x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იგავი იმაზე, თუ როგორ შეუძლია მტერს, თავისდაუნებურად, სიკეთის მოტანა
მტერი და სიკეთე


ერთ ქვეყანაში იმდენად სჯეროდათ ბედისწერის, რომ ასეთი წესი ჰქონდათ: ყოველ

სიკვდილმისჯილს, განაჩენის აღსრულებამდე, ბედის გამოცდის საშუალებას

აძლევდნენ. მას ტომარიდან ერთი ფურცელი უნდა ამოეღო. ტომარაში კი სულ ორი


ფურცელი იყო მოთავსებული. ერთზე ეწერა „სიცოცხლე“, ხოლო მეორეზე -

„ სიკვდილი“. თუ ბრალდებული პირველ ფურცელს ამოიღებდა, მას უშვებდნენ,

ხოლო თუ მეორეს - განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ. ასე, რომ, ყოველ ბრალდებულს,

უკანასკნელ მომენტამდე ჰქონდა გადარჩენის იმედი, ხოლო ბედს, დამატებითი ხმა „ზემოდან“, რომ გადაეწყვიტა მსჯავრდებულის ბედი.

ისე მოხდა, რომ ერთმა ადამიანმა საქმე წამოიწყო. ის ნელ-ნელა მდიდრდებოდა და

წარმატებასთან ერთად, როგორც ხშირად ხდება, ავისმსურველებიც გამოჩნდნენ. ისინი

ცილისწამებით ცდილობდნენ ამ ადამიანის ციხეში ჩასმას, ხოლო მოგვიანებით, მათი

მცდელობით, სიკვდილის განაჩენიც გამოუტანეს.

იცოდნენ რა, რომ მსჯავრდებულს ყოველთვის ჰქონდა გადარჩენის შანსი, მათ მოიპარეს

ტომრიდან ფურცელი, რომელზეც ეწერა „სიცოცხლე“ და დაამატეს მეორე ფურცელი, წარწერით „სიკვდილი“. ამ ქმედებით, მტრებმა ადმიანს გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს - რომელი ფურცელიც არ უნდა ამოეღო, მას სიკვდილის განაჩენი ელოდა.

მაგრამ, ადამიანს მეგობრებიც ჰყავდა. მათ შეიტყვეს მტრების ქმედების შესახებ. ჩუმად

შეიპარნენ ციხეში, ყველაფერი მსჯავრდებულს უამბეს და ურჩიეს, ყველაფერი

მოსამართლისთვის ეთქვა, რომ ტომარაში მოთავსებული ფურცლები შეემოწმებინათ.

მაგრამ, რაოდენ დასაკვირიც არ უნდა იყოს, მსჯავრდებული გაახარა მეგობრების

მოტანილმა ინფორმაცია და მათ სთხოვა, არავისთვის მოეყოლათ ეს ამბავი. მეგობრებმა

იფიქრეს, რომ მას სიკვდილის წინ გონება დაებინდა, მაგრამ მსჯავრდებულმა მათი

დარწმუნება შეძლო.

მეორე დღეს, ადამიანმა ამოიღო ბედის ფურცელი და... ის გაათავისუფლეს.

მეგობრები და მტრები, რომლებმაც იცოდნენ ტომარაში მოთავსებული ორი სასიკვდილოგანაჩენის შესახებ, გაკვირვებულები დარჩნენ. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მოახერხა მან, ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა?

ადამიანი კი შემდენაირად მოიქცა: ტომრიდან განაჩენის ამოღების შემდეგ, ისე, რომ

არც წაუკითხავს, მაშინვა გადაყლაპა ფურცელი. ამის შემდეგ, მოსამართლემ განაჩენის

გასარკვევად, მეორე ფურცელი შეამოწმა.

რადგან დარჩენილ ფურცელზე „სიკვდილი“ ეწერა, ოფიციალურად დაადგინა, რომ იმ

ფურცელზე, რომელიც მსჯავრდებულმა ამოიღო, „სიცოცხლე“ ეწერა.

ამრიგად, მტრებმა რომლებმაც ადამიანი უცილობელი სიკვდილისთვის გაწირეს, თავისდაუნებურად გადაარჩინეს ის.

დაიმახსოვრეთ: მტრები და ავისმსურველები, ცუდი ცხოვრებისგან არ ჩნდებიან. თუ თქვენ ისინი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ღირსი ხართ იმისა, რომ თქვენი

შურდეთ.

0
556
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0