x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე საშინელი ციხე-კოლონია დედამიწაზე, ნამდვილი ჯოჯოხეთია
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყანა, ჰონდურასი.


image



მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე-კოლონია ჰონდურასშია.

კოლონიის სახელია სან პედრო სულა.

სან პედრო სულას კოლონიაში ნარკოტიკებიდან დაწყებული, ბოლო მოდელის

ანდორიდის სმარტფონები და მეძავებიც კი იყიდება.

ამ ყიდვა გაყიდვის ბიზნესს პატიმრები და მსჯავრდებულები მართავენ.


image


ეს ციხე სხვა ციხეებს არ გავს!


image


ციხე დაახლოებით პატარა სოფლის ფართისაა...

იყიდება ყველანაირი საკვები, ხორცეულობა (ქათამი, ღორი და ა.შ).

ამ ციხის საპყრობილეში პატიმრებს აქვს ძალიან დიდი თავისუფლება, დღის ნებისმიერ

მონაკვეთში მათ შეუძლიათ გარეთ გამოსვლაც, დალევაც და ყველანაირი გართობაც.

პატიმრებს უწევთ, ყველანაირად კომფორტულ გარემოში ცხოვრება, მაგრამ არის

ერთი ყვითელი ხაზი, რომელიც გავლებული არის პატიმრებს და დაცვას შორის!


ეს ყვითელი ხაზი არ ნიშნავს მხოლოდ საზღვარს, ამ ყვითელ ხაზს აქვს სხვა

დანიშნულებაც.



ეს ხაზი იმაზედ მეტყველებს, რომ პატიმრები ვერ ბედავენ ამ ყვითელი ხაზის

შემდგომ მდებარე დაცვის განყოფილებაში შესვლას და ასევე დაცვის თანამშრომლებიც

ვერანაირად ვერ ბედავენ ამ ყვითელი ხაზის მოპირისპირე მხარეს გადასვლას, რადგან

შეიძლება ეს გადაწყვეტილება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.


image


ჰონდურასის ციხე მოხვდა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში, The Associated Press-მა ინტერვიუ აიღო ციხის დირექტორის მოადგილისგან, კარლოს პოლანკოსგან.


კარლოს პოლანკოს ექსკლუზივი განცხადება:


ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია დედამიწაზე..... პირველ რიგში არცერთ პატიმარს ან

მსჯავრდებულს არ ვუსურვებ აქ მოხვედრას.

აქ არის შემორჩენილი ციხის ყველაზე ძველი კანონ-წესები და არის უსაშინლესი

ადგილი.

ციხეს ჩვენ არა ისინი მართავენ..... ჩვენ უბრალოდ გარე დაცვა ვართ, მაგრამ

კარგად იციან რომ ყვეითელ ხაზს გამოსცდებიან თუ არა, აუცილებლად ვესვრით!


image



სან პედრო სულას საპყრობილეში მსხვილი ბიზნესია, ამის შესახებ ციხის უფროსობამ

ძალიან გვიან შეიტყო, მაგრამ მნიშვნელობა მაინც არ აქვს, განსხვავებაც კი არ არის,

ყვითელი ზოლის მოპირდაპირე მხარეზე შესვლას გარე დაცვის უფროსებიც კი ვერ

ბედავენ.


image


სან პედრო სულას გარდა ჰონდურასის რამოდენიმე ციხე-კოლონიაშიც იგივე

ვითარებაა.

ერთ-ერთ ციხეში 3 თვის წინ მომხდარი ხანძარის შედეგად დაიღუპა 361 პატიმარი,

ამ შემთხვევას მოყვა საერთოშორისო პროტესტი, მაგრამ ციხეში სიტუაცია მაინც არ

შეცვლილა.


image


კომაიაგუის ციხეში მომხდარი ხანძრიდან 1 თვის შემდეგ, სან პედრო სულაში

რამოდენიმე პატიმარი ციხის ლიდერ-მმართველს დაუპირისპირდნენ, ამ

დაპირისპირებაშიც 14 პატიმარი დაიღუპა.

დაცვის თანამშორმლები 21 დღის განმავლობაში ცდილობდნენ ციხეში, ყვითელი

ხაზის მოპირდაპირე მხარეს შესვლას, მაგრამ ამაოდ..... დაღუპული პატიმრების

ცხედრები 22 დღის შემდეგ, მოსამსახურე პატიმრებმა გამოიტანეს.


image


Associated Press-ის ჟურნალისტმა და კორესპოდენტმა მოახერხა ციხის სიღრმეში

შესვლა. რათქმაუნდა დაგებადებათ კითხვა: როგორ?


