x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ინფორმაცის დამგროვებელი მოწყობილობები

დისკი

HDD Disk- ერთ-ერთ მთავარ მოწყობილობას წარმოადგენს ინფორმაციის მაგნიტური დამგროვებელი. რომელიც არის აგრეთვე ენერგო დამოუკიდებელი, მასზე შეგვიძლია ჩავწეროთ სისტემა და სხვადასხვა იმფორმაცია. ამ მოწყობილობას მიეკუთნება მყარი დისკი. იმისდა მიხედვით თუ რამეთოდით ხდება იმფორმაციის შენახვა, იმფორმაციების დამგროვებლებად შეგვიძლია დავყოთ მექანიკურ, მაგნიტურ, ოპტიკურ, ოპტიკურ მაგნიტურ და ფლეშ დამგროვებლებად. მექანიკური დამგროვლებლები გამოიყენებოდა პირველ კომპიუტერში (EGM) ENIAK-ში ისინი პერსონალურ კომპიუტერებს არ მოსწრებიან. მაგნიტურ დამგროვებლებს მიეკუთნება მყარი დისკი და ფლოპ დისკეტები. პირველი მყარი დისკი კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა 1956 წელს, მას ერქვა RAMAC 305. 350 ასეთი მოწყობილობა ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული და მოიცავდა დაახლოებით 4, 4MB. 1961 წელს შექმნეს გაუმჯობესებული ვერსია რომელსაც მოცულობა ჰქონდა 24MB, იმფორმაციის გადაცემის სიჩქარე 90000 სიმბოლო წამში და მისი ფასი 120000$-ს შეადგენდა. HDD(Hard driver disk) ეს სახელი წამოვიდა IBM3340 დან რომელიც გამოვიდა 1973 წელს მას ქონდა ორი ცალი 30MB ვინჩესტერი. HDD მისი დისკები დამზადებულია სპეციალური მეტალებისა და მინისაგან ზედაპირი კი დამუშავებულია ნანომეტრული სიზუსტით. იგი დაფარულია თხელი ქიმიური ფენით. ამ ნივთიერებას აქვს თვისება, დამაგნიტების გარკვეული წესით იგი, ამ მაგნიტობას ინახავს გარკვეული ხნით. შეიძლება შიგნით იყოს ერთი ან რამოდენიმე დისკი. დისკი დამაგრებულია პატარა ზომის ელექტრულ ძრავზე რომელიც დისკს ატრიალებს დიდი სიჩქარით. ლითონის გარშემო მოძრაობს ელექტრონული თავაკი, რომლის თავზეც დამაგრებულია ელექტრო-მაგნიტური გულა. მიკროსკოპილი გულა მაგნიტდება დენის მიწოდებისას. იგი დისკის ზედაპირთან ძალიან ახლოს იმყოფება მაგრამ მას არ ეხება. მოძრაობისას იგი თავისი ელექტრონული გულით წარმოქმნის სხვადასხვა პოლარობის მაგნიტურ წერტილებს და აღიძვრება ძაბვა პლიუსი ან მინუსი. რომელიც გადაეცემა კონტროლერს და გარდაქმნის 1 ან 0 შემდეგ გადასცემს დედა პლატას. კონტროლერი აგრეთვე განსაზღვრავს თუ საიდან რომელი მიმართულებით უნდა გადავიდეს თავაკი. თავაკის წვეროს ამოძრავებს მიჯური ან ელექტრო მაგნიტი (დღეს-დღეობით გამოიყენება ელექტრო-მაგნიტი).


წრე ხაზს რომელსაც თავაკი ამაგნიტებს ბილიკი ეწოდება. თავაკი შეავსებს ერთ ბილიკს შემდეგ იგივე კუთხის ბილიკს დისკის ქვედა მხრიდან და შემდეგ გადაადგილდება მეორე ბილიკზე. ბილიკების სიგანე მიკრო განზომილებებშია და დისკს ზედაპირზე 200000-ზე მეტი ბილიკი აქვს. იმისათვის რომ გაიზარდოს მყარი დისკის ტევადობა და ჩაწერის სიჩქარე მწარმოებლები ამცირებენ ბილიკებს შორის მანძილს. ზოგადად მყარ დისკში ვაკუმი არ არის, აქვს წვრილი ხვრელები ჰაერის შესასვლელად და უყენია ბარომეტრული ფილტრი, რომ არ მოხდეს მტვრის ნაწილაკების შეღწევა. დისკების ტრიალის დროს ჰაერი ქვეშიდან უდგება თავაკს და იგი დისკის ზედაპირს არ ეხება დღეს-დღეობით არის ბევრი ფირმა რომელიც აწარმოებს მყარ დისკებს. მაგრამ ძირითადი მწარმოებლოებლები მაინც ესენი არიან: Seagate, IBM, Maxtor, Western Digital, Samsung, Toshiba, Hitachi.


მყარი დისკის ძირითადი მახასიათებლებია: ტიპი, ინტერფეისი, მოცულობა, დისკის ბრუნთა რიცხვი, ქეშ მეხსიერება და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე.


ტიპი- იმფორმაციის
მუდმივი დაგროვებისთვის გამოიყენება ორი ტიპის
დისკი. მაგნიტური (HDD Disk) და Flash Driver (SSD - Solid State Drive). პირველი მათგანი სპეციალურ დისკს იყენებს და მასზე დამაგნიტების გზით წერს იმფორმაციას. SSD იმფორმაციას სპეციალურ ჩიპებზე წერს, მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას გააჩნია მეტი სიმტკიცე და იმფორმაციის ჩაწერის მაღალი სიჩქარე იგი უფრო მცირე ზომისაა და ძირითადად გამოიყენება ნოუთბუქებში. არის უფრო მობილური მისი შეერთება შეიძლება, როგორც USB ასევე SATA და PCI პორტებზე.


