x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94872
  • ვიდეო:342602
  • სურათი:456920
მსოფლიო ისტორიის უძლიერესი იმპერიები (ტოპ 10) - I ნაწილი

მსოფლიოში ომი დასაბამიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება!

დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა უძიერესი იმპერიები.

ყველა იმპერიას ჰქონდა თავის აღმავლობის და დაცემის პერიოდი, ერთი იმპერია

რომ ეცემოდა ყოველთვის სხვა ახალი იმპერია ყალიბდებოდა და მსოფლიოს

ქვეყნებს სათავეში უდგებოდა...


მოდი ვნახოთ ეს უძლიერესი იმპერიები, დასაბამიდან დღემდე:



1. მაურიას იმპერია - 5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


მაურიას იმპერია ანტიკურ ინდოეთში, რკინის ხანის პერიოდში გეოგრაფიული

ფართობით ერთ-ერთი უძლიერესი და დაუმარცხებელი სახელმწიფო იყო.

ქრისტეს შობამდე 322-185 წლებში იმპერიას მაურიანთა დინასტია მართავდა.

იმპერია წარმოიშვა ინდოეთის სუბკონტინენტის ინდო-განგის მმართველის, მაგადას

პერიოდიდან.

იმპერიის დედაქალაქი იყო პათალიპუთრა (დღევანელი პათნა).

იმპერია შეიქმნა ჩანდრაგუფტა მაურიას მიერ ნანდას იმპერიის განადგურების შედეგად.


image



2. ოსმალეთის იმპერია - 5.2 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


ოსმალეთის იმპერია ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთი — სუნიტურ ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.

ოსმალეთის იმპერია შუა საუკუნეების პერიოდის უძლიერეს სახელმწიფოდ

ითვლებოდა, იმპერიის განკარგულებაში შედიოდა კონსტანტინოპოლი და რომიც.


image





3. მაკედონიის იმპერია - 5.2 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



მაკედონია არის ოდითგანვე უძველესი სახელმწიფო.

მაკედონიის იმპერია მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

დასავლეთიდან მას ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკიას სამეფო, ხოლო სამხრეთიდან თესალია.

მაკედონიის იმპერიის გაძლიერებაში პირველი როლი ფილიპე II-მ ითამაშა,

ფილიპე II-მ ომში დაამარცა ათენელები და სპარტელები, რის შედეგადაც იმპერია

ბერძნული სამყაროს დომინანტ სახელმწიფოდ გადაიქცა.

ფელიპეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერიას სათავეში მისი მემკვიდრე, ალექსანდრე

დიდი ჩაუდგა. ალექსანდრე დიდის იგივე მაკედონელის მეფობის დროს, მაკედონიის იმპერია დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდა. მათ დაიპყრეს მთლიანად

საბერძნეთი სპარტას გამოკლებით, დაიპყრეს სპარსეთის იმპერია და შეიჭრნენ ინდოეთშიც.

ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ მაკედონიის იმპერია დაიშალა და

უძლიერესი იმპერიის სტატუსიდან რომის პროვინციამდე ჩამოქვეითდა.


image




4. აფშარიდების დინასტია - 5.3 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)



image


აფშარიდების დინასტიის წარმოამდგენლები იყვნენ ძირითადად აფშარების ტომიდან.

აფშარიდების დინასტია მართავდა ირანს XVIII საუკუნეში.

აფშარიდების იმპერიის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა ნადირ შაჰმა,

რომელიც ირანს მართავდა და შემდეგში უკვე აფშარიდების იმპერია ჩამოაყალიბა.

აფშარიდების იმპერიაში აგრეთვე შედიოდა კავკასიის სხვადასხვა ქვეყნები,

რომლებიცა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ იმპერია გაიყო ორ ნაწილად და ნელ-ნელა

დაიშალა.


image






5. ტანის დინასტია - 5.5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


სუის დინასტიის ჩამოვარდნის შემდეგ, ტანის დინასტია ჩამოყალიბდა.

ტანის დინასტიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა იმპერატორმა ტეიზონგმა,

რომელსაც ჩინეთის ისტორიის ყველაზე ცნობილ იმპერატორებს შორისაც

მოიხსენიებენ.

ტანის მმართველობის პერიოდში ჩინეთი ერთ-ერთი უძლიერესი აზიის იმპერია იყო.

ჩინეთს დიდი ზეგავლენა ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებზე და მათგან ბეგარასაც

იღებდა. საბოლოოდ როგორც სხვა დინასტიები ტანის დინასტიაც მალევე დაიშალა.


image





6. ოქროს ურდო - 6 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image



სახელმწიფო შეიქმნა XIII საუკუნის შუა წლებში, ქალაქ ვოლგაზე, ბათუ-ჰანის

მმართველობის პერიოდში.

ოქროს ურდოს ცენტრი იყო სარაი-ბათუ ანუ ბათუს სასახლე.(ახლანდელი ასტრახანის მახლობლად)

ოქროს ურდო იყო არამყარი სახელმწიფო, მოსახლეობა ძირითადად შედგებოდა ბულგარელებისგან, მორდეველებისგან, რუსებისგან და ბერძნებისგან.

