x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
XX საუკუნის ყველაზე დიდი ანექსიები - გვახსოვდეს ისტორია!

ანექსია (ლათ. ad nectere – შეერთება) ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალის გამოყენებით. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ანექსია ტერიტორიის შეძენის ლეგალურ ფორმას წარმოადგენდა. ომში გამარჯვებულ სახელმწიფოს დამარცხებული სახელმწიფოს ტერიტორიის ან მის ნაწილის მიერთების უფლება გააჩნდა. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით კი ანექსია აგრესიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და აკრძალულია, ვინაიდან იგი ხელყოფს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.


ანექსია განსხვავდება ოკუპაციისგან, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს.

ახლა კი გავიხსენოთ მსოფლიოში გასულ საუკუნეში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ანექსიები.



1. ერაყის მიერ კუვეიტის აკექსია, 1991 წ.
image

1990 წლის ივლისში სადამ ჰუსეინმა კუვეიტი დაადანაშაულა ერაყის ტერიტორიაზე ნავთობის არაკანონიერ მოპოვებაში და მოსთხოვა, ერთი მხრივ, ეპატიებინა ერაყისთვის არსებული დავალიანება და, დამატებით გადაეხადა კომპენსაცია 2, 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. მაგრამ კუვეიტის ემირმა ეს შეთავაზება არ მიიღო. შედეგად, 2 აგვისტოს ერაყის არმია შეიჭრა კუვეიტის ტერიტორიაზე. აგვისტოს ბოლოს კუვეიტი ერაყის მე-19 პროვინციად გამოცხადდა.


2. გოლანის მაღლობების ანექსია ისრაელის მიერ, 1981 წ.
image

გოლანის მაღლობები, რომელიც 1967 წლამდე შედიოდა სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში, ექვსდღიანი ომის მსვლელობისას დაიკავა ისრაელმა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭომ თავისი რეზოლუციით არ აღიარა ეს აქტი. როგორც ისრაელი, ისე სირია გოლანის მაღლობებს მიიჩნევენ თავიანთ ტერიტორიად.


3. სიკიმის ანექსია ინდოეთის მიერ, 1975 წ.
image

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სიკიმი, იგივე დენჯონგი, XIV საუკუნიდან 1975 წლამდე იმართებოდა ნამგულების დინასტიის მიერ. 1950 წლიდან იგი ინდოეთის პროტექტორატია. 1975 წელს ინდოეთის პრემიერ მინისტრმა პარლამენტს შესთავაზა სიკიმის შტატად გამოცხადება. აპრილში იგი ოკუპირებული იქნა ინდოეთის არმიის მიერ. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის 97, 5 % -მა სიკიმის ინდოეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 1975 წლის 16 მაისს ხელისუფლებამ გააუქმა მონარქია და სიკიმი ოფიციალურად გახდა ინდოეთის შტატი.


4. გოას ანექსია ინდოეთის მიერ, 1961 წ.
image

1961 წლის დეკემბერში გოას ტერიტორია, რომელიც 1510 წლიდან პორტუგალიას ჰქონდა დაპყრობილი, ინდოეთის ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული და, დამანთან და დიუსთან ერთად, მოკავშირე ტერიტორიად გამოცხადდა. პორტუგალიამ გოაზე ინდოეთის სუვერენიტეტი აღიარა მხოლოდ 1974 წლის რევოლუციის შემდეგ. 1987 წელს გოა მოკავშირე ტერიტორიიდან შტატად იქცა.


5. როკოლის კუნძულის ანექსია დიდი ბრიტანეთის მიერ, 1955 წ.
image

როკოლის კუნძული ატლანტის ოკეანეში დაუსახლებელი კლდეა, რომელიც ანექსირებული იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ. ამ ფაქტს დღესაც ვერ ეგუება ბევრი ქვეყანა. წყლები, რომლებიც კუნძულს ესაზღვრება საერთო აქვს ირლანდიას, დანიასა და ისლანდიას. მათ შორის დავა მიმდინარეობს როკოლის ტერიტორიაზე არსებული მადნეულის საბადოების, თევზჭერის, როკოლის ბანკის, («Rockall Bank»), მღვიმისა («Rockall Trough») და პლატოს («Rockall Plateau») გამო.


