x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
25 უცნაური და აბსურდული ნივთი, რომელთაც მხოლოდ იაპონიაში თუ ნახავთ
იაპონური ტექნოლოგიები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა დანარჩენი მსოფლიოსას. არახელსაყრელმა გეოგრაფიულმა და ბუნებრივმა პირობებმა ეს ხალხი არაჩვეულებრივად გამომგონებლური გახადა, მაგრამ ხანდახან მათი შემოქმედებითი და ტექნიკური პროგრესი ისე შორს მიდის, რომ იაპონელების ზოგიერთი გამოგონება აოცებს და შოკში აგდებს ევროპელებს.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ იაპონელების მიერ გამოგონებული 25 ყველაზე უცნაური და აბსურდული ნივთი, რომელბსაც მხოლოდ ამ ქვეყანაში თუ შეხვდებით.


image




25. უცნაური ავტოსადგომები



image

ტერიტორიულად ფარდობითად პატარა იაპონია 129 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, ამიტომ ადგილის ეკონომია აქ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ასეთ პარკინგს თქვენ იაპონიის ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში იპოვით.


24. მაიონეზი


image

იაპონური მაიონეზი ევროპულისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდება, მაგრამ მისი გამოყენება ნაყინის, მაკარონის, ვერმიშელის და ასე განსაჯეთ, ბლინების დანამატად ნამდვილად გააოცებს ნებისმიერ ევროპელს.


23. სუპერქოლგა


image

ძლიერი წვიმის დროს, რომელსაც ქარი ახლავს თან, ჩვეულებრივი ქოლგა პრაქტიკულად გამოუყენებელია. აი ასეთი ქოლგა კი ყველა მხრიდან დაგიცავთ.


22. ლიფტიორი გოგონები


image

დასავლეთის ქვეყნებში ამ პროფესიის ადამიანებს დიდი ხანია ვეღარ შეხვდებით, აი, იაპონიაში კი ეს უცნაური სერვისი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.


21. მიკროტალღური მოპსი


image

სუპერქოლგა მშვენივრად დაგიცავთ წვიმისაგან, მაგრამ რა უნდა ქნათ, როცა გცივათ? -დაივიწყეთ თბილი ზეწრების არსებობა, ეს საყვარელი მოპსი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ ჩაეხუტეთ მას და მთელი ღამის განმავლობაში თბილად იქნებით.



20. ძილი ოფისში

image

იაპონური ბიზნეს - კულტურა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბევრს შრომობენ, ნებას რთავს ჩათვლიმონ სამუშაო ადგილზე. ზოგიერთი თანამშრომელი თავს განგებ იმძინარებს, რათა ხელმძღვანელობამ ჩათვალოს, რომ მათ მეტად მძიმე სამუშაო აქვთ.


19. ტუალეტის ჩუსტები


image


იაპონელები ცნობილი არიან სანიტარული კულტურით და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვით. სწორედ მათ მოიფიქრეს ტუალეტის ჩუსტები, რათა საპირფარეშოს დაბინძურებულ იატაკსა და ოთახების სუფთა იატაკს შორის კონტაქტი მინიმალური იყოს.


18. იაპონური ვისკი


image

თუკი შანსი მოგეცემათ, აუცილებლად გასინჯეთ ეს სასმელი, რადგან ის განსაკუთრებული ინგრედიენტებისაგან მზადდება და საოცრად მაღალი ხარისხით გამოირჩევა.


17. ნიკაპის "ჩამოსადები" მეტროში


image

ეს "გაჯეტი" გამოიგონეს იმისათვის, რომ მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობისას ნიკაპი და თავი დაასვენოთ.


16. ხელოვნური ეშვები


image


იაპონელი ქალებს ძალიან მოსწონთ აქცენტის გაკეთება კბილებზე. ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ კოსმეტიკურ პროცედურებზე, რათა თავიანთ კბილებზე ხელოვნური ეშვები მიიმაგრონ.


15. ნაყინი უცნაური გემოთი


image

რა სახის ნაყინს არ შეხვდებით აქ: კაქტუსის, ხის ნახშირის, რვაფეხას და ასე განსაჯეთ, ცხენის ხორცის გემოთიც კი.


14. ყურების დასათვალიერებელი ხელსაწყო


image

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, დაგეთვალიერებინათ თქვენი ყურის ღრუ და გენახათ, თუ რა ხდება იქ? - ამ ხელსაწყოს საშუალებით თქვენი ოცნება ახდება.



13. სავაჭრო ავტომატები


image

სავაჭრო ავტომატები დღეს აღარავის არ უკვირს, მაგრამ იაპონიაში ამ აპარატებით შესაძლებელია აბსოლუტურად ყველაფრის შეძენა, დაწყებული ახალი კვერცხით და ბლინებით, დამთავრებული ქოლგებითა და ქალის ქვედა საცვლებით.



