x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
ქართველმა მამინაცვალმა 3 წლის გერი გააუპატიურა: "ბავშვი სისხლისგან იცლებოდა"
image
საქართველოში ბავშვებზე ძალადობამ იმატა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ამინისტიის შედეგია, რომლის წყლობითაც ბევრი დამნაშავე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მეორენი კი თვლიან, რომ პრესის აქტიურობა ერთეულ დანაშაულებს, რომლებიც მუდამ ხდებოდა, უფრო წარმოსაჩენს ხდის.

საზარელი შემთხვევა მოხდა 28 აპრილს თბილისში, მამინაცვალმა 3 წლის გერი გააუპატიურა. რატომღაც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. "საძინებელში რომ შევედი, ბავშვი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. სიცხე გავუზომე, 39-მდე ჰქონდა. პამპერსის გამოცვლა დავაპირე... ბავშვი სისხლისგან იცლებოდა. დედამთილს და მეუღლეს მივვარდი, რა დაემართა ჩემს შვილს-მეთქი. ალბათ, სათამაშო მოირტყაო... მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. მას პატრულიც მოჰყვა. ჩემმა ქმარმა პატ­რული რომ დაინახა, ცემა დამიწყო"-იხსენებს დაზარალებული გოგონას დედა.

როგორც ამბობენ. მოძალადეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, საზოგადოებაში ჩვეულებრივ იქცეოდა, თუმცა შინ რთულ ხასიათს ავლენდა. მამაკაცისათვის ეს მეხუთე, ხოლო ქალისათვის მეორე ქორწინება იყო. ურთიერთობამ 5 თვეს გასტანა და ასე ტრაგიკულად დასრულდა. მოძალადის მეუღლე აღირებს, რომ ქმარი სცემდა, თუმცა ოჯახის დანგრევისაგან თავს იკავებდა.

3 წლის გოგონას მშობლებს მშობლის უფლება შეუჩერდებათ, პატარაზე კი სახელმწოფო იზრუნებს. "ბავშვს რეაბილიტაცია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლისაა, ახსოვს, რა მოხდა მის თავს"-ამტკიცებს სოციალური მუშაკი.


როგორც გაირკვა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, თუმცა დამნაშავე გისოსებს მიღმა დარჩა. მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარეს და მისი შეურაცხადობაც დადგინდა. მას ახლა მკურნალობა უტარდება. image

1
789
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
789
  
2015, 30 ივნისი, 23:15
ფზიქიკურად შეშლილი კი არა ბოლო დონის ინვალიდი იყოს ცემაში ამოვხდი სულს
0 1 1