x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
7 უჩვეულო რეცეპტი საზამთროსგან - გახადეთ ზაფხულის მენიუ მრავალფეროვანი!
image
ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე გამაგრილებელ და გემრიელ პროდუქტად ითვლება საზამთრო. იგი ყველას უყვარს. თუმცა უმრავლესობა მას მხოლოდ უმი სახით მიირთმევს. არადა არსებობს უამრავი რეცეპტი, რომელთა შემადგენლობაში შედის საზამთრო: ტორტი, სორბეტი, სალათები, ჟელე, ნაყინი და კიდევ ბევრი სხვა, რომელთა მომზადება დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს, მრავალფეროვნებას კი ნამდვილად შესძენს თქვენს მენიუს.


გთავაზობთ საზამთროს მომზადების 7 ორიგინალურ რეცეპტს.


1. საზამთროს სორბეტი



image

ინგრედიენტები:


1 ჩ.ჭ. წყალი

1 ჩ.ჭ. შაქარი

8 ჩ.ჭ. საზამთროს რბილობი (კურკაგაცლილი)

2 ს.კ. ლიმონის წვენი


მცირე ზომის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი, დავდგათ ქურაზე, სანამ შაქარი სრულიად არ გალღვება. გადმოვდგათ და გავაგრილოთ.


დავაბლენდეროთ საზამთროს რბილობი და ლიმონის წვენი, დავასხათ სიროფი და ისევ კარგად დავაბლენდეროთ. მოვათავსოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება. სუფრასთან მიტანის წინ კარგად ავურიოთ და გადმოვიღოთ ფორმებში.


2. კოქტეილი "საზამთროს ბედნიერება"


image


ინგრედიენტები:


400 გ. საზამთროს რბილობი (კურკაგამოცლილი)

300 გ. თაფლი

2 ლიმონის წვენი


ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერში. კოქტეილის მაღალ ჭიქებში 2/3-ზე ჩაყარეთ ყინულის კუბიკები, ჩაასხით კოქტეილი და მიირთვით.


3. სალათი შემწვარი საზამთროთი


image


ინგრედიენტები:


8 ნაჭერი კურკაგამოცლილი საზამთრო (დაახლოებით 2 სმ. სისქის)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

5 ჩ.კ. ლიმონის წვენი

5 ნაჭერი ყველი "ფეტა" (100 გრამზე ოდნავ მეტი)

მწვანილი (გემოვნებით)

მარილი

წიწაკა


ქაღალდის ხელსახოცით შეაშვრეთ საზამთროს ნაჭრები და დააწყვეთ გაცხელებულ გრილზე. შეწვით თითოეულ გვერდზე 2 წთ.


აურიეთ ერთმანეთში დაჭრილი მწვანილი, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და მარილი. გადაიტანეთ მიღებული ნარევი თეფშზე, ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი საზამთრო და ყველის ნაჭრები. მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი და გემოვნების მიხედვით მოაყარეთ მარილი და წიწაკა. სურვილისამებრ შეგიძლიათ პიტნის ფოთლებიც მოაყაროთ.


4. საზამთროს ნაყინი

image

ინგრედიენტები:


700 გ. საზამთროს რბილობი (კურკაგამოცლილი)

2 ს.კ. შაქარი

2 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა

2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა

მწიკვი მარილი


დააბლენდერეთ საზამთროს რბილობი შაქართან ერთად. დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი პიტნა, ლიმონის ცედრა და მარილი.


მიღებული მასა გადაანაწილეთ ნაყინის ფორმებში და შედგით მაცივარში. საათნახევარში შეგიძლიათ ფორმებში ჯოხები ჩადოთ. ამის შემდეგ შედგით საყინულეში 3-4 საათით.


5. საზამთროს ჟელე


image

ინგრედიენტები:


საზამთროს კურკაგამოცლილი რბილობი (კანიანად საზამთრო უნდა იყოს 3 კგ.)

20 გ. ჟელატინი

1/2 ჩ.ჭ. შაქარი

1/4 ჩ.ჭ. ლიმონის წვენი

ზეთი


საზამთროს რბილობი დააბლენდერეთ, გაწურეთ. მიიღებთ დაახლოებით 3 ჩ.ჭ. წვენს.


დაასხით ჟელატინს 1 ჭ. საზამთროს წვენი და დააყოვნეთ 3-5 წთ. დარჩენილი საზამთროს წვენი და შაქარი დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ სანამ შაქარი მთლიანად არ გალღვება. მიებულ მასაში ჩაასხით ჟელატინი და ლიმონის წვენი და გამორთეთ ქურა. ჩაასხით ზეთწასმულ ფორმებში. დაახურეთ თავი და შედეთ მაცივარში 8-10 საათით.



6. საზამთროს ცუკატები


image

ინგრედიენტები:


2 კილოგრამიანი საზამთრო (ანუ კანგაუცლელად უნდა იყოს 2 კგ.)

700 გ. შაქარი

1 ლ. წყალი

100 გ. შაქრის პუდრი


მოაშორეთ საზამთროს კანს მწვანე ნაწილი, თეთრი კანი დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად. გარეცხეთ ცივ წყალში. შაქრისა და წყლისგან მოამზადეთ სიროფი და ჩადეთ მასში დაჭრილი კანები. ხარშეთ მანამ, სანამ კარგად არ გაიჟღინთება და გამჭვირვალე ფერს არ მიიღებს. შემდეგ გადაიღეთ საწურზე, რათა სიროფი ჩამოიწუროს. დაწურული ნაჭრები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გამოაშვრეთ ღუმელში 35–40 °С-ზე 12–24 საათით.


შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი, კარგად შეანჯღრიეთ, რათა ზედმეტი შაქარი მოცილდეს, კიდევ ცოტა ხნით გამოაშვრეთ და მოათავსეთ ქილაში. თავზე დაახურეთ ცელოფანი ან პერგამენტი.


საზამთროს ცუკატები მზადაა. ამ დესერტს, როგორც წესი, ჩაისთან მიირთმევენ.


7. საზამთროს ტორტი


image

ინგრედიენტები:


სასურველი ზომის საზამთრო

სასურველი სახის კრემი

ნებისმიერი ხილი ან დაჭრილი თხილეული მოსართავად



აიღეთ სასურველი ზომის საზამთრო, გადაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი ისე, რომ საზამთრო ლანგარზე ადვილად "დადგეს" და გვერდებზე შემოათალეთ კანი. სამზარეულოს ხელსახოცით შეძლებისდაგვარად შეაშრეთ წვენი. მიიღებთ მშვენიერ, წითელი ფერის "ბისკვიტს", რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიმე ფენად გაჭრათ, ან გაუჭრელად მორთოთ.


შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კრემი: ათქვეფილი ნაღები, ბეზეს კრემი და ა.შ.

მორთვაც თქვენივე ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ: ხილით, ნუშით, შოკოლადით...









1
509
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
509
  
0 1 1