x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508485
ოთო ნემსაძე ცოლს გაშორდა (+სიყვარულის ისტორია)

imageოთო ნემსაძე საქართველომ პროექტ "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო. მომღერალმა უკრაინულ Voice-შიც მიიღო მონაწილეობა, მოგვიანებით კი პროექტ "ბრავოს" გამარჯვებული გახდა. დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალი დაქორწინდა. მისი რჩეული ქართველი თათა კუპრავა გახლდათ. გოგონა 10 წლის მანძილზე მერიკაში ცხოვრობდა. შემთხვევით პროექტ "ჯესტარში" ოთოს მოჰკრა თვალი, მოეწონა და "ფეისბუქზეც" დაამატა. წყვილმა ერთმანეთს მალევე გაუგო, თუმცა შეხვედრისა და რომანის გაბმის იმედი არცერთს არ ჰქონია. ერთ დღესაც თათამ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. წლების წინ დატოვებულ სამშობლოში კი მისი გიდობა ოთო ნემსაძემ იკისრა. ერთმანეთისადმი სიმპათიები პირველი დანახვისთანავე გაუჩნდათ, მეტიც, ამტკიცებენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, უბრალოდ გრძობების გაცნობიერებას დრო დასჭირდა. წყვილმა მთელი ზაფხული ერთად გაატარა, მეტიც მთელი საქართველო მოიარეს. მათ ბეთანიაში იქორწინეს. როგორც ამბობენ, ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, სტუმრები ღია ცის ქვეშ, მრგვალ მაგიდებთან ისხდნენ."ოთოს

თვალები და თმა მომეწონა. არ ვიცი, დღემდე რატომ მიყვარს. უპირველეს ყოვლისა, კეთილი და სამართლიანი ადამიანია. ჯვრისწერამაც ისე ლამაზად ჩაიარა, ძალიან მივიტანე გულთან. ძალიან კარგმა ადამიანმა დაგვწერა ჯვარი, თან, ისე დაგვარიგა, ისეთი რაღაცეები გვითხრა, ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, ისე ვიცხოვრებთ, ალბათ მილენიუმებს დავამახსოვრდებით"-გვიმბობდა თათა.

როგორც გაირკავა, ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გაუძლო. თათა ამერიკაში გაემგზავრა. მომღერალი სოციალურ ქსელში ძაღლთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით:"მე და ის. რომ არ გიღალატებს აი ის". მეგობრები მომღერალს გამძლეობას უსურვებენ და ურჩევენ "ცხოვრებას მიაწვეს".imageimageimage


0
1399
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0