x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გიორგი მარგველაშვილმა წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსში ჩასვა, ფული გადაუხადა"-რა მოხდა ტაბიძეზე?

image"პრეზიდენტმა გორგი მარგველაშვილმა წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსში ჩასვა, ფული გადაუხადა"-ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი უჩა ხვედელიძე სოციალურ ქსელში წერს.


"დილით სამსახურში, რომ მივდიოდი სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირს. მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა. ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ, სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სწრაფად მომავალი ორი ტოიოტას ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზეც მოსვლა კი ვერ მოვასწარი, "-წერს უჩა ხვედელიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

1
491
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
491
  
2015, 27 სექტემბერი, 15:36
ვაიმე....ავტირდი....რა ჯენტლმენი ყოფილა ჩვენი შემოულაწუნეეეეეეე
0 1 1