6. ბალტიისპირეთის ანექსია სსრკ-ს მიერ, 1939-1941 წწ.
image

გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობის შესახებ საიდუმლო შეთანხმების პროტოკოლით, რომელსაც 1939 წლის 23 აგვისტოს მოეწერა ხელი, გავლენის სფეროები გაიყო ორ სახელმწოფოს შორის: ესტონეთი, ლატვია, ფინეთის ნაწილი და აღმოსავლეთ პოლონეთი სსრკ-ს გავლენის სფეროში აღმოჩნდა, ლიტვა და დასავლეთ პოლონეთი კი - გერმანიის. ორი წლის მანძილზე ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ანექსირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ მოძმე ხალხების დახმარების საფარქვეშ. ამის შესახებ ჩერჩილი წერდა: „ბალტიის ხალხის გადაცემა საბჭოთა არმიისათვის მათი ნების წინააღმდეგ, წინააღმდეგობაში იქნება ყველა პრინციპთან, რომელთა გამოც ვაწარმოებთ ამ ომს და შეარცხვენს ჩვენს საქმეს“.


7. ჩეხოსლოვაკიის ანექსია გერმანიის მიერ, 1938 წ.
image

1938 წელს ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობდა 14 მილიონი ადამიანი, მათგან 3, 5 მლნ ეთნიკური გერმანელი. გერმანელები კომპაქტურად იყვნენ დასახლებული სუდეტის ოლქში, ასევე სლოვაკეთსა და კარპატებს მიღმა უკრაინაში. ჩეხოსლოვაკიის წარმოება, მათ შორის სამხედროც, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული იყო. მიუნჰენის შეთანხმების მიხედვით, მოხდა სუდეტის ანექსია. ეს გახდა ჩეხოსლოვაკიის
ოკუპაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმება მოჰყვა. 1968 წელს ჩეხოსლოვაკია დაიპყრო საბჭოთა ჯარებმა. მათ ქვეყანა 1990 წელს, კომუნისტური მმართველობის დაცემის შემდეგ დატოვეს. ეს მოვლენა ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით შევიდა. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად.


8. ავსტრიის ანექსია გერმანიის მიერ, 1938 წ.
image

ავსტრიის შეყვანა გერმანიის შემადგენლობაში მოხდა 1938 წლის 12-13 მარტს. ანშლუსის შედეგად გერმანიის ტერიტორია 17%-ით, მოსახლეობა კი 10%-ით (6, 7 მლნ. ადამიანი) გაიზარდა. ავსტრიის დამოუკიდებლობა აღსდგა 1945 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარების მიერ ავსტრიის დაკავების შემდეგ და დაკანონდა სახელმწიფო ხელშეკრულებით 1955 წელს.


9. ტიბეტის ანექსია ჩინეთის მიერ, 1959 წ.
image
ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა მე-7 ს-ში. მე-13-14 სს-ში იგი მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყო. მე-17 ს-ში ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა ბუდისტური (ლამაისტური) სექტის მეთაური გელუგპა დალაი-ლამა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ტიბეტი ჩინეთისა და მონღოლეთის ყურადღების ობიექტი გახდა. ამ პაექრობაში იმარჯვეს ჩინელებმა და ლჰასაში მცირე გარნიზონი ჩააყენეს, ამასთან დალაი-ლამას შეუნარჩუნეს სუვერენობა შიგა საქმეებში. 1904 წელს ტიბეტში ინგლისმა შეიყვანა ჯარები რუსეთის ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებული იქნა ჩინეთის წითელი არმიის მიერ. დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დალაი-ლამა XIV, მაგრამ მათ მიერ წარმოებული პარტიზანული ბრძოლა 1959 წელს ჩაახშვეს. იმავე წელს ჩინეთმა ტიბეტის ანექსია მოახდინა და 1965 წელს თავის შემადგნელობაში ავტონომიურ რეგიონად გამოაცხადა.

0
1154
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0