x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეხედეთ ცხოვრებას იუმორით

თუ გაიღიმებით, მეგობრებს გაიჩენთ,

თუ მოიღუშებით - ნაოჭებს

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



ნუ იჩქარებთ შურისძიებას,

დაელოდეთ, თქვენს ნაცვლად, ამას ცხოვრება როგორ ლამაზად გააკეთებს.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



არანაირი ნალი არ მოგიტანთ ბედნიერებას და იღბალს,

ვიდრე მას “ჩლიქზე" არ მიიკრავთ და არ დაიწყებ “ხვნას", როგორც ცხენი

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



იმედგაცრუების თავიდან აცილების საუკეთესო საშვალება:

არასოდეს, არაფერს ელოდოთ სხვისგან

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



თუ თქვენ არავის უყვარხართ - ნუ ითხოვთ სიყვარულს.

თუ თქვენი არავის სჯერა - ნუ დაიწყებთ თავის მართლებას.

თუ თქვენ არავინ გაფასებთ - ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებთ.

ყველაფერს ჯობია, ჩაი დალიოთ ნამცხვრით და სხვებზე არ იფიქროთ.


შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



ნუ აწყეინებთ მას, ვისაც უყვარხართ.

ისინი ისედაც ცუდ დღეში არიან ამის გამო.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



იპოვეთ სიმშვიდე საკუთარ თავში,

სხვა ყველაფერი, თავად გიპოვით.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



მოიწყეთ განტვირთვის დღე,

თავს ნუ დაიტვირთავთ უარყოფითი აზრებით.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



თუ ორმოს გითხრიან - ხელი არ შეუშალოთ!

დაასრულებენ თხრას და აუზს გაიკეთებთ.

თუ ზურგს უკან, თქვენზე ჭორაობენ და გაფურთხებენ

- იამაყეთ ამით, თქვენ მათზე წინ ხართ

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



თუ ვინმე მოატყუეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ჭკვიანი ხართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გენდობიან, ვიდრე ამას იმსახურებთ.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



არ აქვს აზრი, ისეთი ადგილის მოძებნას, სადაც თავს კარგად იგრძნობთ.

აზრი აქვს იმის სწავლას, რომ თქვენთვის კარგი სიტუაციის შექმნა,

ნებისმიერ ადგილზე შეგეძლოთ

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



მამაკაცის ლოგიკა სწორია,

მაგრამ, ქალის - უფრო საინტერესოა.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



თქვენ თუ ცუდად გრძნობთ თავს, ძლიერ ჩაეხუტეთ კატას.

ამის შემდეგ, მარტო თქვენ არ იგრძნობთ თავს ცუდად.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით

ამ ქვეყანაზ, ყველაფერი შესაძლებელია,

უბრალოდ, შეუძლებლის შეძლებას, უფრო მეტი დრო ესაჭიროება.

შეხედეთ ცხოვრებას იუმორით



1
181
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
181
  
2015, 1 ივლისი, 17:09
დიდი პოზიტივი
0 1 1