x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მაპატიე რომ ვერ გაფასებ"-ნანუკა ჟორჟოლიანს ქალიშვილი დაბადების დღეს გულისამაჩუყებელი სიტყვებით ულოცავს
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ქართული შოუბიზნესის ცნობადი სახეა. ის აქტიურია სოცალურ ქსელში, სადაც ახალ-ახალი სტატუსებითა და სურათებით გვანებივრებს. ჟურნალისტი დღეს იუბილარია. "36 წლის წინ ზუსტად ამ დღეს დავიბადე და ძალიანაც მიხარია. ხომ გავგიჟდებოდი ჩემი ექსტრემალური და ძალიან საინტერესო ცხოვრების გარეშე, რომ დავრჩენილიყავი. დედა, მამა მადლობა. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. თქვენც მაგრად მოიწყენდით უჩემოდ. მიყვარს ეს დღე"-წერს ნანუკა სოცალურ ქსელში.image

ჟურნალისტს დაბადების დღეს ულოცავს ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძეც: "ესე იგი, არ დავიწყებ ჩემს მოლოცვას იმით, რომ მეზიზღება ვითომ ესეთი რაღაცეები იმიტომ რომ პირიქით, მინდა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს როგორი ხარ (მიუხედავად იმისა რომ არც მთელი ქვეყანა არ მყავს ფეისბუქში და ვერც გადმოვცემ როგორიც ხარ). იმის ახსნასაც არ დავიწყებ როგორ მიყვარხარ იმიტომ, რომ მთელი გულით და ყველა უჯრედით, ამოსუნთქვით და მოძრაობით მიყვარხარ, მართლა აღუწერელია.

შენ=მე.

გონია რომ მაგრად გამიმართლა შენნაირი ადამიანი რომ მყავს მაგალითად. შენში სიკეთე და სინათლე იმდენია რამდენიც არ მინახავს არასდროს არავისში.


უანგაროდ კეთილი ხარ და ჩვენ ამ შენ გულს და სიკეთეს აღვიქვავთ უკვე ჩვეულებრივად, იმიტომ რომ შენ შენი ყოველდღიური საქციელებით შეგვაჩვიე ამ ყველაფერს და მხოლოდ ამიტომ არ გიხდით მადლობას იმისთვის როგორიც ხარ.

ყველაზე ბედნიერი ვარ ჩემი ნაწილი რომ ხარ.

მაპატიე რომ ვერ გაფასებ. ყველაზე მაგრა მიყვარხარ და არ ვიცი, იმ ყველაფერს გისურვებ რაც ჩემი თავისთვისაც არ მემეტება. გილოცავ დე"

მარიამის წერილს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "იდეალური დედა-შვილობა"-წერენ სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანს ორი შვილი ჰყავს მარიამი და საბა. გოგონამ სკოლა წელს დაამთავრა და ამერიკაში გააგრძელებს სწავლას.image

0
411
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0