HDD Disk ორი სახისაა IDE-ATA(P-ATA) და SATA SerialATA. IDE
მოძველებულია მისი სისწრაფეა 133მგბ წამში, SATA-ს სიჩქარე წამში 150მგბ წამიდან იწყება, SATA2 300მგბ წამში, SATA3 600მგბ წამში, SCSI SAS 640მგბ წამში და Serial Atached SCSI 12000მგბ წამში.
მოცულობა- დღისთვის არსებობს 320GB დან 3TB. SSD 128GB, 256GB და
1TB.

ქეში ანუ ბუფერის ზომა მყარ დისკში ჩამონტაჟებული ენერგოდამოკიდებული მეხსიერებაა განკუთნილია მონაცემთა ცვლის შესასრულებლად მყარ დისკსა და ოპერატიულ
მეხსიერებას შორის.დღეს-დღეობით გვაქვს 16-128მბ მოცულობა.


მყარი დისკის სისწრაფეს განსაზღვრავს სხვა მახასიათებლებთან ერთად დისკის ბრუნვა წუთში. სტანდარტულად გვხვდება RPM, Notebook-ში 5400 და Desktop-ში 7200 ბრუნვა ასევე არი 10000 ბრუნიანიც, თუმცა იშვიათია. სერვერულზე 10000 და 15000 ბრუნი წუთში.


Transfer RATE- თანამედროვე მყარ დისკებს გააჩნია 45-75მგბ წამში (შინაგანი ზომისთვის) და 60-115მგბ წამში (გარე ზომისთვის)


სტანდარტული მყარი დისკების ზომა 3.5 დიყმია. Notebook-სათვის 2, 5 დიუმი.


SSD - არამექანიკური დამმახსოვრებელი მოწყობილობა. რომელიც შედგება მართველი კონტროლერისა და მეხსიერების მიკროსქემებისაგან. მას ჩვეულებრივი ფლეშკისგან განსხვავებით გააჩნია სპეციალური პროცესორი (ECC-შეცდომების გასწორების კოდის მხარდაჭერა) მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად კიდევ პლიუსი არ გამოსცემს ხმას. ძებნის დრო გაცილებით ნაკლებია. მინუსებია: გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის ჩაწერა წაკითხვის ციკლი ფასი თვითვეულ გეგაბაიტზე ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივ მყარ დისკზე. SSD ში გამოყენებული ინსტრუქციები აძნელებენ იმფორმაციის აღდგენას. კონტროლერები და იმფორმაციის შემცველი ჩიპები ერთ პლატაზეა მოთავსებული ამიტომ ძაბვის ცვალებადობისაგან დაზიანებისას ზიანდება მთლიანი მოწყობილობა.


SSHD - ეს არის
ჩვეულებრივი მაგნიტური მყარი დისკი რომელსაც დამატებული აქვს რამოდენიმე გეგაბაიტი ფლეშ მეხსიერება (დღეს-დღეობით არის 8გბ) რეალურად ეს მოწყობილობა
წარმოადგებს მეორე დონის მოწყობილობას ჩვეულებრივი მყარი დისკისთვის. ამდროს ხდება ხშირად გამოყენებადი ძირითადი იმფორმაციების შენახვა რომელიც ქეშის ვარიანტში გვევლინება. მყარ დისკთან მიმართვის შემთხვევაში პირველ რიგში მიმართვა ხდება ქეშ მეხსიერებასთან თუ აქ არი იყო საჭირო იმფორმაცია მიმართავს მეორე დონის ქეშ მეხსიერებას.


იმფორმაციის დამგროვებლები რბილ დისკზე


FLOPPY DRIVER- მასში გამოიყენება 3, 5 დიუმი დიამეტრის რბილი მაგნიტური დისკები მასზე ეტეოდა 1, 44MB იმფორმაცია. ძირითადად აღინიშნებოდა A გვერდით. ძირითადად გამოიყენებოდა ჩატვირთვისა და ოპერაციული
სისტემის გასაშვებად. (ZIP DRIVER ).


ODD OPTICAL DRIVER- მონაცემთა ჩაწერა წაკითხვა ხდებოდა ლაზერის საშცალებით ძირითადად ხმარებაშია CD and DVD. CD არის 700MB მოცულობის ხოლო DVD უნივერსალური დისკი 4.7 და 8.5. არსებობს დიაკი R ერთჯერადი ჩაწერისთვის და RW მრავალჯერადი. დღეისათვის შემდგომი განვითარება ლაზერული დისკის არის Blue-Ray მოწყობილობა მისი დისკების მოცულობა იწყება 25GB-დან. ზოგადად არსებობს ორფენიანი Dual layer და ორმხრივი Duble-Side რომლებიც გამოირჩევიან გაორმაგებული მოცულობით.


FLASH DRIVER- USB მეხსიერების მოწყობილობა პატარა ზომის ხელმისაწვდომი, იაფი, პორტაბელური და კომფორტული საშუალებაა, ფაილების დასამახსოვრებლად და ერთი
კომპიუტერიდან სხვადასხვა კომპიუტერებზე გადასატანად.


NETWORK DRIVER- ქსელში გამოყოფილი სივრცე რომელის გამოიყენება იმფორმაციის შესანახად.


1
542
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა ორმოცაძე
გოჩა ორმოცაძე
542
  
2015, 30 ივნისი, 14:46
გოჩა აუცილებლად დაადეთ ფოტო სტატიებს თუ არადა დაგებლოკებათ სტატიები
0 1 1