x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პრეზიდენტის სიძე ახლადშექმნილ ოჯახსა და ანა მარგველაშვილზე: "უსაზღვრო სითბო აქვს, ძალიან კეთილია"

image
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა 22 წლისაა. გოგონა რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა. ის სტუდენია და ამჟამად ჯიპაში სწავლობს. ანა რამდენიმე თვის წინ დაქორწინდ. მისი რჩეული 22 წლის, დიჯეი გიგი ჩიჩუაა. წყვილი ყვითელ პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს. ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცვნეს. დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს.

"ანა ჩემს მეგობართან, სახლში გავიცანი. დაქალთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ამის შემდეგ დაბადების დღეზე ვნახე, მერე სადღაც ივენთზე ვუკრავდი და იქ იყო. ასე ნელ-ნელა შევისწავლე ეს ადამიანი. თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ იყო. ორივემ მალევე აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთი გვიყვარს. შეყვარებულები ერთ წელზე ცოტა მეტი ვიყავით"-გვიამბო გიგიმ.image

წყვილი თავაპირველად ქორწინების მბავსაც ასაიდუმლოებდა, თუმცა პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება. ანა და გიგი ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა ივენთებსა და ღონისძიებებზე.

"ანა არის ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სითბო აქვს, ძალიან კეთილია. მისი ეს თვისებები ძალიან მომეწონა. ანას სილამაზითა და ქცევებითაც მოვიხიბლე. რაც ოჯახი შევქმენით, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი და დღემდე ასეა."

წყვილი ამჟამად გიგის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავთ ძაღლიც, რომელსაც ბავშვივით უვლიან. შვილის გაჩენას კი ჯერ არ გეგმავენ".

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimage


0
553
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0