ჟურნალისტებმა ციხეში შესვლა ციხის დირექტორის ნებართვით ვერ შეძლეს,

მოგვიანებით ნებართვა მიიღეს ციხის ლიდერისგან, (მაყურებლისგან)

ნოე ბეთანკურტისგან.


ციხის ლიდერმა ჟურნალისტებს სპეციალური დაცვაც შეუკრა, რომელიც 8 პატიმრისგან

შედგებოდა, ჟურნალისტები მიიღო ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი

პატივისცემითაც გაისტუმრა.

ყველა ეს ფოტო რომელიც ამ სტატიაში ნახეთ, დღემდე უცნობი იყო მთელს მსოფლიოში.

მაგრამ Associated Press-ის ჟურნალისტებმა მოახერხეს ციხის სიღრმეში შესვლა და

ფოტოები ჯოჯოხეთური ციხიდან მთელს მსოფლიოს გაუზიარეს.


ასევე, როგორც ცნობილია ციხე 800 კაცისთვის ყოფილა განკუთვნილი, მაგრამ ამჟამად

2 137 კაცი ცხოვრობს ამ საშინელ საპყრობილეში.


image


ჟურნალისტებს პირადად ნოე ბეთანკურტიც გაესაუბრა, ნახეთ რას ამბობს

ციხის მაყურებელი:


ყველა იძახის რომ ეს ციხე არის საშინელება, გეთანხმებით მართლები ხართ!

ნმადვილად საშინელი ადგილია, მაგრამ ჩვენ აქ ყველანაირი კომფორტი შევიქმენით

ჩვენთვის...

ციხის შუა ბლოკში არის სპეციალური ადგილი ქალების და ბავშვებისთვის, სადაც

ისინი ყიდიან ხალიჩებს ხილეულს და საჭმელებს...ანუ როგორც მიხვდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ, ქალების და ბავშვების სპეციალურ ბლოკში

არცერთ დაცვის თანამშრომელს არ ვუშვებთ, რადგან ქალებს და ბავშვებს ჩვენზე კარგად

ყურადღებას ისინი ვერასოდეს ვერ მიაქცევენ.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, რამოდენიმესთან კარგი ურთიერთობაც გვაქვს,

მაგრამ უმეტესობასთან ვერ ვრიგდებით, შუა ღამით ისინი ყოველთვის დგებიან და ჩვენს საკნებში გვარიგებენ, ჩვენ ხომ გარეთ სუფთა ჰაერზე გვირჩევნია ყოფნა? ეს მათ არ

ესმით, მაგრამ ჩვენთვის სულ ერთია... (იცინის) რადგან ყოველთვის გვაქვს სხვა

გასაღები...ალბათ გაინტერესებთ ხომ რატომ და საიდან გვაქ? 3 თვის წინ მოხდა დიდი ხანძარი ერთ-ერთ ციხეში, დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი...ამიტომ უსაფრთხოების მიზნით ჩვენც გვაქვს გასაღები, ხანძარი ან სხვა საშინელების მსხვერპლი, რომ არ გავხდეთ.


imageimageimageimageimage




ეს ის ციხე-კოლონიაა, რომელსაც დედამიწის ჯოჯოხეთს ეძახიან.....















4
971
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
971
  
2015, 28 ივნისი, 17:40
ჩვენთანაც არანაკლები ხდებოდა, მაგარამ აქ პოლიცია კი შედიოდა ზონაში ჩვეულებრივად.
ადრე მეც დავდე აქ ცვიდეო, რიოს ნარკობარონებმა რომ შეუშვეს ჟურნალისტები ნარკოტიკების დამაზადებელ "ფაბრიკაში"
2015, 28 ივნისი, 17:30
ამაზეა ნათქვამი მტერსაც არ ვუსურვებო
2015, 28 ივნისი, 17:28
საშინელებააა ესს....
2015, 28 ივნისი, 17:28
ამას წინათ მეც დავწერე სტატია ციხეზე, ოღონდ ყველაზე ჰუმანურზე: ნორვეგიაში ბასტოის ციხეა, სადაც პატიმრები მეფეებივით ცხოვრობენ. რამოდება სხვბაობა იმ და ამ ციხეებს შორის.
0 1 4