ოქროს ურდოს შუა საუკუნეებში დიდი ტერიტორიის მმართველი იყო, მაგრამ

ბათუ-ჰანის გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიშალა, დაშლილი მიწებიდან

წილი შეხვდა პოლონეთს და ლიტვასაც.


image





7. ჰანის დინასტია - 6.5 მილიონი (კავდრატული კილომეტრი)


image


ქრისტეს შობამდე 220 წლიდან 206 წლამდე ჰანის დიანსტია დიდ ჩინეთს განაგებდა.

ჰანის დინასტია იყოფოდა ორ ნაწილად: უფროსი (დასავლეთი), უმცროსი (აღმოსავლეთი).

ჰანის დინასტია იმპერატორ ლიუს მიერ იყო შექმნილი.

ჰანის დინასტია ჩინეთის კულტურის მწვერვალზე იყო, დღემდე ჩინეთში შეგვხვდება ისეთი ადამიანები რომლებიც დღესაც ამბობენ,

რომ "ჩვენ ჰანის ხალხი ვართ,

ჩვენ სახლემწიფოს ჩინეთი არა, ჰანის სახელმწიფო ჰქვია".


image






8. მინის დინასტია - 6.5 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


მინის დინასტიაც იყო ჩინეთის იმპერატორთა დინასტია, როგორც ჰანი და ტანი.

დინასტია დაარსა ჯუ იუანჯმა მონღოლური დინასტიის, იუანის დამხობის შემდეგ.

დინასტიას მართავდა ეთნიკური ჩინელი მმართველები.

ჯუ იუანჯი 31 წლის განმავლობაში მინის დინასტია მმართველი იყო...

მან გააძლიერა ფეოდალური მონარქია და სიკვდილით დასაჯა რამოდენიმე

აჯანყებული და ვეზირი, ამ საქციელებით ის იმპერატორობისკენ მიიწევდა, მაგრამ

1644 წელს გლეხების აჯანყების შედეგად მინის დინასტია დაემხო.


image






9. სასანური იმპერია - 6.6 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


სასანიანთა იმპერია ჩამოყალიბდა ირანში.

პაპაკის შვილმა არდაშირ I-მა დაამარცხა უკანასკნელი პართელი მეფე არტაბან V და თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ რიგ ოლქებზე, რომლებიც ადრე პართიიდ სახელმწიფოში შედიოდა.

სასანიანთა იმპერია ჰეგემონიას აგრძელებდა დღევანდელ სომხეთში, ალბანეთში,

თურქეთში, ავღანეთში და არაბეთში.

451 წელს მოხდა დიდი აჯანყევა მეფე ვახტანგ გორგასალის მეთაურობით,

ერთობლივი ბრძოლა გაიმართა სასანიათა ირანის წინააღმდეგ, რომელშიც

გაერთიანდნენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, იბერია და ალბანეთი.

საბოლოოდ სასანიანთა ირანს უკვე ძალა გამოეცალა და ამით ისარგებლა

ისლამის პირველმა მიმდევარმა ქვეყანამ არაბეთმა.

ამ უკანასკნელმა სასანიანთა ირანი გაანადგურა.


image





10. იაპონიის იმპერია - 7.4 მილიონი (კვადრატული კილომეტრი)


image


იაპონიის იმპერიამ აღმოსავლეთ აზიაში დაიპყრო შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ

კორეა, ჩრდილოეთ კორეა, ტაილანდი, ინდონეზია, ფილიპინები, ვიეტნამი, ტაივანი

და ჩინეთის მანჯურია.

ზუსტად ამ სახელმწიფოებისგან შედგებოდა უძლერესი იაპონიის იმპერია.

1868 წლიდან 1945 წლამდე იმპერია ევროპის ქვეყნების შემდეგ უძლიერეს

სუპერ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

მაგრამ სუპერ-სახელმწიფოს (ზე-სახელმწიფო) სტატუსი მეორე მსოფლიო ომში

დამარცხების შედეგად დაკარგა.

ზე-სახელმწიფოს ტიტულის დაკარგვაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, როდესაც

იაპონიის ორ ქალაქში, ჰიროშიმასა და ნაგასკიზე ატომური ბირთვული იარაღები

გამოყენებულ იქნა.


image





გაგრძელება იქნება!


მომდევნო სტატიაში თქვენ ნახავთ მსოფლიო ისტორიის კიდევ 14 უძლიერეს იმპერიას!





























6
3223
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
3223
  
2015, 30 ივნისი, 21:29
მადლობა... შენნაირი კარგი მეგობარი რომ ეყოლება ადამიანს დამიჯერე ყველაფერს გააკეთებს
2015, 30 ივნისი, 21:06
სუპერ! გამახსენდა როგორ იწყებდი სტატიების წერას და უკვე ერთერთი საუკეთესო ხარ. ძალიან მიხარია... გავაზიარე რა თქმა უნდა.
2015, 30 ივნისი, 15:45
მადლობაა.....:*
2015, 30 ივნისი, 15:43
აღფრთოვანებული ვარ
2015, 30 ივნისი, 15:27
გეთანხმები..ისტორია კარგადაა აღწერილი
2015, 30 ივნისი, 13:48
ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებისთვის
0 1 6