x
image
მანჩო 777
სტერეოსურათები თვალების ვარჯიშისათვის ანუ "მესამე თვალის" ეფექტი
სტერეოსურათები ძალიან საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ფსიქოლოგიის, ოპტიკისა და ფიზიოლოგიის კომბინაციის შედეგად მიიღება. ისინი ძალიან კარგია თვალების ვარჯიშისათვის, ამიტომ ასეთი სურათები ხშირად იბეჭდება სასკოლო რვეულების გარე ყდაზე, თუმცა მათი წაკითხვა არც ისე იოლია და ბევრს უჭირს.


იმისათვის, რომ სტერეოგამოსახულება დაინახოთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: სტერეოგრამა დაიჭირეთ 30-40 სანტიმეტრის დაშორებით, მოადუნეთ მზერა და შეხედეთ სურათს ისე, თითქოს ის გამჭვირვალეა ან საერთოდ არ არსებობს. თავდაპირველად თქვენი თვალები შეუცნობლად გადაერთვება სურათზე, მაგრამ ეს ბუნებრივია - ისინი ხომ მთელი ცხოვრება სწორედ ამას აკეთებდნენ.


რამოდენიმე ხნის შემდეგ (ზოგს შეიძლება ამისათვის რამოდენიმე წამი ეყოს, სხვებს კიდევ წუთებიც დასჭირდეს) თქვენ აუცილებლად დაინახავთ მოცულობით სურათს. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იოლად შეძლებთ ასეთი სურათების "წაკითხვას", მთავარია ეგრეთწოდებული "მესამე თვალის" გახსნა.


არ დაგავიწყდეთ, რომ სტერეოგრამის ყურების დროს არ შეიძლება მხედველობის დაძაბვა.



გაითვალისწინეთ, რომ ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტს არ შეუძლია მოცულობითი სურათების დანახვა (რა სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ერთ პროცენტს ვეკუთვნი), ამიტომ გაბედულად სცადეთ და თქვენ აუცილებლად გამოგივათ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









11
1557
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1557
  
2015, 24 ივლისი, 14:39
არ წაშალო ჯერ ყველა არ დამინახავს ვეღარ მოვიცალე სხვებისთვის
2015, 24 ივლისი, 11:25
ვერაფრით ვერ მოვახერხე დანახვა..ისე გავმწარდი, ლამის სტატია წავშალო :D
2015, 24 ივლისი, 11:20
შეეცადე მშვიდად უყურო და თვალები ხშირად არ ახამხამო და არც დაძაბო, ერთ წერტილს უყურე და ნელნელა გამიკვეთება, თავიდან ვერც მე ვხედავდი ნებისყოფა არ მყოფნიდან მინდოდა ერთი შეხედვით დამენახა და:)
2015, 23 ივლისი, 17:58
როგოოოოორრ? გადავირევი ახლააა..თვა;ლები დამცვივდა და ვერ დავინახე :(
2015, 23 ივლისი, 17:51
ვაიმე დავინახეეეეეეეეეეეეეე ყველაზე ლამაზი წითელ სურათშია ყვავილი და პეპელა მეორეში სპილოა, მართლა ძალიან ლამაზია ნამდვილი ტრიდეა
2015, 23 ივლისი, 17:31
ძირითადი სურათი,,,ბევრმა მითთხრა, რომ ძალიან მაგარ რამეებს ხედავენ, მე ვერ ვხედავ :(
2015, 23 ივლისი, 17:08
რა უნდა დავინახო მე ეგეც ვერ გავიგე :(
2015, 1 ივლისი, 17:28
ვერც მე ვერ დავინახე ((((
2015, 1 ივლისი, 14:08
მაგარია დძაან
2015, 29 ივნისი, 20:07
არადა როგორ მინდა დავინახო :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10