x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 ყველაზე მავნებელი პროდუქტი.როგორ დავიკლოთ წონაში?

imageიმისთვის, რომ გახდე არაა საჭირო მუდმივი დიეტები და ყოველდღიური ვარჯიშები.საკმარისია ყველაზე მავნე პროდუქტების ამოღება კვების რაციონიდან.თავიდან ეს ძნელად მოგეჩვენებად, შეიძლება წარმოუდგენელიც იყოს, თუმცა დროდადრო თქვენი ორგანიზმი მიეჩვევა და აღარც მოითხოვს ამ მავნე პროდუქტს.



1.ჩიფსი.
კარტოფილი უკვე თავისთავად არაა სასარგებლო, როგორც არ უნდა იყოს მომზადებული.ხოლო ჩიფსის შემთხვევაში არაფერი ნატურალური აღარ რჩება მხოლოდ:ზეთი, არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები.
ჩიფსის ხშირი მირთმევა იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და წონის პრობლემას.იგივეს თქმა შეიძლება ე.წ კარტოფილ "ფრიზე".


2.გაზირებული სასმელი.
შეღებილი წყალი "ბუშტუკებით" გაცილებით მავნებელია ვიდრე გუაში, გაზავებული წყლით და შაქრით.
არსებობს აზრი, რომ სწრაფი კვების ნაწარმს უმჯობესია მიაყოლოთ გაზირებული სასმელი, თუმცა ეს ასე არ არის:გაზირებული სასმელი ამძაფრებს შიმშილის გრძნობას, რითაც გაიძულებთ უფრო მეტი ჰამბურგერის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის მირთმევას.
აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა "ლაითი" არაფრით არ ჯობს ჩვეულებრივ კოკა-კოლას.იგი შეიცავს შაქრის შემცვლელს რაც გაცილებით მავნებელია ვიდრე თვითონ შაქარი.


3.სწრაფი კვების პროდუქტი.
გასაკვირი არაა, რომ იგი ყველაზე მავნებელთა სიაში მოხვდა. აბა დაასახელეთ მისი რაიმე პლიუსი გარდა სწრაფი მომზადებისა და ფასისა...


4.მაიონეზი.
ლაპარაკია მაღაზიის მაიონეზზე.ამ პროდუქტის მიღებას თუ შეწყვეტთ რამდენიმე კვირაში თავად შეამჩნევთ დაკლებულ სანტიმეტრებს.აქვე შეიძლება მიემატოს "კეტჩუპი" და ყველა შესაძლო სოუსი.ისინი შეიცავენ არომატიზატორებს, ცხიმს და გემოს გამაძლიერებლებს.ხოლო ნატურალური მათში არაფერია.
უმჯობესია ამ ყველაფრის უცხიმო არაჟნით შეცვლა, სასარგებლო მაინცაა.


5.მარილი და შაქარი.
როგორც ცნობილია შაქარიც და მარილიც - თეთრი სიკვდილია.
მარილი ხელს უშლის ორგანიზმში წყლის გავლას და გადადის ყველაზე არასასურველ ადგილებში.შაქართან ყველაფერი ნათელია მათთვის ვინც გახდომას აპირებს იგი ნომერ - პირველი მტერია.
ამ პროდუქტების რაციონიდან ამოღება ძალიან ძნელია, თუმცა თუ მომზადებულ პროდუქტს მარილს აღარ დაამატებთ დროდადრო მიეჩვევით საკვების ნატურალურ გემოს.შაქრის შეცვლა კი, შესაძლებელია თაფლით.


6.ალკოჰოლი.
ამ პროდუქტის მავნებლობაზე ყველასთვის ცნობილია. ალკოჰოლური სასმლის კვირაში ერთხელ მიღება უკვე ზედმეტია(იგულისხმება დათრობა).განსაკუთრებით მავნეა იაფასიანი სასმელი.


7.ძეხვეული.
კაცმა არ იცის რამდენი ხნის დამზადებულია და რა არის შიგნით. დროთა განმავლობაში ხორცი თავის სასარგებლო ელემენტებს კარგავს და ფუჭდება, მაგრამ ამას ვერ შეამჩნევთ, რადგან შიგნით ათასნაირ დანამატს ურევენ.


8.შემწვარი.
მზესუმზირის ზეთზე და მარგარინზე დამზადებული პროდუქტი კარგავს ყველანაირ სასარგებლო თვისებას, ამავდროულად ივსება კანცეროგენით.ასევე მომზადების პროცესში სითხის მაგივრად საკვებში ადგილს იკავებს ცხიმი, რაც მის კალორიულობას საგრძნობლად ზრდის.ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია საკვების ცოტათი შეწვა, შემდგომ კი მისი აირღუმელში გადატანა.


9.ტკბილეული.
მათგან ყველაზე მავნებელებია:მარმელადი, საღეჭი და საწუწნი კონფეტები.ისინი გაცილებით მეტ მავნე ნივთიერებებს შეიცავენ ვიდრე ტორტის ნაჭერი.მათში დიდი რაოდენობითაა არომატიზატორები, საღებავები და შაქარი.თუ ძალიან მოგინდებათ ტკბილეული მიირთვით თაფლი, ხილი ან შოკოლადი - აუცილებლად მწარე.


10.თეთრი პური.
აქ იგულისხმება ცომეული.მათში სასარგებლო არაფერი რჩება, რადგანაც ფქვილი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ უკვე გაწმენდილია ყველა სასარგებლო ნივთიერებისგან.
უმჯობესია მთელი ხორბლით დამზადებული პურის მირთმევა ის გაცილებით სასარგებლოა.

0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0