x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ტყე, რომელიც 150 მილიონი წლისაა
ჩრდილო - აღმოსავლეთ ავსტრალიაში მდებარე უბედურების კონცხი (Cape Tribulation) ცნობილია იმით, რომ აქ იზრდება ტროპიკული ტყე, რომელიც დედამიწაზე უძველესად ითვლება. კონცხზე იდეალური ბუნებრივი პირობებია მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის : 27 გრადუსი საშუალო ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა.


image


ტყეში ზოგიერთი გვიმრა ხესავით მაღალი იზრდება და შეხედულებით მოზრდილ პალმას მოგვაგონებს.


image



ზოგი მცენარე ხეებზე შემოსკუპებულა და იქ გაუდგამს ფესვები.


image


დაკიდებული გვიმრები, მათ შორის ეგრეთწოდებული "ირმის რქა", რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს, ქმნის რეზერვუარს, რომელშიც გროვდება ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები. ეს ფოთლები ქმნის ნეშომპალას, რომელიც გვიმრებისათვის ნიადაგის როლს ასრულებს.


image


შედარებით დიდი ზომის ასეთ წარმონაქმნებზე კენგურუებს უყვართ წოლა, რადგან ნეშომპალად გარდაქმნის პროცესში გვიმრები სითბოს გამოყოფენ.


image


ბევრი მცენარე გადარჩენისათვის იბრძვის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.


image


ვაზისებრი პალმა- ძალიან აგრესიული და საშიში მცენარეა. ის დაფარულია ეკლებით, საიდანაც გამოდის მოკაუჭებული ისრები. ეს ისრები ეჭიდება ხეებსა და ბუჩქებს, რომ მათ ის მზისკენ ასწიონ.


image


მანგრის ტყე-პატარა ეკოსისტემაა დიდი ტყის შიგნით. ამ ხეებს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვთ, რათა ხავსიან ნიადაგზე მყარად დაემაგრონ გრიგალისაგან თავის დასაცავად.


image
საოცარ სილამაზეს ქმნიან მარაოსებრი პალმები. ისინი თავიანთი ეგზოტიკურობით პრეისტორიულ ხეებს მოგვაგონებენ.


image


ავსტრალიურ ტყეში უამრავ უცნაურ მცენარეს წააწყდებით. ბევრი მათგანი მხოლოდ აქ ხარობს.


imageimageimageimageimageimage








0
341
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0