x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსახიობები ,რომლებიც გვანან ერთმანეთს
მრავალი ადამიანი საკუთარ თავში ან ახლობელ -მეგობრებში ამოიცნობს ხოლმე რომელიმე ცნობილ ადამიანთან მსგავსებას.თუმცა შოუბიზნესშიც საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ცნობილი ადამიანის "ორეული" ასევე სხვა ცნობილი ადამიანია.გთავაზობთ მსახიობთა 10 წყვილს, რომელებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.



1-რობერტ რედფორდი და ბრედ პიტი-მათი მსგავსება აშკარაა, ორივე "100% ამერიკელის ტიპაჟია", სახის მოყვანილობა, ქერა თმები და ჰოლივუდური ღიმილი.მათი ბიოგრაფიაშიც ბევრია საერთო:გარეგნობამ გმირი-საყვარლების როლები ათამაშათ. ამასთანავე მოუხედავად მათი პოპულარობისა, ორივე მსახიობი დღესდღეობით ოსკარის პრემიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ბრედს დრო კიდევ აქვს წინ, იგი 51 წლისაა, ხოლო რობერტ რედფორდს მომავალ წელს 80 წელი შეუსრულდება.




image




2-ჯეიმს დინი და ჯეიმს ფრანკო- სწორედ ჯეიმს დინის როლის შემსრულებლად მოგვევლინა ჯეიმს ფრანკო ფილმში 2001 წელს.



ჯეიმს დინი, რომელიც სულ რაღაც 24 წლის გარდაიცვალა, მაგრამ მოასწრო და 50-60-წლების ამერიკელი ახალაგაზრდების კუმირი გახდა.

რაც შეეხება ჯეიმს ფრანკოს, მისთვის პირველი სერიოზული კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა ფილმი "ადამიანი ობობა", შემდეგ იყო სხვა ფილმებიც, ამასთანავე მსახიობი თვითონ იღებს მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს.

image


3-ჯეფრი დინ მორგანი და ჰავიერ ბარდემი-მორგანს ხშირად აჩერებენ ქუჩაში, რომ ავტოგრაფი მოსთხოვონ...ბარდემს.


მსახიობებს მხოლოდ გარეგნული მსგავსება აკავშირებთ ერთმანეთთან, ხოლო დანარჩენი.....

ყოფილი კალათბურთელი ჯეფი მორგანი ამჟამად სერიალების ვარსკვლავია, ხოლო ესპანელი ბარდემი, რომელიც შემოქმედ ოჯახში გაიზარდა(მისი პაპა, ბებია, დედა, და-ძმა, ბიძები, მსახიობები და რეჟისორები არიან)დრამატული როლებით გახდა ცნობილი კინომოყვარულებისთვის.არის ოსკარის, ოქროს გლობუსის და ვენეციის კინოფესტივალის პრიზების მფლობელი.

image


4-ბარბრა სტრეიზანდი და ჯენიფერ ენისტონი-მართალია ჯენიფერს ბარბრასავით ცხვირი არა აქვს, თუმცა ბევრს შეუმჩნევია მათი მსგავსება.მეორეც ორივე მსახიობი კომედიურ როლებს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა საეჭვოა არა თუ ჯენიფერს, არამედ ოდესმე ვინმეს ჰქონდეს ისეთი წარმატებული კარიერა, როგორიც სტრაიზანდს ჰქონდა.არ დარჩენილა ალბათ პრიზი და პრემია, რომ ამ ქალბატობს აღებული არ ჰქონდეს.

image

5-მეტ ბომენი და ჰენრი კავილი-ახალგამომცხვარმა "სუპერგმირმა"ჰენრი კავილმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო დიდებით ტკბობა, რომ მოულოდნელად გამოუჩნდა ორეული, ტელეწამყვანი მეტ ბომეტი, რომელიც აგრეთვე ცნობილია სერიალით "ტიუდორები."

image


6-იზაბელ აჯანი და მონიკა ბელუჩი- ფრანგი და იტალიელი ლამაზმანი კინოში სხვადასხვა გზით მოვიდნენ.მონიკა ბელუჩი ოცნებობდა ადვოკატი გამოსულიყო, შემდგომ მოდელობით ირჩენდა თავს, ხოლო იზაბელა ბავშვობიდანვე თამაშობდა სამოყვარულო თეატრებში, ხოლო 20 წლის ასაკში ითამაშა პირველ ფილმში(1975წ), რამაც "ოსკარი" და "სეზარი" მოუტანა.

image


7-ტომ ჰარდი და ლოგან-მარშალ გრინი-როდესაც 2012 წელს გამოვიდა ლიდლი სკოტის ფილმი "პრომეთე", ბრიტანელი ტომ ჰარდის ფანებს ეგონათ, რომე მათი საყვარელი მსახიობი თამაშობდა.....სწორედ ამ ფილმის შემდეგ აღმოაჩინეს ჰარდისა და ამერიკელი გრინის გასაოცარი მსგავსება. სხვათა შორის ლოგან-მარშალ გრინს ტყუპისცალი ძმა ჰყავს და ისიც მსახიობია.

image


8-კურტ რასელი და ჯეფ ბრიჯესი-ეს ორი მსახიობი რაც უფრო ასაკში შევიდნენ მით უფრო დაემგვანენ ერთმანეთს.კარიერაც ერთნაირი აქვთ:ორივე მსახიობთა ოჯახებში დაიბადნენ და ორივეს დებიუტი კინოში სულ პატარა ასაკში შედგა.ბრიჯესი 4 თვის იყო პირველად რომ კინოში გადაიღეს, ხოლო რასელი 6 წლის.

image


9-ნატალი პორტმანი და კირა ნაითლი-ორივე ამ შავგვრემანი ნაზი არსების მსგავსება უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს არა მარტო კინომოყვარულებმა არამედ თვით კინოს მესვეურებმაც, თან დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც ორივე ამ მსახიობმა ითამაშა "ვარსკვლავურ ომებში".

image


10-ბრაის დალას ჰოვარდი და ჯესიკა ჩესტეინი-მსახიობები დები ჰგონიათ და ისე ხშირად ერევათ ერთმანეთში, რომ ამასწინათ ჩესტეინმა Instagram-ზე დადო ჰოვარდის ვიდეო სადაც იგი სიმღერით გვამცნობს, რომ "ჯესიკა ჩესტეინი არ არის".

image

4
302
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
302
  
2020, 24 დეკემბერი, 22:04
საიდან მოიტანე ეს სტატია? არც ერთი არ გავს ერთმანეთს
2015, 29 ივნისი, 20:01
მაგარია
2015, 29 ივნისი, 16:26
რატომ მე მგონი გვანან..ნიკაპი ტუჩები..ცვირი..უბრალოდ რედფორდს უფრო ლამაზი თვალების მოყვანილობა აქვს
2015, 29 ივნისი, 16:15
ბრედ პიტი არ გავს....
0 1 4