12. იატაკის საწმენდი "ბავშვი"


image


დიახ, დიახ, სულაც არ მოგესმათ: რატომ უნდა იფორთხოს ბავშვმა იატაკზე ტყუილუბრალოდ? მას თუ ამ კოსტიუმს ჩააცვამთ, ფორთხვის დროს იატაკს მშვენივრად მოასუფთავებს... ვერაფერს იტყვი, პრაქტიკული ხალხია იაპონელები.


11. უსასრულო ტკაცანი


image


ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს მოდუნების ის შეგრძნება, რომელსაც შესაფუთ მასალაზე არსებული ბუშტების დატკაცუნება იწვევს. იაპონელებმა ეს შეგრძნება ახალ სიმაღლეზე აიყვანეს, შექმნეს რა სათამაშო, რომელზეც ამ ბუშტების გახეთქვა უსასრულოდ შეიძლება.


10. ყველაზე მოკლე ესკალატორი მსოფლიოში


image

ის მდებარეობას იაპონიაში, ქალქ კასავაკის ერთ - ერთ უნივერმაღში და აქვს სულ რაღაც 5 საფეხური.


9. თვითმკვლელთა შემზარავი ტყე


image

6, 5 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე ეს ტყე ფუძიამას მთის ძირთან მდებარეობს. აქ ხეები იმდენად მჭიდროდ იზრდება, რომ ქარი საერთოდ არ იგრძნობა. გამორჩეულად წყნარი და შემზარავი ადგილი თვითმკვლელებისათვის პოპულარული ადგილი გახდა. აქ ყოველწლიურად 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება.


8. უცნაური Kit Kat


image

ჩვენთვის Kit Kat-ი შოკოლადის ბატონია, აი იაპონელებისათვის კი ესაა კანფეტი შემწვარი კარტოფილის, სოიის სოუსის და თქვენ წარმოიდგინეთ, ვასაბის გემოთიც კი.



7. ბალიშები მარტოხელა მამაკაცებისათვის


image

იაპონელ ჯენტლმენს, რომელსაც ცოლი ან მეგობარი ქალი არ ჰყავს, აუცილებლად ექნება სახლში ასეთი ბალიში.



6. ბალიშები მარტოხელა ქალებისათვის


image


არავითარი დისკრიმინაცია, როცა საქმე მარტოხელობას ეხება.



5. ბრაილის შრიფტი ლუდის ქილებზე


image

ეს უცნაური სიმბოლოები - ბრაილის შრიფტია უსინათლოებისათვის, რომლებიც სხვებივით იმსახურებენ მაღალი ხარისხის ცივ ლუდს.



4. ველოსიპედები და ისევ ველოსიპედები


image

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ იაპონიაში ძალიან აფასებენ ადგილისა და სივრცის ეკონომიას. აი რატომ ითვლება აქ ველოსიპედი ყველაზე მოსახერხებელ ტრანსპორტად.



3. Washlets


image

Washlets ანუ როგორც მას ბევრი ადამიანი უწოდებს, სუპერტუალეტი ესაა ელექტრო უნიტაზები წყლის გაფრქვევის სისტემით, რომლებიც ასუფთავებენ ადამიანის სასქესო ორგანოებს. იაპონელები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ ამ პიკანტურ შეგრძნებებს, რომლებიც ევროპელებისათვის ჯერ კიდევ უცხოა.


2. აერწინაღების კუნძული


image

იაპონიის კუნძულ მიაკეძიმაზე მდებარეოპს მოქმედი ვულკანი ოიამა, რომელიც გამუდმებით უშვებს მომწამლავ აირებს. ამის გამო კუნძულის მცხოვრებლები იძულებული არიან გამუდმებით ატარონ აირწინაღები.



1. კაფსულა-სასტუმროები


image

ეს ალბათ ყველაზე გიჟური იაპონური გამოგონებაა, რომელიც პირველად 1979 წელს გამოჩნდა და ამჟამად საოცრად პოპულარულია ამომავალი მზის ქვეყანაში.

8
2589
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2589
  
2015, 29 ივნისი, 19:11
ზოგს არა უშავს, მთლად სულელურიც არაა :)
2015, 29 ივნისი, 17:46
მართლა მაგარი სტატიაა, ზოგიერთმა მოახერხა ჩემი აღფრთოვანება
2015, 29 ივნისი, 15:34
ერთი ორი ისეთი იყო, სულ ვერ დავწერე სტატიაში, შემრცხვააა :DDD
2015, 29 ივნისი, 15:28
მახსოვს.ერთი იყო ბუშტებში ადამიანის გაზებს რომ აგროვებდნენ და მერე ხეთქავდნენ:):):):
2015, 29 ივნისი, 15:24
მადლობაააა :)
2015, 29 ივნისი, 15:24
ძალიან უცნაური ხალხია..ამას წინათ სატელევუზიო შოუებზე დავწერე სტატია, სიცილით გადავბჟირდი, ისეთი უაზრო შოუები აქვთ :)
2015, 29 ივნისი, 15:21
კარგი სტატიააა მანჩო :*
2015, 29 ივნისი, 15:17
უცნაურები არიან.თუმცა შრომისმოყვარეები
0 1 8