x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ვარსკვლავები, რომლებიც ნარკოტიკის ზედმეტი დოზით დაიღუპნენ
ნარკომანია ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით.
ამ სენით მსოფლიოში მრავალი ადამიანი იტანჯება. წარმოგიდგენთ რამდენიმე “სელებრითს'', რომელთა სიცოცხლეც სწორედ ნარკომანიამ იმსხვერპლა.
1) ემი ვაინ­­­­­­­­­­ჰაუსი

imageნამდვილი ვარსკვლავობისთვის ყველაფერი ჰქონდა: შესანიშნავი ხმა, კარგი მსახიობური და კომპოზიტორული მონაცემები. 27 წლის ასაკში ბრიტანელი შემსრულებელი, ემი ვაინჰაუსი დაიღუპა. ის საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. ­როგორც ცნობილია, მის ლონდონურ აპარტამენტებში სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ემის ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს და პოლიცია გამოიძახეს. შემსრულებლის ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გატაცება ყველასათვის ცნობილი ფაქტია. ამის გამო მომღერალი არა ერთხელ მოხვედრილა სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, სახიფათო გატაცებას ემსხვერპლა ემი, თუ მისი დაღუპვის მიზეზი რამე სხვა გახდა.
2) ელვის პრესლი

imageერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი. მას ხშირად მოიხსენიებენ „როკ-ენ-როლის მეფედ“. გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. იგი ნაპოვნი იქნა სასტუმროს აბაზანაში, უგუნო მდგომარეობაში. მომღერალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის არითმია გახდა, შემდგომში დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ჭარბი რაოდენობით მიღებული ნარკოტიკი, მათ შორის კოდეინი, ვალიუმი და მორფინი გახდა.
3) კორი მონტითი

imageცნობილი კანადელი მსახიობი, დაიბადა 1982 წელს კანადაში ქალაქ კალგარში. ცნობილია ფინ ჰადსონის როლით, სერიალში „კლუბი“. გარდაიცვალა 31 წლის ასაკში, გარდაცვლილი იპოვეს ვანკუვერის სასტუმრო ოთახში. გარდაიცვალა ჰეროინის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად.
4) მერილინ მონრო


imageამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში. აღმოჩენილ იქნა ბრენთვუდის სასტუმროს საძინებელში. გამომძიებლების თქმით, 36 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზი იყო "მწვავე მოწამვლა" და "შესაძლო თვითმკვლელობა." ამათ გარდა კიდევ ერთი მიზეზი განიხილება. ეს არის - ნარკოტიკების ჭარბი დოზა.
5) უიტნი ჰიუსტონი

imageამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. რამდენიმე წლის წინ მსოფლიო შოკირებული იყო იმ ფაქტით, რომ 48 წლის ასაკში ეს უდიდესი მომღერალი, ბევერლი ჰილსის სასტუმროში, აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები და ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, ცოტა ხანში მაინც გამოაშკარავდა, რომ მომღერლის ოთახში უამრავი ნარკოტიკული საშუალება იყო ნაპოვნი.

0
2107
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0