x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ეროსის მსხვერპლი აფროდიტე

image აფროდიტე ღმერთებისა და ადამიანების გულებში სიყვარულის ცეცხლს ანთებს. ამ ძალის წყალობით ბატონობს ქვეყნიერებაზე. არავის შეუძლია თავი დააღწიოს მის ძალაუფლებას. იგი სილამაზის ქალღმერთიცაა, ამიტომ ყვავილოვანი გაზაფხულის მბრძანებელადაც მოიხსენიებენ. მშვენიერებით ყველა ქალღმერთს ჩრდილავს. მისი ტახტი მაღალ მთაზე დგას. ღმერთსა და ადამიანს, ერთნაირად ხიბლავს და იმონებს თავისი ციური სილამაზით. მისი მეუღლედ ჰეფესტოს მიიჩნევენ, რომელიც ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაებაა, ზევსისა და ჰერას ძე. აფროდიტეს შვილები არიან: ეროტი, ანტეროტი, ჰარმონია, დემოსი, ფობოსი, ჰერმაფროდიტი (ქალკაცა).
მართალია, წარმოშობით აზიელია, მაგრამ ბერძნებმა ხორცი შეასხეს და ეროვნულ ქალღმერთად აქციეს.
აფროდიტეს მეუღლედ ითვლება ჰეფესტო, imageბერძენთა ცეცხლის ღმერთი, მჭედლობისა და ხელობათა ღვთაება. მშვენიერი ქალბატონი სულაც არ ყოფილა მეუღლის ერთგული. აფროდიტეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ომის ღმერთ არესთან, რომელიც აგრეთვე ზევსისა და ჰერას შვილი იყო. უმშვენიერეს აფროდიტესა და არესს რამდენიმე საერთო შვილი ჰყავდათ: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული, მისი imageერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება - მარსი შეესაბამება.
აფროდიტეს სასიყვარულო ურთიერთობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ადონისი, რომელიც მეტად ტრაგიკული გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა. ის იყო კვიპროსის მეფის ვაჟი. ოლიმპოს ღმერთებზე მშვენიერი.
ქალღმერთი მთელ დროს მასთან ატარებდა. ნადირობდნენ კვიპროსის ტყეებსა და მთებში. დიდ ცხოველებზე არც თვითონ ნადირობდა და ადონისსაც აფრთხილებდა მორიდებოდა. თითქმის არასდროს ტოვებდა და თუ დატოვებდა დააბარებდა მისი თხოვნა არ დაევიწყებინა. ერთ ასეთ დღეს მშვენიერი უფლისწული დიდ ტახზე ნადირობდა, უკვე შუბით უნდა განეგმირა როდესაც გამძვინვარებულმა ტახმა სიცოცხლეს imageგამოასალმა თავისი ეშვებით. ამ ამბის გამგონე აფროდიტე საოცრად დადარდიანდა და თავად წავიდა მისი გვამის საძებნელად და დიდი გაწირვების შემდეგ მიაგნო. იმდენად განიცადა მან ადონისის სიკვდილი ზევსმა თავის ძმა ჰადესსა და მის მეუღლე პერსე პონესს უბრძანა გამოეშვათ ჭაბუკი თავისი სამფლობელოდან და მას შემდეგ ნახევარ წელს აფროდიტესთან ატარებს, ნახევარს ჰადესის სამეფოში.

0
392
7-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0