x
image
natia.a
გოგონას წერილი ტექმომსახურეობას და გენიალური პასუხი - იხალისეთ!
image
ეს ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული გოგოა, რომლისთვისაც არც ოჯახური ბედნიერებაა უცხო და არც მეუღლეებს შორის ურთიერთობაში შეპარული სიცივე. მასაც ისევე, როგორც ბევრ სხვას, აინტერესებს როგორ შეინარჩუნოს ქმართან თანაცხოვრებისას ის ძლიერი გრძნობები და ხალასი ურთიერთბეობები, დაქორწინებამდე რომ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.


პასუხის ძიებაში მან უბრალოდ გადაწყვიტა წერილი მიეწერა ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურისთვის და, რაღა თქმა უნდა, არავითარ პასუხს მათგან არ ელოდა. თუმცა პასუხი მოვიდა... საოცარი და გენიალური პასუხი...


აი, რა ეწერა ჯერ გოგონას მიერ გაგზავნილ შეკითხვაში, შემდეგ კი საპასუხო სმს-ში:



"ძვირფასო ტექმომსახურეობავ,


ამ წლის დასაწყისში ბოიფრენდი 5.0 განვაახლე ქმარი 1.0-ით და აღმოვაჩინე, რომ სისტემის მუშაობა შესამჩნევად შენელდა. ეს განსაკუთრებით ეხება აპლიკაციებს ყვავილები 3.5 და ძვირფასეულობა 2.0, რომლებიც ბოიფრენდ 5.0-ზე იდეალურად მუშაობდა.


ამას გარდა, ქმარი 1.0.-ში არ აღმოჩნდა ისეთი სასარგებლო პროგრამები, როგორიცაა რომანტიკა 9.5 და პირადი ყურადღება 6.5, სამაგიეროდ დაყენდა უამრავი უსარგებლო პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად პრემიერ-ლიგა 5.0, NHL 3.0 და ბილიარდი 4.1.


ურთიერთობა 8.0-მა შეწყვიტა მუშაობა, ხოლო სახლის დალაგება 2.6 გაშვებისას მთელ სისტემას აზიანებს. მათ ასამუშავებლად შევეცადე გამომეყენებინა ბუზღუნი 5.3, მაგრამ არ იმუშავა.


რა ვქნა?

სასოწარკვეთილი."



"ძვირფასო სასოწარკვეთილო,

"ჩვენს ლიცენზიაში ნათქვამია, რომ ბოიფრენდი 5.0 — გასართობი პაკეტია, ხოლო ქმარი 1.0 — ოპერატიული სისტემა. სცადეთ გაუშვათ დამხმარე პროგრამა მეგონა გიყვარდი.exe, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ცრემლები 6.2 და არ დაგავიწყდეთ განაახლოთ სისტემა დანაშაულის გრძნობა 3.0. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სისტემა ქმარი 1.0 ავტომატურად გაუშვებს აპლიკაციებს ძვირფასეულობა 2.0 და ყვავილები 3.5.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ძალიან ხშირად გამოიყენებთ ამ პროგრამებს, სისტემა გაუშვებს აპლიკაციებს ულმობელი დუმილი 2.5, მეგობრები 7.0 ან ლუდი 6.1. რაც შეეხება ლუდი 6.1-ს ეს საშიში პროგრამა-ვირუსია, რომელიც თქვენგან მალულად ჩამოტვირთავს აპლიკაციებს ჰაერის გაფუჭება და ხვრინვა ბეტა.

მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ პროგრამა სიდედრი 1.0 (იგი გაუშვებს ვირუსს, რომელიც მთელ სისტემაზე დაგაკარგვინებთ კონტროლს). ამას გარდა, ნუ შეეცდებით ხელახლა დააყენოთ ბოიფრენდი 5.0, რადგან იგი შეუთავსებელია ქმარი 1.0-თან და ეს მთელი სისტემის მოშლას გამოიწვევს.


დაბოლოს: ქმარი 1.0 - შესანიშნავი პროგრამაა, მაგრამ მას მეხსიერების შეზღუდული რესურსები აქვს და ძალიან ნელა უშვებს ნებისმიერ ახალ აპლიკაციას. მეხსიერებისა გასაზრდელად და სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ შეიძინოთ რამდენიმე ახალი პროგრამა, როგორიცაა: საჭმლის მომზადება 3.0 და ლამაზი საცვლები 7.7.

გისურვებთ წარმატებებს!"







4
1446
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1446
  
2015, 26 ივნისი, 12:29
რა სახალისო იყო,იყო სიმართლის ბევრი მარცვალი პასუხში :)
2015, 25 ივნისი, 22:40
ძალიან სახალისოა ხვალ გავაზიარებბბბბბბბბბბ
2015, 25 ივნისი, 22:37
მოგეწონაა? :))
2015, 25 ივნისი, 22:32
ლიმიტი აღარ არის თორეეე :D:D:D
0 1 4