x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
დატუქსეს თუარა კალაძე სტიქიის დროს აქტიურობისათვის- რას აცხადებს გელბახიანი






imageimage



imageიურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში კახი კალაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ვიცე პრემიერის მიერ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილმა აქტიურობამ, ნათელი გახადა, რომ კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს:

-„ამ სტიქიამ საზოგადოების თვალში მოსახვედრად გამოიტანა ეს თემა. კალაძე ტალახიან ჩექმებში იჯდა ხალხთან ერთად და მთავრობის სხდომაზეც კი არ დადიოდა. მთავრობის წევრები კი ჰალსტუხებში გამოპრანჭული მიდიოდნენ და ზემოდან უყურებდნენ სამუშაოებს. აშკარა გახდა, რომ კალაძესა და მთავრობის დანარჩენ წევრებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებებია. კალაძემ აირჩია ხალხთან დგომა. მე ვიცი, რომ ამის თაობაზე ძალიან დიდი კამათი ჰქონდათ ერთმანეთში კალაძესა და ღარიბაშვილს, მის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა, რატომ გამოეყო ის მთავრობას და ხალხში ცალკე რატომ გააკეთა ასეთი ვოიაჟი. მეტიც, ამის თაობაზე კახა კალაძე დაბარებული ჰყავდა ურეკში ბიძინა ივანიშვილს და ყურიც აუწია. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამიტომ კალაძემ ან დამოუკიდებელი ნაბიჯი უნდა გადადგას, ან სხვის ჭკუაზე იაროს...

ეს პოლიტიკაა, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის, აქ არსებობს მხოლოდ ინტერესები. მე მაინც მგონია, რომ სექტემბერში ახალი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდება, ამ განაცხადის ავტორი იქნება კალაძე და ამომრჩევლის იმ 40%-ს ის წაიღებს, რომელიც დღეს ჰაერშია გამოკიდებული. თუ სექტემბერში ეს არ მოხდა, ჩავთვალოთ, რომ კალაძის მატარებელი ჩავლილია. აქამდე გვესმოდა, რომ ხელისუფლებას კალაძე კომპრომატებით ჰყავდა გამოჭერილი, არსებობდა მასალები, რომელისც მის ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა, რაც შეუთავსებელი იყო მის მინისტრობასთან. მაგრამ კალაძემ დაინახა, რომ ხელისუფლებას კომპრომატების მოგროვების თავიც არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის უკვე აღარ ეშინია."- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

1
1475
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
1475
  
2015, 30 ივნისი, 16:35
კალაძე მომავალი პრემიერია
0 1 1