x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სკანდალი! ანი ნადარეიშვილი ინგა გრიგოლიას: "ეს მარაზმი როდის უნდა დაამთავროთ" შალვა რამიშვილს: "თქვენ ხართ ტუტუცი"
image
დღევანდელი "იმედის კვირა" სერგო თეთრაძის საქმეს ეძღვნებოდა. ტრდიციულად, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რასაც დებატებიც მოჰყვა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ინგა გრიგოლიას მიართავს და მარაზმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს: "ეს მარაზმი როდის უნდა დაამთავროთ, ამდენი ტყუილი უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია. ვითანამშრომლეთ თქვენთან, მოგეცით უამრავი მასალა, მათ შორის როგორ მოხდა გარიგება ბედუკაძესა და პროკურატურას შორის, მოგეცით მასალა სადაც ფარული ჩანაწერებია და კარგად ჩანს როგორ არიგებენ მოწმეებს რა უნდა თქვან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ბაჩომ კონკრეტულად გაგცათ დაწვრილებით ყველა თქვენს მიერ შეგზავნილ კითხვაზე პასუხი, რაც არ გაუშვით, იმიტომ რომ არ გაწყობთ. ის რომ ბაჩო ახალაიას მიესაჯა ბუნტის საქმეზე და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არის უდიდესი ტყუილი და ცილისწამება, ბუნტში ბაჩო გამართლდა და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არც ქონია ბრალი არასოდეს წაყენებული, ვინაიადან საერთოდ არ აქვს შეხება ამ საქმესთან. რატომ შეუგზავნეთ ბაჩოს კითხვები თუ პასუხების გაშვებას არ აპირებდით? თუ ის პასუხები რაც ბაჩომ გაგცათ არ გაწყობთ ეტყობა ხო?

პირდაპირ გეტყვით, თქვენ ახლა სხედხართ მანდ სტუდიაში და ჭორაობთ და ეს არის ამაზრზენი!!!

პ.ს. შალვა რამიშვილო თქვენ ხართ ტუტუცი!!!"

ანი ნადარეიშვილის ამ ბრალდებებს არ გამოხმაურებია არ ინგა გრიგოლია და არც შალვა რამიშვილი. სავარაუდოდ წინ დიდი სკანდალი გველის.


"მივმართავ მთელ საქართველოს, მთელ საზოგადოებას, აბსოლუტურად ყველას, ასეთს თუ ისეთს, არა აქვს მნიშვნელობა! ვინც აპირებთ მომავალში ისპეკულიროთ "თეთრაძის ე.წ. წამების" თემით, გთავაზობთ იაროთ სასამართლოზე, რომელიც არის საჯარო! წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივიღებ არც ერთი ადამიანის საწინააღმდეგო აზრს, იმიტომ რომ ეს ჭორაობები უკვე ყველა ზღვარს გადაცდა!!!

ასევე მივმართავ Imedi TV -ს, რომელიც არის დეზინფორმატორი, შეგნებულად ავრცელებს ტყუილებს და ყველა მათი სიუჟეტი არის მიკერძოებული და ტენდენციური - გაუშვით ეს სასამართლო პროცესები (რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია) მთლიანად თავიდან ბოლომდე უწყვეტად პირდაპირ ეთერში!!! რათა თქვენმა მაყურებელმა ნახოს სიმართლე! ნახოს საზოგადოებამ უპრეცედენტო საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება და არც ერთი მოწმე არ არსებობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ - ა რ ც ე რ თ ი!!!

და ბოლოს, მოვითხოვ მოეხსნას გრიფი საიდუმლო საქმეს "ჯაშუშები" და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულირება ამ თემაზე, და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს საზოგადოებამ ვინ იყვნენ ჩაპლიგინი, თეთრაძე, ლონდარიძე, გორელაშვილი, ტომაშუკი და სხვები"-დასძენს ანი ნადარეიშვილი.

1
1758
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1758
  
2015, 29 ივნისი, 18:02
რას გაუგებ პოლიტიკას
0 1 1