საზოგადოება ერთსქესიანების ოფიციალური ქორწინება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2015, 30 ივნისი, 0:56 ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად საუბრობენ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცხოც და შეიძლება ითქვას მიუღებელიც კია ქალი ქალზე რომ თხოვდება და მამაკაცი მამაკაცს რომ ირთავს ცოლად. თუმცა ყველაფერი შეგუებადია და ალბათ ესეც დროის საკითხია. თუმცა საქართველოშიც მოიძებნებიან არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეები, საკუთარი უფლებების დაცვას რომ ითხოვენ. როგორც ვხედავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აბსოლუტურად ბუნებრივი სახე მიიღო ერთსქესიანების ოფიციალურმა ურთიერთობებმა. მათ შორის ამერიკა ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, იმ ქვეყანაში სადაც რელიგიური და ტრადიციული ღირებულებები აბსოლუტურად მისაღებია მოსახლეობის უმრავლესობისათვის.. 743 3-ს მოსწონს
|