x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიები
image
ყველას თავისებურად უყვარს, თავისი სიყვარულის ამბავი აქვს, თუმცა არსებობენ წყვილები, რომელთა სიყვარულიც თავად სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ისტორიკოსბმა სცადეს გაერკვიათ რომელია კაცობრიობის ისტრორიის ყველაზე უფრო ცნობილი სიყვარულის ამბავი. აიტივი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიების ხუთეულს გთავაზობთ.
imageმეხუთე პოზიციას მშვენიერი ელენასა და ტროას უფლისწულ პარისის ისტორია იკავებს. ულამაზესი ელენა სპარტის მეფის მენელიუსის მეურლე იყო, როდესაც ის ტროას უფლისწულს შეუყვარდა და საყვარელი ქალი ტროაში გაიტაცა. საკუთარი დედოფლის დასაბრუნებლად ბერძნებმა დიდი არმია შეკრიბეს და მეფე მელენიუსის ძმის მეთაურობით ტროას მიადგნენ. ბრძოლის შედეგად ტროა განადგურდა ელენა კი საკუთარ ქმართან დაბრუნდა.

image
მეოთხე პოზიციას ტრისტანი და იზოლდა იკავებენ. ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია მრავალჯერ იქნა დაწერილი და მოთხრობილი სხვადასხვა ავტორების მიერ. ეს ისტორია მოხდა შუა საუკუნეებში, დაახლოებით მეფე არტურის დროს. იზოლდა გახლდათ ირლანდიის მეფის შვილი, რომელიც უნდა გათხოვილიყო მეფე მარკზე, რომელმაც გააგზავნა ტრისტანი ესკორტად, სწორედ ამ მოგზაურობისას შეუყვარდათ ერთმანეთი მათ, მაგრამ იზოლდა მაინც გათხოვდა მარკზე. საიდუმლო სიყვარულის შეტყობის შემდეგ მეფე მარკს მნიშვნელოვანი არაფერი მოუქმედებია, რადგან მას ნამდვილი სიყვარულით არ უყვარდა იზოლდა. როდესაც ტრისტანი ავად გახდა მან მეფეს თხოვა იზოლდა მოეხმო, რადგან მას შეეძლო ტრისტანის განკურნებამ. მეფემ კი უთხრა რომ თუ მოწვევაზე დათანხმდებოდა იზოლდა აუცილებლად ჩამოიყვანდა მას. მართალია იზოლდა დათანხმდა მაგრამ მეფემ იცრუა და ტრისტანს უთხრა, რომ იზოლდა არ ჩამოვიდოდა რამაც ტრისტანს სიცოცხლე მოუსწრაფა. იზოლდაც მალევე დაიღუპა სიყვარულის გამო.
image
მესამე პოზიციას სირ ლანსელოტისა და დედოფალ გვინევრას ისტორია იკავებს. ინგლისის მეფის არტურის მეუღლე და ლანსელოტი საკუთარ გრძნობებს დიდხანს ებრძოდნენ, მაგრამ სიყვარულმა გონების დამორჩილება მაინც მოახერხა. მათი რომანის გამჟღავნების შემდეგ გვინევრას ცოცხლად დაწვის განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ლანსელოტმა მისი ეშაფოტიდან გატაცება მოახერხა. ამ ფაქტმა მრგვალი მაგიდის რაინდებს შორის განხეთქილება გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა მეფე არტურის ძლიერება, გვინევრა მონაზვნად აღიკვეცა, ლანსელოტმა კი დაცემულსა და განდგომილის სტატუსით იცხოვრა სიკვდილამდე.
image

მეორე პოზიცია კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის ისტორიას ხვდა წილად. მარკუს ანტონიუსი
ანტონიუსის და კლეოპატრას სიყვარულის ისტორია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დამაინტრიგებელი ამბავი. მოგვიანებით კი ამ ორი ისტორიული პერსონაჟის სიყვარულის ისტორია დრამატულ ჟანრში დაიწერა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა უილიამ შექსპირის მიერ. ანტონიუსის და კლეოპატრას ურთიერთობა ნამდვილი გამოცდა იყო დიდი სიყვარულისა. მათაც ერთმანეთი შეუყვარდათ პირველივე დანახვისთანავე. ამ ორი პიროვნების ურთიერთობამ ეგვიპტის პოზიციები გაამყარა. მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჯაბნა იმ რომაელთა მოსაზრებები, რომლებიც აღშფოთებული გახლდნენ ეგვიპტის გაძლიერებით. ყოველი წინააღდეგობის მიუხედავად ისინი დაქორწინდნენ. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ბრძოლისას, ანტონიუსმა შეიტყო ცრუ ინფორმაცია კლეოპატრას სიკვდილის შესახებ და საკუთარ ხმალზე დაეგო, ამ ამბავმა კი, შემდგომ კლეოპატრას სიკვდილი გამოიწვია. ნათქვამია, რომ დიდი სიყვარული დიდ დათმობებს მოითხოვს…
image

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიების ჩამონათვალში პირველი ადგილი რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულმა დაიკავა.ეს წყვილი გახდა თავად სიყვარულის სინონიმი. რომეო და ჯულიეტა გახლავთ უილიამ შექსპირის მიერ დაწერილი ტრაგიკული ნაწარმოები. წიგნი ორი თინეიჯერის შესახებ, რომელთა საგვარეულოები გადამტერებული იყვნენ. მათ ერთმანეთი პირველივე შეხვედრისთანავე შეუყვარდათ და შემდეგ დაქორწინდნენ, ისინი არ დაზოგავდნენ თავს ერთმანეთის გულისთვის. გაწირო საკუთარი თავი მეუღლისთვის, ეს ნამდვილი სიყვარულის ნიშანია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრაგიკულად მოკვდნენ მათი სიყვარული იცხოვრებს საუკუნეების განმავლობაში.



0
1399
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0