x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
როგორ გავიგოთ ANDROID-ის სრული მონაცემები, როგორ დავიცვათ, გავწმინდოთ და შევამციროთ მისი ჭედვის შანსი?
ბევრი ჩვენგანი დაინტერესებულა იმით თუ საკუთარი სმარტფონი ან თუნდაც პლანშეტური კომპიუტერი რამდენად აჯობებდა სხვა ანდროიდის მოწყობილებას, რა მონაცემები და შესაძლებლობები გააჩნია მას. ამ ყველაფრის გასაგებად შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი ანდროიდ მარკეტიდან ( მაგ. Google Play store, Mobo Market, 1 Mobile Market, Mobogenie და სხვა).

image

ამ პროგრამის სახელი გახლავთ: AnTuTu Benchmark. ეს ყველაზე ცნობილი პროგრამაა.

პროგრამა მოწყობილობის სრულ ინფორმაციას წერს: ბრენდს, მოდელს, ანდროიდის ვერსიას, პროცესორის მოდელს, ეკრანის გარჩევადობას, ოპერატიულ მეხსიერებას, მოწყობილობის შიდა და გარე მეხსიერებას. ასევე წერს პროცესორს თუ რამდენი ბირთვი აქვს, ასევე ეკრანს რამდენი ინჩი აქვს, უკანა და წინა კამერის გაფართოებას, ელემენტის პროცენტულ მაჩვენებელს, პროცესორის გადახურებას, kornel –ის ვერსიას, GPS, WIFI, ითვლის Multi touch –ს და ასე შემდეგ.
აპლიკაციის ჩართვისას შეგიძლიათ მისცეთ უფლება თქვენს ანდროიდ მოწყობილობას გაიაროს ტესტირება. პროგრამა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას შეაფასებს, საბოლოოდ კი ჯამურ ქულას დაწერს.
სხვა პროგრამებს რომლებიც დათვლიან მოწყობილობის მონაცემებს ( Quadrant Standart Edition, Geekbench და სხვა ასეთი პროგრამები ) შედარებით ჩამორჩებიან AnTuTu-ს.








AVG Antivirus
რაც შეეხება ანდროიდის ვირუსებისგან და ზედმეტი "ნაგვისგან" დასაცავად საჭიროა გარკვეული პროგრამები. მე მაგალითად გამოვარჩევდი ანტივირუსებიდან AVG Antivirus -ს, რადგან სრულყოფილად იცავს სისტემაში შემოსული ვირუსებისგან. აპლიკაცისს ინსტალაციისას ან უბრალოდ გადმოწერისას ამოწმებს, თუ მასში რაიმე საეჭვო დაინახა აგდებს ფანჯარას, გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ ამ ფაილის ამოშლაზე.( ანტივირუსის სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ Mobo Market-დან)


Clean master

imageზედმეტი ფაილების წასაშლელად ასევე გირჩევდით Clean master-ს.მისი დახმატებით შეგიძლიათ წაშალოთ ზედმეტი ნაგავი სისტემიდან, გააჩეროთ ოპერატიულ სისტემაზე მოქმედი პროცესები, მისცეთ ბრძანება რომ მან მექანიკურად გათიშოს ის აპლიკაციები რაც ხშირადაა ხოლმე ჩართული სისტემაში რომელსაც თქვენ არ იყენებთ. ამოშალოთ სისტემაში გადმოწერილი და ინსტალირებული აპლიკაციები. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. Clean Master-ს აქვს სპეციალური Widget-ები, მასზე "დაწკაპუნებით" ოპერატიული სისტემა გაიწმინდება. ის მექანიკურად გათიშავს მოქმედ პროგრამებს რომელიც არაა საჭირო თქვენთვის. ამ ყველაფრის დარეგულირება კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ.












CM Security

image

კიდევ დავასახელებდი პროგრამას, რომელშიც ბევრი ფუნქციაა ერთად თავმოყრილი. მისი სახელია: CM Security. ის ასუფთავებს ვირუსებს privacy და junk, ანუ პირად და უსარგებლო ჯაილებს. მას დამატებით აქვს დამცავი ფუნქცია აპლიკაციებზე. CM Security გაძლევთ პირადი ინფორმაციის დაცვის საშუალებას. ( მაგალითად Facebook, Messanger, Hangouts, Gallery, Messages, –ს ან თქვენთვის სასურველ აპლიკაციას დაადოთ Patern კოდი ). ასერომ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სპეციალურად App Lcker –ის გადმოწერა.
















ხშირად ამბობენ: მე არ ვწმენდ ჩემს სმარტფონს, არ მიჭედავს და რაშია საჭირო რომ გადმოვწერო ასეთი პროგრამები? ტყუილად უნდა დაიკავოს ზედმეტი ადგილი....
ამის პასუხი ისაა, რომ თავიდან ყველაფერი ახალი კარგია და შეუფერხებლად მუშაობს, მაგრამ დროდადრო დაიხევს უკან და უკან, დაიწყებს ჭედვას და შეიძლება სერიოზულმა მავნე ვირუსებმა თვით სისტემაშიც შეაღწიოს და სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
სმარტფონის ასეთი პროგრამებით უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგან ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ვირუსის შემოჭრის ხერხი და გზა არსებობს. ასევე ძალიან ხშირად გროვდება ფაილები რომლებიც ზედმეტია და სრულებით არაა საჭირო. სისტემის გაწმენდა უნდა მოხდეს კვირაში ან თუნდაც თვეში ერთხელ მაინც, რომ არ გამოიწვიოს სმარტფონის გადატვირთვა, დავირუსება და ასე შემდეგ.

2
717
4-ს მოსწონს
ავტორი:giorgi chyrunishvili
giorgi chyrunishvili
717
  
2015, 29 ივნისი, 10:58
ბოლო ორი მაქვს
2015, 29 ივნისი, 10:17
ყველა მაქვს. ნამდვილად კარგია.გაითვალისწინეთ
0 1 2