x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დასახელდა 9 ავტომობილი, რომლის ავარიასაც მსხვერპლი არასოდეს მოჰყოლია
აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტმა(IIHS)
შეისწავლა ამერიკის გზებზე მომხდარი ავტოავარიების სტატისტიკა ბოლო 4 წლის მანძილზე და გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომლის ავარიასაც მსხვერპლი არასდროს მოჰყოლია და ავტომობილები, რომლის ავარიასაც მსხვერპლთა ყველაზე მეტი რაოდენობა მოჰყვა.


IIHS-ის კვლევამ დაამტკიცა ის მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია ავტომობილი, მით უფრო უსაფრთხოა.რეიტინგში უმეტესობა ყველგანმავალი ჯიპები მოხვდა.


აშშ-ს სადაზღვევო ინსტიტუტის მონაცემებით ავტოავარიებმა ფატალური შედეგით ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრად იკლო.შემცირებულია თითქმის ერთი მესამედით.ექსპერტების აზრით ეს გამოწვეულია ძირითადად თანამედროვე ავტომობილების უფრო დახვეწილი უსაფრთხო კონსტრუქციით და ტექნოლოგიით.

თუ ავტომობილების კონსტრუქცია ისეთივე იქნებოდა როგორც 1985 წელს ამერიკაში ყოველწლიურად 7700 ადამიანით მეტი დაიღუპებოდა აღნიშნავენ ექსპერტები.



მაშ ასე: ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაში მოხვდნენ:1)Audi A4 4WD 2) Honda
Odussey 3) Kia Sorento 2wD 4) Lexus RX 350 4WD.5) Mersedes-Benz GL 4WD.6) Subaru
Legacy 4WD.7) Toyota Highlander Hybrid 4WD. 8)Toyota Sequola 4WD.9) Volvo
XC90 4WD.
image
რაც შეეხება ყველაზე სახიფათო ავტომობილებს, ლიდერობს Kia Rio.ამ ავტომობილის ავტოავარიას 149 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.მას მოჰყვებიან:Nissan Versa (Tiida) — 130 და Hyundai Accent — 120.
image



5
4218
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4218
  
2017, 18 ივნისი, 10:31
მსგავსი ტიპის სტატიები საკმაოდ კარგი და სასარგებლოა, მაგრამ ამ კვლევების შედეგებს მე პირადად ვერ დავეთანხმები, რადგან AUDI A4-ისა და SUBARU LEGACY-ის ავარიებიდან (სამწუხაროდ ჩემთვის ნაცნობი) რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, შესაბამისად უფრო ზუსტი ინფორმაციები თუ იქნება, ან მარკები წლების მიხედვით (თუ რა თქმა უნდა რომელიმე წლის მოდელი განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმებით არაა აღჭურვილი) არ იქნება ურიგო.
2015, 8 ივლისი, 22:34
ძალიან კარგი სტატიაა. საქართველოში ამ მხრივ იმდენად კატასტროფული ვითარებაა, რომ ყველა უნდა აიძულო მხოლოდ ამ მარკის ავტომობილები შეიძინონ !
2015, 1 ივლისი, 20:12
საინტერესო ს ტატიაა, ჩემი აუდი "რულამს". :)))
2015, 1 ივლისი, 15:21
ნამდვილად .....მადლობა
2015, 1 ივლისი, 15:19
სტატია მომეწონა. ეს კარგი ინფორმაციაა მათთვის, ვინც ავტომობილის ყიდვას აპირებს.
0 1 5