x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს ყველაზე სახიფათო და საშიში გვირაბი ( + ფოტოები )

imageგვირაბი, რომელზეც სტატიაში მოგითხრობთ, არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს. "Guoliang Tunnel" ჩინეთის მაღალმთიან ჰენანის პროვინციაშია, რომლის სიგრძე 776 კილომეტრია. მაგრამ უფრო საინტერესო და გამაოგნებელია მისი სიმაღლე, რომელიც 16 მეტრს აღწევს, ხოლო გზის სიგანე კი 3, 5 მეტრია მხოლოდ.ეს არის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საშიში ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რომლებიც მრავლად მოგზაურობენ ამ ადგილებში.მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ხუთ წელიწადში უკვე ანუ 1977 წლის 1 მაისს დასრულდა.imageimageძალიან ციცაბო, ვერაგი და მოუხერხებელი ადგილი საფრთხეს უქმნის ყველას, მაგრამ მიუხედავად არსებული საშიშროებისა და მოსალოდნელი საფრთხეებისა, მოგზაურები ამ დაუვიწყარ ადგილს ხშირად სტუმრობენ.

image

imageწყაროს ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობას არა ერთი ადგილობრივი მკვიდრი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მათივე გადმოცემით რამდენიმე ადამიანი მშენებლობის პროცესში დაიღუპა უმნიშვნელო უყურადღებობის გამო. როგორც წყარო წერს, ადგილობრივები ტურისტებს და მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ, რადგან ხშირია უბედურებისა და ავარიის შემთხვევები. : - " აქ ყოვლად დაუშვებელია ოდნავი შეცდომაც კი, რასაც კიდევ ერთი დიდი აურზაური მოჰყვება ამ პატარა ჩინეთში. ყველაზე უბედური შემთხვევა გვირაბში გამოწვეული იქნება ტურისტის ან მძღოლის უყურადღებობით" - წერს წყარო.

გვირაბში მოგზაურობა ადრენალინის მოყვარულებისთვისაა და საფრთხეს წარმოადგენს გულის დაავადებებით შეპყრობილი ადამიანებისთვის, ისევე, როგორც სუსტი ფილტვებისა და სუსტი ფეხების მქონე ადამიანებისთვის.მიუხედავად იმისა, რომ ხედები " გვირაბის ფანჯრებიდან " საკმაოდ დახვეწილი და დაუვიწყარია, "Guoliang Tunnel" გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.imageimageimage


0
924
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0