x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"Facebook-ის" ახალი ქართული თამაში "მეღვინე"

imageპოპულარულ სოციალურ ქსელს გუშინ ახლი ქართული თამაში- "მეღვინე"დაემატა. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, ეს თამაში მიზნად ისახავს ქართული ღვინის ჯიშების პოპულარიზაციას.
"ფეისბუკის" მომხმარებლებს თამაშის საშუალებით შეეძლებათ გააშენონ ვირტუალური ვენახი, აიღონ მოსავალი და დაწურონ ღვინო.
ეს თამაში ძალიან გავს საკმაოდ პოპულარულ და ცნობილ თმაშს- ფერმას. "მეღვინე" მთლიანად ქართულ ენაზეა და გაცილებით საინტერესოც ჩანს, რადგან მოწოდებულია ინფორმაცია თიოთოეული ყურძნის ჯიშის შესახებ. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს თითოეულ კუთხეში კონკრეტულად რომელი ყურძნის ჯიშები ხარობს და რა და რა სახის ღვინო მზადდება.
მეღვინე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდის და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც ექნება, მოქმედებს დაზღვევაც. შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები, რომლლებიც ამ სემთხვევაში ბიზნესპარტნიორების როლს შეითავსებენ. ასე რომ, ვისაც კომპიუტერული თამაშები და "ფესიბუკი" გიყვართ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
პროექტსი მხარდამჭერები არიან: "ალდაგი ბისიაი", "ჯიპიაი ჰოლდინგი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "თიბისი ბანკი" და "სოფლის მეურნეობის კორპორაცია".
თამაში საქართველოს სოფლის მეურნეობის "ფეიბუკის" ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა და მასზე ხელი მუწვდება ამ სოციალური ქსელის ნებიმიერ მომხმარებელს.
პროექტის ინიციატორებისვე თქმით, ისინი გამოავლენენ საუკეთესო მოთამაშეებს, რომლებისთვისაც სპეციალური პრიზებია დაწესებული.

1
307
5-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
307
  
0 1 1