვეყანა და ტერიტორიები

ჩრდილოეთ ამერიკაში.XIX საუკუნისთვის რუსეთი, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო ფართობის მხრივ. ის მხოლოდ ბრიტანეთის და ცინის ჩინეთს ჩამორჩებოდა.


ისტორია: 1722-1723 წლებში პეტრე დიდმა ასტრახანიდან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ სახმელეთო და საზღვაო ლაშქრობების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა. 1723 წელსპეტერბურგის ზავით სპარსეთმა სცნო რუსეთის დაპყრობები კასპიის ზღვაზე. 1734 წელს პეტრე დიდის მემკვიდრეებმა კასპიის ზღვის სანაპიროები სპარსეთს დაუბრუნეს. პეტრე დიდი გარდაიცვალა 1725 წელს, მას ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. პეტრეს შემდეგ რუსეთში დაიწყო შიდაარეულობა, ქვეყნის სათავეში მმართველობის უნარს მოკლებული პირები იდგნენ.

რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768-1774 წლებში გაიმართა, რუსეთმა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში სძლია ოსმალეთს.1783 წელს რუსეთმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ქართლ - კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა.

1787-1791 წლებში რუსეთმა თურქეთთან ძლევამოსილი ომი გამართა.

რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ისარგებლეს პოლონეთის სისუსტით და პოლონეთ-ლიტვის ტერიტორიები გაინაწილეს. 1796 წელს გარდაიცვალა ეკატერინე II. რუსეთის იმპერიის ტახტზე ავიდა პავლე I. მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, 1801 წელს 11 მარტს შეთქმულებმა ის მოკლეს.

ასე და ამგვარად გრძელდებოდა რუსეთის იმპერისს აღმავლობა და დაღმავლობა....


image







6. მონღოლეთის იმპერია - 33 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


მონღოლეთის იმპერია შექმნა 1206 წელს ჩინგიზ- ყაენმა.

იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჩინგიზიდები. ყუბილაიმ (1260-1294 წწ.) 1271 წელს, მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა ხანბალკში. XIV საუკუნის დასაწყისში ფორმალურად აღსდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.


ისტორია: 1206 წელს თიმუჩინმა მიიღო ჩინგიზ-ყაენის ტიტული, გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33, 000, 000 კმ2[1] (მსოფლიო მიწის 22%-ი), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.მუნქეს მემკვიდრე იყო ყუბილაი (მართავდა 1260-1294 წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა იუანი.
1368 წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს.
1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.


image







7. ბრიტანეთის იმპერია - 33.7 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


ბრიტანეთის იმპერია იყო, ყველაზე დიდი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში.

1921 წელს მასში დაახლოებით 458 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა (დაახ. მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი) და 33 მილიონ კმ² ფართობი ეჭირა (დედამიწის მეოთხედი).

აყვავებული და გაძლიერებული ბრიტანეთის იმპერია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

დაიშალა, იმპერიიდან გამოსულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მიიღეს.



ისტორია: XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელსჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.


image






ამით დასრულდა მსოფლიო ისტორიის უძლიერესი იმპერიების განხილვა.

ჩვენ განვიხილეთ 22 უძლიერესი იმპერია....



დასასრული...



P.s. მეგობრებო და ძვირფასო მკითხველებო, სტატია არის თავიდან ბოლომდე ჩემს

მიერ ნათარგმნი, სტატიის სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის გამოყენებულია

wikipedia.


იმედია მოგეწონებათ!











2
3471
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3471
  
2016, 14 ივნისი, 0:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 13 ნოემბერი, 8:09
კი მეგობარო მომეწონა საინტერესოა!
0 1 2