x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონელების რევოლუციურმა გამოგონებამ შესაძლოა მილიონობით სიმსივნით დაავადებული გადაარჩინოს
imageიაპონელებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც 3 წუთში შესაძლებელია სულ ერთი წვეთი სისხლის ანალიზით გამოვლინდეს სიმსივნის ადრეული სტადია.


მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს ცდები ონკოლოგიურ პაციენტებზე და ექსპერიმენტის ეფექტურობა დაადასტურეს.


ერთი წვეთი სისხლი საკმარისია იმისთვის, რომ სამ წუთში გამოვლინდეს ავთვისებიანი სიმსივნე, აგრეთვე კუჭის, სწორი ნაწლავის და პანკრეასის კიბოს ადრეული სტადია.


მსგავსი ტექნოლოგია მსოფლიოს არც ერთ ქვეყნაში არ არის, -განაცხადა კომპანია MYTECH-ის მეცნიერ-თანამშრომელმა კაცუიკი ჰასეკავამ, რომელმაც ტოესუის სააავადმყოფოსთან და სევას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა ახალი ტექნოლოგია.



კომპანიამ განსაკუთრებული შემადგენლობის მეტალის ფირფიტა დაამზადა, რომელზეც ადამიანის სისხლის დაწვეთების შემდეგ ულტრაიისფერი სხივებით დამუშავების შემდეგ ანათებს იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ავთვისებიანი სიმსივნითაა დავადებული.იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე კეთილთვისებიანია მაშინ არ რეაგირებს.


კომპანია, რომელიც მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სამედიცინო აპარატურის დამზადებით არის დაკავებული, ვარაუდობს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკვე კლინიკურ გამოცდებს დაიწყებს, მანამდე კი მონაცემების ბაზას შექმნის.

image

0
3060
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0